ჭიკაიძე სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ამხელს

ჭიკაიძე სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ამხელს

შს მინისტრის რიგით მეორე ინტერვიუ და ისევ სკანდალური. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს მისცა.

მინისტრის განცხადებით, უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი, ჭიკაიძე დეტალებს არ აკონკრეტებს.

„მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმანან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ალექსანდრე ჭიკაიძე. 

მინისტრს მაგალითიც მოჰყავს და აცხადებს, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწარაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი.

„ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის. საკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში. ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. პირადად ვაცხადებ, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად.

დღეს, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანზიაცებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმდებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კნონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება“, - აცხადებს შს მინისტრი. 
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ქმნიდა. „ეს მას ბუნებაში აქვს გამჯდარი - დესტაბილიზატორები არიან განცხადებებით, ქმედებებით და ყველაფრით. რაც შეეხება ჭიკაიძეს, ის მსგავს განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

საბურავების სკანდალის შემდეგ, შს მინისტრმა სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადების გეგმა დაანონსა. ექსპეტრების განცხადებით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება, ასევე მოითხოვენ, გამოძიებული იქნას რამდენიმე თვის წინ ბაქოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დაკავებული იქნენ მილონ ნახევარი დოლარის საქართველოში არალეგალურად შემოტანის მცდელობისას.

იურისტი ლევან ალაფიშვილი დაუყონებლივ მოითხოვს უშიშრობეის საბჭოს შეკრებას და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვას. მისივე განცხადებით, საკამარისი ინფორმაცია გააჟღერა შს მინსიტრმა, მაგრამ ამავე დროს, ხელისუფლება ვალდებულია საჯარო გახადოს ინფორმაცია, სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მზადებასთან დაკავშირებით ისე, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფოს და გამოძიების ინტერესები. მისივე განცხადებით, ქმედითი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული არა მხოლოდ დანაშაულის აღსაკვეთად, არამედ დამნაშავეთა დასაკავებლად, რადგან იურისტის განმარტებით, სახელმწიფო გადატრიალება ეს არის მძიმე დანაშაული.

„ძალიან შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, რომელიც პირველმა პოლიცელმა გააკეთა. თუ ამას დავუმატებთ აჭარაში მიმდინარე პროცესს, სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ყველაფერზე. მოთხოვნა მაქვს რამდენიმე უწყების მიმართ - თავი დაანებონ პირველმა, მეორე და მესამე პირებმა ერთმანეთთან საქმის გარჩევას და დაუყოვნებლივ მოიწვიონ უშიშროების საბჭო და მიიღონ გადაწყვეტილებები - საუბარია სახლემწიფო გადატრიალებაზე.

ავიღოთ აჭარაში მიმდინარე მოვლენები, თუ ეს პროცესი ბოლომდე განვითარდა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, რომელიც პოლიტიკურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. მერე უკვე, უელსის სამიტის შედეგები საოცნებო ექნებათ ჩვენს შვილთაშვილებს. მოვითხოვ, სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ შეიკრიბოს უშიშროების საბჭო და დაგეგმონ კონკრეტული ღონისძიებები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ანზორ მაისურაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პროცესები, რომელიც ბოლო ორი კვირაა ვითარდება, იკითხება, რომ ეს არის მართული პროცესები. მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ ასეთ დავალებას ყოფილი პრეზიდენტი იძლევა, ეს უკვე უმძიმესი დანაშაუალია.

„როდესაც შს მინისტრი ხმამაღლა აცხადებს, რომ მას აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, ეს უკვე ადასტურებს, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად აქვს ადგილი. სახელმწიფომ შესაბამისად უნდა იმოქმედოს. რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი იქნება თუ ვინ, ეს არის ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული. ვინც მსგავსი შინაარსის დავალებას იძლევა, ის არის ქვეყნის მტერი, ქვეყნის მტრის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძარას“, - აცხადებს ანზორ მაისურაძე.

ა-ო „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის თავმჯდომარე“ ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ნაციონალები რევანშისთვის ემზადებიან, მაგრამ მთავარია, ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა უწყებამ დრულად მოახდინონ პრევენცია. მისივე თქმით, თუ ირღვევა კანონი, უნდა მოხდეს მისი დოკუმენტირება და მოსახლეობისთვის ჩვენება.

„თუ ოპერატიული ინფორმაცია გამოვიდა იმის შესახებ, რომ იგეგმება გარკვეული არეულობა, აუცილებელია ეს დასაბუთდეს. არ უნდა ჩავვარდეთ ისევ სასაცილო მდგომარეობაში, გაგახსენებთ საბურავებთან დაკავშირებულ განცხადებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან ძლიერი მობილური სპეცსამსახური, სადაც ეს ყველაფერი - პროვოკაცია, შანტაჟი და ა.შ. იგეგმება. აქვთ ძალიან ბევრი მოსასმენი აპარატურა, რომელიც არც იყო ოფიციალურ დოკუმენტაციაში გატარებული, მათ ხელშია და ძალიან წარმატებით იყენებენ ამას მოსმენებისთვის და შანტაჟისთვის.

სამწუხარდ, ძალიან ბევრია როგორც სპეცსამსახურებში, ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში სპეციალური დავალებებით შეგზავნილი იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი, რომლებიც ინფორმაციის გამოტანის გარდა, შესაძლებელია სხვა ოპერაციებსაც გეგმავდნენ. ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ ამ ვარაუდს აქვს გარკვეული საფუძველი. ძალიან ბევრი წინმსწრები ინფორმაცია როგორც შსს-დან, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ნაციონალებმა მანამდე გამოიტანეს, სანამ ეს ოფიციალურად იყო გაჟღერებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესო ალადაშვილმა.

ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დარწუნებულია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სააკაშვილის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის და ხელისუფლებისთვის, რომელიც წინმსწრებად რეაგირების ნაცვლად, როგორც მეხანძრე უკან მისდევს.

„თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და არის საკმარისი მტკიცებულება, აღძრული უნდა იქნას საქმე, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არსად იმდენი მხარდამჭერი აღარ დარჩა, რამდენიც შსს-ში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. განსაკუთრებით კი, საშუალო, საშუალოზე მაღალ და რიგით ფენებში. ხელისუფლება კი, მაქსიმალურად ცდილობს ამ ხალხის შენარჩუნებას, რომელთა მხრიდან ჟონავს ინფორმაციები. ყველაზე მეტი მხარდამჭერი შეინარჩუნეს სწორედ ამ სტუქტურებში. დაინტერესდნენ არჩევნების შედეგებით იმ უბნებში, სადაც პოლიციელებმა მისცეს ხმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა ნარჩემაშვილი და აქვე დასძენს, რომ ვითარებიდან გამოსავალი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ.