დღეს, მარნეულის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედრო მფირნავების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა ავიაშოუში მონაწილე სამხედრო მფირნავებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა. მფრინავებმა, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ნიშნად, აშშ-ის საელჩოსგან საჩუქრად სამკერდე ნიშნები და ამერიკის ისტორიის შესახებ წიგნებიც მიიღეს.
ღონისძიება ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ალექსანდრე ქართველიშვილის საზოგადოების წევრები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.