რევოლუციით შობილნი

რევოლუციით შობილნი

კატასტროფის პირას მყოფი უკრაინის პრემიერი ნიუ იორკში 5000-დოლარიან ნომერში ცხოვრობდა

უკრაინა კატასტროფის ზღვარზეა: ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ეკონომიკა სულს ღაფავს, ზამთარი კარსაა მომდგარი და არავინ იცის, ექნებათ თუ არა ბუნებრივი აირი გასათბობად. ამ ფონზე შოკისმომგვრელია რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული პირველი პირები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხელგაშლილად ცხოვრობენ და ნიუ იორკის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს ნომერში 5 ათას დოლარს იხდიან.

“უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის უკრაინიდან ეკონომკლასით გაფრინდა, ნიუ იორკში სახელგანთქმული სასტუმრო “პლაზას” საპრეზიდენტო ლუქს ნომერში გაჩერდა, სადაც ერთი ღამის გათევა 5 ათასი დოლარი ღირს”, _ წერს მედიაკომპანია Bloomberg-ის უკრაინელი კორესპონდენტი გალინა პავლოვა. ჟურნალისტის აზრით, უკრაინის პრემიერს სურს, მომჭირნე პოლიტიკოსად წარმოჩნდეს, სინამდვილეში კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნებაში ბანაობს.

რატომ მიფრინავ ეკონომკლასითშემდეგ კი ჩერდები ნიუ იორკის ყველაზეძვირად ღირებულ სასტუმრო “პლაზაში”, სადაც უბრალო ნომერში ღამის გათევა1035 დოლარი ღირსხოლო საპრეზიდენტოში _ გაცილებით ძვირიეს ხომუნდობლობას იწვევს იმის მიმართრასაც ის ლაპარაკობს?!”  _ წერს აღშფოთებული ჟურნალისტი.

პლაზაში” იაცენიუკის ერთი ღამით სტუმრობა უკრაინელ გადასახადებისგადამხდელებს 5 ათასი დოლარი დაუჯდათსაუზმეზე მირთმეულიერბოკვერცხი კი _ 50 დოლარი.

უკრაინის პრემიერის პრესმდივნის _ ოლგა ლაპის განცხადებითლუქსნომერითავდაპირველად პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთვის იყო შეკვეთილიყველაზეძვირად ღირებულ სასტუმროში ცხოვრება კი ოფიციალურ კიევს ამერიკულმამხარემ უსაფრთხოების მიზნით აიძულა.

აღსანიშნავიარომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების გამოთვლით,დღეისათვის უკრაინის სახელმწიფო ვალმა 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ინფორმაციამ, რომელიც მედიაკომპანია Bლოომბერგ-ის ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა, უკრაინელები შოკში ჩააგდო, მაგრამ ჩვენ, ქართველები, ხომ ასეთ ამბავს მიჩვეულნი ვიყავით მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრებისგან?!

გავიხსენოთმიხეილ სააკაშვილმაც მეტროპოლიტენითა და ეკონომკლასით მგზავრობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პერსონალური თვითმფრინავი “გოლფსტრიმ 5” შეიძინა; 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორიოდ თვეში(!) ელიტური მასაჟისტი დოქტორი დოტი (დოროთი შტეინი) ჩამოიყვანა და უამრავი ფული გადაუხადა; შემდეგ ჟურნალ GQ-ის რუს ჟურნალისტებს _ ქსენია სობჩაკსა და ქსენია სოკოლოვას _ “თბილისი მარიოტის” საპრეზიდენტო ნომერში უმასპინძლა, შემდეგ კი სოკოლოვა 2765-დოლარიანი სამკაულით დაასაჩუქრა (რომელიც სოკოლოვამ მოგვიანებით აუქციონზე გაყიდა). გავიხსენოთ იტალიისა და ტაილანდის ფეშენებელურ კურორტებზე სააკაშვილის მოგზაურობა წონის დასაკლებად და საყიდლებზე სასიარულოდ, ანუ “საშოფინგოდ” (“შოფინგი”_ ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ დღევანდელ “ელიტარებს”); ან ის რად ღირს, მიუზიკლი “ქეთო და კოტე” ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარით რომ დააფინანსა, იტალიელი მომღერლის ანდრია ბოჩელის კონცერტი ბათუმში _ 2,4 მილიონი ლარით!

მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრებას 8,8 მილიონი (ამ თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს მას პროკურატურა) მოახმარა. არადა, იმ პერიოდში (ისე, ახლაც ბევრი არაფერი შეცვლილა) საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა.

გავიხსენოთ გიგი უგულავასა და მისი მეგობრების _ გია ბარამიძის, გიგი წერეთლის, ერეკლე კოდუას, ბათუ ქუთელიას, კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილის, “რუსთავი 2”-ის წამყვან გვანცა დარასელიას და სხვების ჩასვლა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც თბილისის იმჟამინდელი მერის მეუღლე მშობიარობდა (სხვათა შორის, გიგის მეუღლის ვენაში მშობიარობა 12 ათასი ევრო დაჯდა და საკითხავია, ვის ხარჯზე იმყოფებოდა თბილისის იმჟამინდელი მერი მეგობრებთან ერთად ვენაში), სასტუმრო შაცჰერ-ში, სადაც გიგი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, ერთი ღამის გათევა 1,180 ევრო ღირს, მანქანების ესკორტით მომსახურება _ 850 ევრო.

გავიხსენოთ პორტუგალიურ პრესაში გამოქვეყნებული სკანდალური მასალასათაურით “ქართულმა დელეგაციამ ნატოსთან “მიწებება” მეძავთა კამპანიაშიაღნიშნა”, რომელშიც მოთხრობილი იყო ქართველი მაღალჩინოსნების მიერმოწყობილ ღრეობასა და ნომრებში ათეულობით მეძავის მიპატიჟებაზე.

აი, ასე იცის ძალადობით მოპოვებულმა ძალაუფლებამ!

მაგრამ გასაკვირია ერთი რამ: სად და როგორ პოულობენ (ან რას ასწავლიან?!) “ამერიკელი მამები” ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსაყვანადსულიერად ერთმანეთის მსგავსფსიქიკაშერყეულ ადამიანებსრომლებსაცხალხზე მზრუნველის ნიღაბი აქვთ აფარებულისინამდვილეში კი თავიანთიკეთილდდღეობის მეტი არაფერი ადარდებთ?!

თუმცა ნათქვამიაროგორიც ალხანაისეთი ჩალხანაო!

ანუროგორიც არის მასწავლებელიისეთია მოსწავლე!