სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი საქართველოში დაბრუნდა (ვიდეო)

სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი საქართველოში დაბრუნდა (ვიდეო)

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მესამე  ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.

148 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და  ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში რამდენიმე კვირაში იქნება.