საკონსტიტუციოსასამართლოსთავმჯდომრის ,,ვაროდსნული’‘ ცოდვები - როლანდბლადაძისსაქმეზე ,,ახალგაზრდაადვოკატებმა’‘ სკანდალურიდასკვნადადეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სკანდალში ეხვევა - გიორგი პაპუაშვილი, როგორც ირკვევა, წლებია, წართმეულ სახლში ცხოვრობს. საერთოდ, როგორც ,,ახალგაზრდა ადვოკატების’‘ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, ე.წ. ვარდების ხელისუფლებამ საკუთრების დათმობისა და ხელყოფის ყველაზე მასშტაბური მოქმედება აჭარაში განახორციელა. ,,2004-2012 წლებში აჭარაში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ ჩადენილი უკანონო მოქმედებები მთლიანად შესასწავლია. ჯერ არ მომზადებულა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა, თუ რა ზიანი მიადგათ მოქალაქეებს, რომლებმაც ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით, თავიანთი გამოკვეთილი სამოქალაქო პოზიციის გამო განიცადეს’‘, - ამბობს კაიკაციშვილი. მისივე განმარტებით, მერაბ ბლადაძის ისტორია პოლიტიკური გაკულაკების კლასიკური მაგალითია.
როლანდ ბლადაძე, ,,ახალგაზრდა ადვოკატების’‘ დასკვნის მიხედვით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აბაშიძის გარემოცვის წევრი იყო და საბაჟო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2004 წლის აპრილში ანუ ე.წ. აჭარის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, საბაჟო სამმართველოს ხელმძღვანელობამ ,,სამსახურში უცნობი მიზეზით’‘ არგამოცხადების საბაბით გაათავისუფლა. სინამდვილეში კი, როგორც კაიკაციშვილი ,,ვერ-სიასთან’‘ საუბრისას განმარტავს, ,,ბლადაძემ საქართველოდან ფარულად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც აჭარის პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, სასამართლომ კი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უკანონოდ, დაუსაბუთებლად სცნო და ჩამოართვა’‘. სხვათა შორის, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ როლანდ ბლადაძის საქმის შესწავლას რამდენიმე თვე მო-ანდომეს და დასკვნა მხოლოდ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმო-მადგენლებს კი არა, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გა-დაუგზავნეს. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია კი, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს, ვენეციის კომი-სიასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ცენტრალურ ოფისებს მიაწოდეს. ზემოხსენებულ კვლევაზე დაყრდნობით, ,,ახალგაზრდა ადვოკატების’‘ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ, სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, სასამართლოც შეთანხმებულად, შერჩევითი სამართლით მოქმედებდნენ, რადგან ბლადაძის, როგორც ასლან აბაშიძეს-თან დაკავშირებული მოხელის დასჯა, სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყო.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა, ბლადაძე იძულებული გახდა, რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. ერთი სიტყვით, მიზანმა საშუალება გაამართლა და როლანდ ბლადაძე არათუ საქართველოდან გააძევეს, არამედ ქონებაც ჩამოართვეს და აი, სწორედ ამ დროს შემოდის ,,ავანსცენაზე’‘ გიორგი პაპუაშვილი - პრეზიდენტი სააკაშვილი გაკულაკებული ბლადაძის ქონებას, კერძოდ, ბათუმში მდებარე ბინას საკონსტიტუ-ციო სასამართლოს თავმჯდომარეს პირდაპირი მიყიდის წესით ,,ჩუქნის’‘. ,,მართალია, 2013 წლის ივნისში, როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მაგ-რამ საქმეზე სამართლებრივი დავა უშედეგოდ გრძელდება და პაპუაშვილი დღემდე ბლადაძისთვის წარ-თმეულ სახლში ცხოვრობს. ბლადაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამ კანონიერი სა-ფუძველი შექმნა, რომ უძრავი ქონების დაბრუნებაზე სამართლებრივი მოქმედებები გაძლიერებულიყო, მაგრამ ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენი გარემოებების მიუხედავად, მოქმედი კანონმდებ-ლობა სასამართლოს საშუალებას არ აძლევს, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილე-ბა ბათილად სცნოს, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გასაჩივრებიდან, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გასულია’‘, - განმარტავს არჩილ კაიკაციშვილი. ამონარიდი როლანდ ბლადაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან: „აჭარის რევოლუციის შემდეგ, ვიდრე საქართვე-ლოს დავტოვებდი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ორჯერ დამირეკეს. მთავაზობდნენ, ჩამოდი, ტელევიზიით აბაშიძე გალანძღე და ამის შემდეგ მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებო. უარი ვუთხარი.
იმ დღეს, როცა ასლან აბაშიძემ საქართველო დატოვა, დათა ახალაიამ დამირეკა და დამემუქრა, ჩამივარდები ხელშიო. მანამდე კი, მთელი თვე, სამსახურში მეჯდა, როგორც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი და საბაჟოზე ყველაფერს პირადად აკონტროლებდა. თბილისში ჩასვლის შემდეგ, ტელევიზიითაც თქვა, სარფში დარ-ღვევა ვერ აღმოვაჩინეო... საქართველოდან ჩემი წასვლის შემდეგ, მამაჩემთანაც მისულან და უთხოვიათ, როგორმე გაგვიყვანე კონტაქტზეო. ფულს უკვე აშკარად მოითხოვდნენ, ჯერ 500 ათასი თქვეს, შემდეგ, 50 ათასზე ჩამოვიდნენ. როცა თანხის გადახდაზე უარი განვაცხადე, დაიწყო მუქა-რა, თუ არ გადაიხდი, სახლს წაგართმევთო... მოსკოვში მარტო წავედი, მეუღლე და სამი შვილი ბათუმში დავტოვე. ერთ ,,მშვენიერ’‘ დღეს სახლში ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილით გარეთ გამოაგდეს. ჩემი პატარა ერთი ნიღბიანთან მისულა და შეხვეწებია, არ გაგვყაროო, მას კი ბავ-შვისთვის გაურტყამს. ეს ის პერიოდია, როცა ასლან აბაშიძის ხელისუფლების წევრებს, შიშის გამო, ქუჩაში არავინ ესალმებოდა. ჩემი ოჯახის შეფარებას ვინ გაბედავდა?.. ხან ერთ ნათესავთან იმალებოდნენ, ხან მეორესთან. მთელი წელი ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ. ამის შემდეგ მათი მოსკოვში წაყვანა მოვახერხე. გამოსახლების დროს უკვე ვიცოდით, რომ ჩვენს სახლში საქართველოს საკონსტიტუციო სასა-მართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი უნდა შესულიყო... ახლა ამბობს, არ ვიცოდი, წართმეული რომ იყოო. როგორ არ იცოდა, რამდენჯერმე გავუგზავნე საერთო ნაცნობები და შევუთვალე, რას აკეთებ, ყვე-ლაფერი ეს ცვალებადია და ცოდვას ნუ დაიდებ-მეთქი. მან ჩვენი ბინა ისე დაიკავა, უხერხულობა არ უგ-რძნია. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართლის დაცვას მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში გამოყრა არჩია. ჩემმა მეუღლემ შეუთვალა, ამ ბინაში ბავშვებმა იმდენი ცრემლი დაღვა-რეს, ვერ გაიხარებო. პაპუაშვილის პასუხი ასეთი იყო: წასვლას არსად ვაპირებო... სხვათა შორის, მაშინ, როცა გავიგე, ჩემს სახლში პაპუაშვილი შეასახლეს, გიორგი თარგამაძე „იმედში“ მუშაობდა. დავურეკე და ვთხოვე, სიუჟეტი გააკეთე-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, მაგრამ რამდენიმე დღეში უარი მითხრა, ჩემთან ეკა ხოფერია მუშაობს და პაპუაშვილი მისი დის ქმარიაო... აჭარის ხელისუფლებას ჩემი ბინა ბევრისთვის შეუთავაზებია, მაგრამ გიორგი პაპუაშვილის გარდა, არავინ შესულა. ყველამ უარი თქვა, აქ პატარა ბავშვები ცხოვრობენ და მათ ცოდვას ვერ დავიდებთ, მით უმე-ტეს, ბინა უკანონოდაა ჩამორთმეულიო. პაპუაშვილის მეუღლეს, რომელიც, როგორც მოგეხსნებათ, ეკა ხოფერიას დაა, ძალიან მოსწონებია ჩემი ბინა. ადვოკატი ურჩევდა, არ შეხვიდეთ ამ ბინაში, უკანონოდაა ჩამორთმეულიო, მაგრამ მას დაუჟინებია, გინდა თუ არა, ეს ბინა მომწონსო... როცა იგებენ, ჩემს ბინაში გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს, საქმეს ყველა თავიდან იცილებს. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ჩემთვის წართმეული ბინის გაყიდვას აპირებს. როგორც ჩანს, შეეშინდა, ბინას დავიბრუნებ და ცდილობს, ნაძარცვი ქონება თავიდან მოიშოროს, რომ ფული მაინც შერჩეს. ყველას მოვუწოდებ, გიორგი პაპუაშვილისგან ბინა არ იყიდოს, რადგან ეს ბინა ჩემია და მისი შემძენი კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლება. ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებ სიმართლეს“. