შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1946 წელს დაბადებული იოსებ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონში დააკავეს.
სამართადამცვალებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნაგანის ტიპის რევოლვერი ორი ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული იარაღი და ვაზნები სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).