მანანა კობახიძე ხელისუფლებაში ყოფნის ორ წელს აფასებს

მანანა კობახიძე ხელისუფლებაში ყოფნის ორ წელს აფასებს

,,თქვენი გაზეთის მეშვეობით მთავარ პროკურორს მივმართავ - გამოიძიონ, ვინ დაანგრია პარლამენტის შენობა თბილისში, ვინ მოშალა გაყვანილობა, ვინ აყარა პარკეტი!’‘

ხელისუფლებაში ,,ოცნების’‘ მოსვლიდან 2 წელიშესრულდადადღესყველაგანვლილიპერიოდისშეფასებითაადაკავებული: ისიც, ვისაცამცვლილებებისთვისარაფერიგაუკეთებია, ვინცკრიტიკისმორალურიუფლებადაკარგა, ვინცპოლიტიკასმალევეგაერიდადახალხიც, რომელმაცქვეყნისსათავეშიახალიძალამოიყვანა. ,,ვერსიისთვის’‘ კიამორწელს, საპარლამენტოცხოვრებას, სახელისუფლოშტოებსშორისდაპირისპირებასადაქვეყანაშიმიმდინარემნიშვნელოვანმოვლენებსპარტია ,,ოცნების’‘ ერთ-ერთილიდერიდაპარლამენტისვიცე-სპიკერიმანანაკობახიძეაფასებს. 
- ასოცირების ხელშეკრულებისა და გაერო- სამიტის მერე, პრემიერისა და პრეზიდენტის დავას ახლა დავოსის ფორუმის გამო ვისმენთ - არ არსებობს მექანიზმი, რომ თავიდანვე გაირკვეს, ვისი კომპეტენცია სად წასვლაა 
- ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით ვიღაცას კინკლაობა ჰგონია, მაგრამ შეიძლება, ქვეყნის გარეთ უფრო სერიოზულად ჩანს. პრემიერ-მინისტრს არ აქვს სურვილი, ვინმეს ფუნქციებში შეიჭრას ან პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან რაიმე თავისკენ ,,გადაქაჩოს’‘. მას იმხელა ტვირთი აქვს აღებული, თავისიც ჰყოფნის. იგი კონფრონტაციულად არაა განწყობილი. მსურს, იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს პრეზიდენტს, მის გარემოცვასა და ადმინისტრაციას. ეკონომიკური ბლოკი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პრემიერის ტვირთია. ეს პასუხისმგებლობა, კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს, რაც მას უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს, ამიტომ გუნდს მხარი უნდა დაუჭიროს. ფაქტია, ბატონი გიორგი სწორედ ამ გუნდით გახდა პრეზიდენტი, დამოუკიდებელი კანდიდატი არ ყოფილა, მის უკან ივანიშვილის მიერ შექმნილი სერიოზული ძალა იდგა.  

- ეს გუნდიც ივანიშვილის ზურგით მოვიდა პარლამენტში, ასე რომ, მისი და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ამ კუთხით, იდენტურია.     
- ასეა, მაგრამ გიორგის კანდიდატურა სწორედ იმიტომ მოგვწონდა, რომ   კონკრეტული პარტიის წევრი არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, გუნდურობის პრინციპი დაიკარგოს. პრემიერსა და მთავრობასთან შეთანხმების გარეშე რაიმე ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება. არ შეიძლება, მთავრობის იგნორირება და დამოუკიდებელი ნაბიჯების ისე გადადგმა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გასატანი საკითხები პირდაპირ მთავრობის მეთაურის კომპეტენციაა. ხელოვნური ბარიერები და საჯარო დისკუსიები ამ თემაზე არასწორია. საქმის კეთებაში ხელი არ უნდა შეგვეშალოს!  

- გედევან ფოფხაძემ ,,ვერსიასთან’‘ ინტერვიუში განაცხადა, შეცდომა დავუშვით, როცა პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი ავირჩიეთო. თქვენც ასე ფიქრობთ? 
- გედიც სწორედ ამ გადმოსახედიდან საუბრობს, თუმცა არა მგონია, ამ თემის დრამატიზება ღირდეს. უკეთესია, იმაზე ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწრაფად და საბოლოოდ დავასრულოთ ამ საკითხების გარჩევა და დროის კარგვა. თუ პრეზიდენტს მართლაც კონკურენტული განწყობა ჰქონდა მთავრობასთან, მცდარი პოზიციაა. ჯობდა, თავიდანვე ეთქვა. 
 
