უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე აშშ ცდილობს დაარწმუნოს საქართველო თავის მხარდაჭერაში

უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე აშშ ცდილობს დაარწმუნოს საქართველო თავის მხარდაჭერაში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს როიტერი ეხმაურება და წერს, რომ ჩაკ ჰეიგელმა ნატოს საქართველოს პაკეტს ქვეყნის „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა.

"როიტერი"- აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს სამხედრო სისტემის შემდგომ გაძლიერებას დაჰპირდა. მან ეს განცხადება კვირას გააკეთა, როდესაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, სადაც შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინის კრიზისს.  2008 წელს საქართველო თავად იყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მონაწილე.

ჰეიგელი, ნატოს უელსის სამიტის დასრულებისთანავე საქართველოს დედაქალაქს, თბილისს ესტუმრა. სამიტზე   საქართველოს გაძლიერებული სტატუსი მიენიჭა  და კიდევ უფრო მიუახლოვდა მიზანს გახდეს ალიანსის წევრი (ამას მოსკოვი რასაკვირველია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა).

 „რუსეთს ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში გრძელვადიანი გამოწვევაა აშშ-სთვის და ჩვენ ამ გამოწვევას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით“ - განაცხადა ჰეიგელმა თავდაცვის მინისტრ ალასანიასთან საუბრის შემდეგ.

„პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთთან აშშ-ი და ჩვენი ევროპელი მეგობრები, მათ შორის საქართველოც“

ჰეიგელის კომენტარები უკრაინაში  ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ, სამთავრობო ძალებსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის კვლავ განახლებას  მოჰყვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ისურვებდა წარმატებული ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ დასძინა, რომ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის მწარე გამოცდილება მოვლენების მსგავსად განვითარების დიდ იმედს არ იძლევა.

მან უკრაინის კონფლიქტს საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის გაგრძელება უწოდა, როდესაც რუსეთმა 5 დღიანი ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ სეპარატისტულ რეგიონში. მოსკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვა  საქართველოს სამხედრო ძალების თავდასხმებისგან მაშინ, როცა საქართველო და დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებდნენ სამხედრო აგრესიის განხორციელებაში.

ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის 2008 წლის სამხედრო ინტერვენცია შემდგომში ყირიმში  განვითარებული მოვლენების გენერალური რეპეტიცია იყო, როდესაც მოსკოვმა სამხედრო ძალით მოახდინა ნახევარკუნძულის ანექსირება.

“რა თქმა უნდა მტკივნეულია  ჩვენთვის იმის დანახვა, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო მაშინ შესაბამისად შეეფასებინა რუსეთის აგრესიული ქმედებები და დღეს ჩვენ უკრაინაში ამის საზღაურს ვიხდით“- განაცხადა ალასანიამ.

ჰეიგელმა ნატოს საქართველოს პაკეტს ქვეყნის „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით პაკეტი ითვალისწინებს სამხედრო საწვრთნელო ცენტრის შექმნას, ასევე მეტი გაერთიანებული სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და გაძლიერებულ საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებას.

აშშ-მ და საქართველომ ასევე ამერიკული ვერტმფრენების ქართული მხარისთვის  მიყიდვის იდეაც განიხილეს და შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ჰეიგელმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებაა მიზანი, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით და ამის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჰეიგელმა მანამ სანამ იგი საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო დანაყოფებს შეხვდებოდა თბილისთან ახლოს არსებულ სამხედრო საწვრთნელ ცენტრში.

ჰეიგელმა აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ ის  პირველი აშშ-ს თავდაცვის მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვია.

საქართველოს შემდეგ ჰეიგელი თურქეთს ეწვევა, სადაც სასაუბრო თემა რუსეთის ქმედებების ნაცვლად, ისლამური სახელმწიფოს მეომრები იქნება, რომელებიც უკვე საკმაოდ დიდ  ტერიტორიებს აკონტროლებენ ერაყსა და სირიაში.

ქართულმა მხარემ, რომელმაც საკუთარი ქვედანაყოფები გაგზავნა ავღანეთში საბრძოლველად, კვირას განაცხადა, რომ ეძებს გზებს დახმარება აღმოუჩინოს აშშ-ს, რომელიც ისლამისტი მეომრების წინააღმდეგ კოალიციას ქმნის.

საქართველოს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. ჩვენ უსაფრთხოების საბჭოში ვაპირებთ განვიხილოთ თუ რა ტიპის დახმარება იქნება საუკეთესო ჩვენი მოკავშირეებისათვის.

www.reuters.com