აქცია – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

აქცია – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რიგით მესაზღვრეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აქციაში – ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღო.

სასაზღვრო პოლიცია აღნიშნულ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. მესაზღვრეები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.