რა კავშირშია კახი კალაძე “კავკასუს ონლაინის” მფლობელებთან

რა კავშირშია კახი კალაძე “კავკასუს ონლაინის” მფლობელებთან

“კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანიას ვიცე–პრემიერი კახი კალაძე ცრუ–მაგიერი პირების საშუალებით დაეპატრონა.

"კავკასუს ონალინი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირების - ხვიჩა მაქაცარიასა და ლევან ყარამანაშვილის ხელში აღმოჩნდა. მათ ახალი ხელისუფლების პირობებში ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მფარველობს.”

მამია სანადირაძის ინფორმაციით, "კავკასუს ონლაინის"  წილის დასაბრუნებლად დავა ინგლისის სასამართლოში მიდის:

"დავა კავკასუს ონლაინის წილის დასაბრუნებლად ინლისის სასამართლოში მიდის.  საქმე იამშია რომ ამასაობაში წილები გასხვისდა და დაბრუნების პროცესი დროში გაიწელება”.

 მამია სანადირაძე აცხადებს, რომ  მას 2010 წლის 24 მარტს “კავკასუს ონლაინის” 50%-ი დაათმობინეს, შემდეგ კი დარჩენილი 30%-იანი წილიც იძულების წესით ჩამოართვეს.  

საჯრო რეესტრის მონაცებით “კავკასუს ონლაინს” ამ დროისათვის ოფშორში რეგისტრირებული სამი კომპანია ფლობს: International Online Networks

LLC, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) 36.20000000%; გროუს მასთერ ჰოლდინგზ, , ჯერსი, ჩენელის კუნძულები, 44.00000000%; ნელგადო ლიმითედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), 19.80000000%

"კავკასუს ონლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ხვიჩა მაქაცარია. დირეტორი ნიკოლოზ ჭიაურელი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კიდევ ოთხი წევრია: თეიმურაზ არონია, რევაზ ელიავა, სტეფან პოლ პინტერი და თეიმუღაზ ნარაკიძე.  

“კავკასუს ონლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხვიჩა მაქაცარიას გვარი კომპანია “ჯი ემ სი ჯგუფში” ფიგურირებს, რომელმაც კახი კალაძის კუთვნილი  “საქჰიდრომშენი” 2012 წლის ნოემბერში იყიდა.

“ჯი ემ სი ჯგუფში”  ხვიჩა მაქაცარია, 20.%–ს ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, 2003 წელს წელს რეგისტრირებული ჯი-ემ-სი ჯგუფის  დამფუძნებლები არიან: თეიმურაზ არონია, ხვიჩა მაქაცარია, რევაზ შარანგია, რევაზ ელიავა, ნოდარ გიგინეიშვილი და გიორგი ბაჯაქსუზიანი.

2013 წლის ნოემბერამდე “კავკასუს ონლაინის” 100%  უცხოური საწარმო შპს "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს", ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) ფლობდა, რომლის წარმომადგენელი საქართველოში რევაზ შარანგიას ცოლისძმა, ლევან ყარამანიშვილია.ახლა ეს კომპანია "კავკასუს ონლაინში"  36.2% ფლობს. 

შარანგიების სახელს უკავშირდება თბილისის ტრანსპორტის გახმაურებული ტენდერები, მათი გვარი ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროეტშიც ფიგურირებდა. 

შარანგია-ყარამანიშვილების კომპანიები რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წილებსაც ფლობენ. მათ წილები აქვთ "სახალხო აფთიაქში", კომპანია "ბილაინისა"(შპს მობიტელი) და "თბილისი ცენტრალში". ისინი კომპანია „ბილაინის“ მფლობელი ოფშორული კომპანიების - Watertrail Industries, Delgado Resources და Investico Alliance-ის წარმომადგენლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტიანი წილი, რომელიც მან 5 დღით ადრე იყიდა, ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა იყიდა „ჯორჯიან მედია კომპანიის“ კუთვნილი 50 %-იანი წილი ტელეკომპანია „მზეში“. საინტერესეოა ის ფაქტიც, რომ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 90%-იანი წილი, მიმდინარე წლის 21 თებერვალსაც გაფორმებული იყო ლევან ყარამანიშვილზე.

საქართველოს ვიცე–პრემიერის კახი კალაძის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მამია სანადირაძის ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია, ამიტომ ამ საკითხზე, სხვა კომენტარი არ გაკეთდება.