- თუ ასეა, ბიძინა ივანიშვილმაც თავიდანვე იცოდა ეს და აქამდე ეთქვა 
- დეპუტატები ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე, როცა ამ საკითხებზე კომენტარებს ვაკეთებთ. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი პარტიის თავმჯდომარეა, მე კი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. გასაკვირი ის იქნებოდა, მე და ჩემს თანაგუნდელებს სხვანაირი პოზიცია გვქონოდა. თანაც, ეს პირადი სიმპათიიდან კი არა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარეობს.  
- ურთიერთობას კიდევ ერთი საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება ძაბავს. პრეზიდენტს ორი კანდიდატურა უკვე ჩაუგდეთ, მან კი იგივე ხალხი მეორედ წარადგინა. კონსტიტუციაში ვადა გაწერილი არაა. თუ დათმობას არც ერთი აპირებთ, უზენაესი სასამართლოს გარეშე როდემდე ვიქნებით? 
- კანონით, თუ პარლამენტი ამ კანდიდატურებს მეორედაც ჩააგდებს, პრეზიდენტმა სხვები უნდა წარადგინოს, მაგრამ შესაძლოა, იგივე განმეორდეს. ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება იმასაც ითვალისწინებს, მსგავსი მნიშვნელობის საკითხებზე წინასწარი კონსულტაციები თუ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდეს, გადაწყვეტილების მიღებამდე.   
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანდიდატურები უნდა შეგითანხმოთ? 
- აზრთა შეჯერება და საკუთარ გუნდთან წინასწარი კონსულტაცია სავსებით მისაღებია. ახლა შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, მეტი რა კომუნიკაცია უნდა მქონოდა, უმრავლესობას კანდიდატურები გავუგზავნე და დიალოგი რა საჭიროაო. არადა, ეს ჯანსაღი პროცესია და არა ჩრდილოვანი პოლიტიკა ან კანონდარღვევა.  მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის გუნდში ვარ, პრეზიდენტსაც  ვგულშემატკივრობ და არ მინდა, ეს ყველაფერი ისე გაიგონ, თითქოს ვინმე სასამართლოში პოლიტიკურ გავლენას ამყარებს. ამ ვითარებიდან თუ არ გამოვედით, სულ იქნება უკანონო განაჩენები და პატიმრები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიუკერძოებელი, გამოცდილი და სუფთა წარსულის პროფესიონალები უნდა იყვნენ.    

- პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ? 
- კანდიდატურების წარდგენა პრეზიდენტის უფლებაა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი უმრავლესობას აქვს, ამიტომ წინასწარი კონსულტაცია უკეთესი იქნებოდა. ასეთი რამ კი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი, ამიტომ შესაძლოა, უმრავლესობას ამ კანდიდატებზე საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა და აზრიც ამიტომ გაიყო. ან პროცესს ახლა თავიდან გავივლით და თუ ვინმეს კითხვის დასმა სურს, დასვამს. ღილაკზე თითის დამჭერები ვერ ვიქნებით! ჯერჯერობით, უმრავლესობას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. დარწმუნებული ვარ, ღირსეულ კანდიდატებს დავამტკიცებთ.  

- პარლამენტის თემა გავაგრძელოთ, რადგან არაერთი ექსპერტი თბილისში თქვენს მუშაობას უკანონოდ მიიჩნევს, არგუმენტითუზენაესმა სასამართლომ, რომლის ადგილი, კონსტიტუციით, ბათუმშია, პროცესები თბილისში რომ ატაროს და ბათუმში მხოლოდ ვერდიქტების გამოსატანად ჩავიდეს, სწორი იქნება?      
- საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა შენობა კიდევ აქვს? არა! თბილისში ეს შენობა პარლამენტის ბალანსზე ირიცხება. თუკი კომიტეტის სხდომებისთვის სხვადასხვა სასტუმროს ვქირაობდით, რატომ არ შეგვიძლია, პარლამენტის კუთვნილი შენობა გამოვიყენოთ? მეტიც, ქუთაისის პარლამენტი საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული და არავის ბალანსზე არ ირიცხება. დიახ, პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში, მაგრამ ორი დღის წინ კომიტეტს გასვლითი სხდომა ყაზბეგში ჰქონდა. არც ისაა გამორიცხული, კონკრეტული მიზეზების გამო, კომიტეტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩავატაროთ. კანონი არც გასვლითი სხდომების რაოდენობას მიდგენს ან მიკრძალავს.    