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 10 ივნისამდე, საქართველოს ეკონო-მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საკუთრების უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, 60 მოქალაქის განაცხადია რეგისტრირებული, მთავარ პროკურატურაში კი, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას-თან დაკავშირებით, რამდენიმე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სხვათა შორის, 2014 წლის 12 აგ-ვისტოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთავრობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს, თუ რა ბედი ეწევა მოქალაქეებს, რომლებმაც ქონება დაკარგეს: „მინდა, განვუმარტო მოქალაქეებს, რომელთა უფლებები უხეშად, ძალადობით, სასტიკად ირღვეოდა წლე-ბის განმავლობაში, რომ სახელმწიფო, ჩვენ, 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ მათი უფლებების აღ-დგენისთვის. პროკურატურამ, პრაქტიკულად, დაასრულა მათ საქმეებზე მუშაობა - საქმეების შესწავლა ბოლო ეტაპზეა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევატყობინებთ საზოგადოებას, რა ბედი ეწე-ვა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება, ბიზნესი, სიცოცხლე. ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ... ყველა დანაშაულს დაერქმევა თავისი სახელი და ჭეშმარიტება სამუდამოდ დადგინდება!’‘
2014 წლის 3 ივნისს, აღნიშნულ საქმეზე ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა’‘ საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-მჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილობით რამდენიმე კითხვა გაუგზავნა: ,,გქონდათ თუ არა ინფორმაცია როლანდ ბლადაძის შესახებ, კერძოდ, იმ ბრალდებასა და სავარაუდო და-ნაშაულზე, რომელსაც სახელმწიფო ედავებოდა? რა ინფორმაციას ფლობდით იმ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის განკარ-გულებით გადმოგეცათ? როგორია თქვენი პოზიცია მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება რო-ლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დგას თუ არა თქვენს წინაშე სამართლებრივი დილემის საკითხი - რამდენად მართლზომიერია, ფლობდეთ და ცხოვრობდეთ საკუთრებაში, რომლის ყოფილ კეთილსინდისიერ მხარეს გაქარწყლებული აქვს პოლიტიკური ნიშნით წაყენებული ბრალდება? როგორია თქვენი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმეული ქონების მიღებაზე? თუკი თქვენი კოლეგები, მაღალი პროფესიული ბიოგრაფიით გამორჩეული მოსამართლეები უარს ამბობენ ჩა-მორთმეული ქონების ფლობაზე, რამდენად გამართლებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ცხოვრობდეს როლანდ ბლადაძის ყოფილ საკუთრებაში, რო-მელსაც ბრალდება არ დაუმტკიცდა. როგორ ფიქრობთ, როლანდ ბლადაძის მიმართ, აჭარის 2004 წლის რევო-ლუციის შემდგომ, ჰქონდა თუ არა ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. მოხდა თუ არა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა როგორც აჭარის ყოფილი მეთაურის გუნდის წევრის და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შე-დეგად მოსული ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი კადრის? სხვა შემთხვევაში, რით ახსნით, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას?.. არსებული ისტორია, რამდენად კავშირშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობასა და მიუკერძოებლობასთან? რადგანაც თქვენ ბრძანდებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პირი. რამდენად კანონიერი და მართლზომიერი მოქმედება განახორციელეთ, როდესაც თქვენს საკუთრებაში აღმოჩნდა როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხი, რომელიც ბლადაძის საკუთრებაში ირიცხებოდა და სა-ხელმწიფოს მხრიდან მისი ჩამორთმევა არ მომხდარა? სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში ავ-ტოფარეხის ჩამორთმევა ნახსენები არ არის. თქვენ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც კანონი და უფლება-მოსილება მაღალ პასუხისმგებლობასა და სტანდარტს აკისრებს, როგორ აფასებთ 2003-2012 წლებში, ხელი-სუფლების მიერ მოქალაქეებისთვის, საქმიანი სფეროს წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ჯგუფისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს?’