შს-ს თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შს-ს თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის ხელმძღვანელობით, თურქეთის ეროვნული პოლიციის ექსპერტთა ჯგუფის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანია ერთობლივი ძალისხმევით ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

შეხვედრა გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე თურქეთის ეროვნული პოლიციის ექსპერტთა ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობას, მისი გამოყენების სპეციფიკას და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას გაეცნო.

მხარეებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი ღონისძიებების შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია და ვალეს სასაზღვრო გამტარი პუნქტი მოინახულა.