შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული,წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ,4 პირთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა,150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კობა ე. ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს,მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).