‘ არჩილ კაიკაციშვილის თქმით, 2014 წლის 26 ივნისის, ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა’‘ საქართველოს საკონსტი-ტუციო სასამართლოდან წერილი მიიღეს, რომელსაც ხელს სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, ლია ბაგაშვილის აწერს. წერილში აღნიშნულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’‘ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლში 2006 წლის 7 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფად განისაზღვრა ქ. ბათუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს კანონმდებ-ლობის, მათ შორის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიე-ბის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზ-ნით, სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებუ-ლი საცხოვრებელი ფართები ქ. ბათუმში. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ბინები ქ. ბათუმში გადაეცათ მოქმედი კანონ-მდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და დადგენილი წესით, მათ მიიღეს საჯარო რეესტრის მონაცემებში რეგისტრირებული კანონიერი მესაკუთრისგან (სახელმწიფოსგან) უფლებრივად უნაკლო ქონება. ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წერილში დასმული სხვა საკითხების განხილვა არ განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს საკონსტიტუციო სა-სამართლოს კომპეტენციას.“ არჩილ კაიკაციშვილი: ,,ჩვენმა ორგანიზაციამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, და-ადგინა, რომ ბათუმში მდებარე ის უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის #285 განკარგულებით გახდნენ, 2014 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, გასხვისებულია, ბევრი კი იპოთეკითაა დატვირთული. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას დღემდე მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ინარჩუნებს, რომელიც როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს’‘. ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ იმ მოსამართლეების საქმიანობით დაინტე-რესდნენ, რომლებმაც 2004 წელს როლანდ ბლადაძის უძრავი ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მი-იღეს და ამის დასადგენად იუსტიციის საბჭოს მიმართეს, სადაც განუცხადეს, რომ „2014 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, ჯემალ კიკნაძე, დავით ანანიძე, რევაზ ბერიძე და ილია ქამადაძე მოსამართლის უფლე-ბამოსილებას აღარ ახორციელებენ’‘. კაიკაციშვილის ორგანიზაციამ ასევე გაარკვია, რომ სამმა მოსამარ-თლემ - ილია ქამადაძემ, დავით ანანიძემ და ჯემალ კიკნაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატო-ვეს, რევაზ ბერიძე კი, ასაკის გამო გათავისუფლდა. ძალოვან უწყებებში აღარც ის გამომძიებლები მუშაობენ, რომლებიც როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესა და ქონების ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბლადაძის საქმე იმის ნათელი მაგალითია, რომ ნაციონალების მმართველობის დროს, სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა და ყველაფერი ეს სისტემური დანაშაულის ნიშნებს ატარებს.
