12 სექტემბერს საკრებულოს ეგიდით გაიმართება ღონისძიება „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია...“

12 სექტემბერს საკრებულოს ეგიდით გაიმართება ღონისძიება „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია...“

დღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი პროექტი „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია...“. მისი მიზანია ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფა.

პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, რომლის საქმიანობის სფერო საქართველოს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაა.

ეს არის სახალხო მსვლელობა, რომელიც მოეწყობა 12 სექტემბერს - ილიას მკვლელობის დღეს და მოიცავს შემდეგ პროცესს:

მსვლელობა იწყება საგურამოდან და სრულდება მთაწმინდის პანთეონში. პირველი მხატვრულ-პოეტური კომპოზიცია გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს წიწამურში, ილიას მემორიალთან; ასევე თბილისის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართება თეატრალური პერფომანსი. ამის შემდეგ მსვლელობა მიემართება სიონის ეკლესიასთან. სიონის ეკლესიაში აღევლინება ილიას სულის მოსახსენიებელი სარიტუალო პარაკლისი.

მსვლელობა დასრულდება მთაწმინდის პანთეონში ილიას საფლავთან სადაც მოეწყობა მხატრულ-თეატრალური და ვოკალური კომპოზიციები.

მსვლელობას ფონად გაყვება ილიას ნაწარმოებთა ჩანაწერები და მათი მოსმენა ნებისმიერ გამვლელს შეეძლება.