- მაშინ ირღვევა სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვით, სადაც არის ადმინისტრაცია, იქ არის შენობის იურიდიული მისამართიც. პარლამენტის ადმინისტრაცია თბილისში გადმოვიდა, არადა, იურიდიული მისამართი ქუთაისია. არც აქაა დარღვევა? 
- არა, კანცელარია ჩვეულებრივად მუშაობს. პარლამენტის აპარატი აქაც არის და ქუთაისშიც. არც ხარჯები გაზრდილა - ბიუჯეტით, რა დაფინანსებაც ჰქონდა, იგივე აქვს. თუ ასეა, ქუთაისის შენობაში ისე შევედით, მისი მიღება-ჩაბარების აქტიც არ არსებობდა. მისი გუმბათი თავზე რომ დაგვმხობოდა, პასუხს ვინ აგებდა? შენობის ნაწილი დღესაც მოსაპირკეთებელია, ისიც საკითხავია, როგორ მოიძიეს ფინანსები მის ასაშენებელად. ეს დოკუმენტები პროკურატურაშია და იმედია რაღაც დასკვამდე მივლენ. ამ შენობას კი, თბილისში, წინა ხელისუფლება ,,ელიავადან’‘ მოყვანილ მუშებს ანგრევინებდა. თბილისის პარლამენტი სახლში არც უსუფაშვილს მიაქვს, არც კობახიძეს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მოვიდა, ვიღაცამ კარი ჩამოხსნა და სახლში წაიღო, ვიღაცამ - უნიტაზიო.  

- ვინ?      
- არ ვიცი, მაგრამ ასე გაჟღერდა კულუარებში. როცა რაღაცას ანგრევ და ანადგურებ, ამ ქაოსით ვიღაც აუცილებლად ისარგებლებს. მთელი ეს პასუხისმგებლობა კი პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ეკისრება. დიახ, ეს მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაა. იგი პასუხს ამ შენობის მატერიალურ მდგომარეობასა და მის განადგურებაზეც აგებს. 
 
- თუ ასეა, დავით ბაქრაძეს ქონებაზე რომ ედავებიან, თუ რამე ხელმოსაჭდი არსებობს, ამ თემაზე დაეკითხათ, მით უმეტეს, კონტროლის პალატის დასკვნა, მთელ რიგ დარღვევებზე, უკვე დადებულია? 
- პროკურატურას ეს მასალები უკვე აქვს. ახლა მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მთავარ პროკურორს მივმართო - კარგად შეისწავლონ და გამოიძიონ, ვინ დაანგრია პარლამენტის შენობა თბილისში, ვინ მოშალა გაყვანილობები, ვინ აყარა პარკეტი! პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებაზე პასუხი უნდა აგოს!  

- ორწლიანი მმართველობით კმაყოფილი ხართ და თავად თუ აგებთ პასუხს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?   
- სახელმწიფო სისტემა დანაშაულზე იდგა და ფაქტია, დღეს ასე აღარ არის.  დიდი მიღწევაა თუნდაც ჯანდაცვის სფეროში გატარებული ცვლილებები და უსამართლობაა, როცა ჩვენს სოციალურ პოლიტიკას ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს. ყველა არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდა. არადა, ის დროც გვახსოვს, როგორ იგებდა პარტია არჩევნებს შევარდნაძის დროს ერთი ტომარა ფქვილით, სააკაშვილის დროს - სპეცრაზმით. როგორც იქნა, იქამდე მივედით, მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ... თუმცა ქვეყანა ისევ უმწვავესი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას: დასაქმების პრობლემა, ინვესტიციების მოზიდვა, სტიქიური უბედურებები, რაც ყოველდღე მილიონობით ლარით გვაზარალებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა სიდუხჭირეა, როცა 5 შვილის მამა მოდის და გეუბნება, დამეხმარეთ, თორემ ბენზინს გადავისხამო. ამ კაცს სოციალურ დახმარებას უნიშნავ, რომელსაც ვერ იღებს, რადგან ბანკში ყველა ანგარიში დაყადაღებული აქვს. ესაა ჩემთვის უმთავრესი პრობლემა და არა ის, ვინ რომელ ვიზიტზე წავა!    
  
- თავად კოალიციის გუნდშიც დიდი ხანია რყევებია: ჯერ კობა დავითაშვილი წავიდა, მერე გიორგი გაჩეჩილაძე, ახლა მურმან დუმბაძე, რომელიც არც ვიცე-სპიკერობიდან გადაგიყენებიათ. როგორც ბევრი ვარაუდობს, კოალიცია იშლება 
- მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია.  მის ადგილას, ვიცე-სპიკერობიდან თავად გადავდგებოდი. ეს უფრო სწორი, ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა, მაგრამ ჩანს, პოზიციის დათმობა არ სურს. არა მგონია ნაციონალებს შეეკრას, თუმცა რომელ პარტიაში იქნება, ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება გუნდში მიმდინარე პროცესებს, ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 2016 წლის არჩევნებზე კოალიცია ისევ ერთად იბრძოლებს. დაშლის წინაპირობა არ არსებობს და რამდენიმე წევრის გათიშვა კოალიციას საფრთხეს არ უქმნის. თანაც, სახალხო პარტია და ,,მწვანეები’‘ კოალიციაში არ ყოფილან. გუნდი ერთიანია და თუ საკუთარ თავს არ დავუშავეთ რამე, არა მგონია, ოპოზიციამ გვაჯობოს.