,,როლანდ ბლადაძის საქმის საფუძვლიანმა შესწავლამ, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამარ-თლის მიმართულებით, სადავოდ მიჩნეულ საკითხებთან დაკავშირებით, მკაფიო გახდა ის გარემო-ებები, რომლის იგნორირებამაც, დაარღვია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური - სამართლი-ანი სასამართლოს უფლება, სახელმწიფო ინსტიტუტებმა კი, მოქალაქის დაცვის და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ნაცვლად, შექმნეს ყველანაირი პირობა, რათა საქმეზე კანონის უზენაესობა პოლიტიკის ავტორთა სუბიექტური გადაწყვეტილებებით შეცვლილიყო’‘, - ნათქვამია ,,ახალგაზრდა ადვოკა-ტების’‘ მიერ მომზადებულ დასკვნაში. ,,ის, რომ ბლადაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საკმარისი მტკიცებულებების გარეშე მისცეს, 2013 წლის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებითაც დადასტურდა. ბლადაძის პასუხისგებაში მიცემა, როგორც ჩანს, იმისთვის სჭირდებოდათ, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანათ და ბლადაძის ქონება დაუსაბუთებლად, უკანონოდ გამოეცხადებინათ, მისთვის ჩამოერთმიათ და სა-ხელმწიფოსთვის გადაცეათ. დიახ, სახელმწიფომ ბლადაძეს ქონება უკანონოდ ჩამოართვა, რადგან ეს ქონება როლანდ ბლადაძემ 2001 წლამდე ანუ თანამდებობაზე დანიშვნამდე შეიძინა’‘, - ამბობს ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი. ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘, როლანდ ბლადაძის მაგალითზე, საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას რამ-დენიმე რეკომენდაციით მიმართავენ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა სადავოდ მიჩნეულ ქონებაზე, რომელთა გარშემოც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მორატორიუმი გამოაცხადოს და ამით უკანონოდ შეძენილი ქონების მფლობელთა მხრიდან ქონების გასხვისების პროცე-სი შეაჩეროს. გარდა ამისა, ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, პოლიტიკური შეფასება მისცეს მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 6 ივნისის #285-ე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აჭარის ყოფილი მთავრობის წევრებისა და ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირებისთვის ჩამორთმეული ქონება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ. ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ქონებაჩამორთმეული მოქალაქეების მიმართ სამართლებრივი მოქმედებები უნდა დააჩქაროს და ქონებაჩამორთმეულებს „რეპრესიების მსხვერპლთა“ სტატუსი მიანიჭოს. ,,საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება და საქართვე-ლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის პრეცედენტული გადაწყვეტილების საფუძველზე, გა-ნახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში ახლადაღმოჩენილი და ახლადგა-მოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოებში საქმის განხილვის დასაშვებობის ხანდაზმულობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტმა უნდა მოახდინოს საქართვე-ლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს სა-კონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის პრეცედენტული გადაწყვეტილებასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რითიც უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას და კანონმდებლო-ბის ჰარმონიზაციას. საქართველოს საერთო სასამართლოებმა კი, უნდა გაითვალისწინონ ქონებაჩამორ-თმეულთა კანონიერი ინტერესები, საქმესთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივი გარემოებები და შეც-ვალონ სტრატეგია - დააკმაყოფილონ დაზარალებულთა სასარჩელო მოთხოვნები ჩამორთმეული უძრავი სა-კუთრების მიმართ ყადაღის გამოყენების თაობაზე,’‘ - აცხადებს ,,ახალგაზრდა ადვოკატების ლიდერი არ-ჩილ კაიკაციშვილი და მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებთან ჯეროვა-ნი კონტაქტი ჰქონდეს. ამასთან, კაიკაციშვილის თქმით, ზემოხსენებული საქმეების გამოძიებაში ისეთი პირები უნდა მონაწი-ლეობდნენ, რომლებსაც სისტემურ დანაშაულთან, თუნდაც გაუთვითცნობიერებული შეხება არ ჰქონიათ. ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ თავად ქონებაჩამორთმეულებს კი მოუწოდებენ, საკუთარი უფლებების დაც-ვის მიზნით, მხოლოდ პროკურატურასთან კი არ ითანამშრომლონ, არამედ გამოძიების დასრულებამდე წართმეული ქონების გასხვისება, გადამალვა, ან გაფლანგვა რომ არ მოხდეს, სასამართლოს მიმართონ და ამ ქონების დაყადაღება მოითხოვონ.