პარლამენტი პრეზიდენტს უფლებამოსილებას უმცირებს

პარლამენტი პრეზიდენტს უფლებამოსილებას უმცირებს

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველს ვერ ვხედავს, ხოლო პრეზიდენტისთვის თითქმის ყოველთვიურად უფლებამოსიელბის შემცირებას, ახალი კონსტიტუციით ხსნიან. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფება. ოფიციალური ვიზიტით უელსში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. სანამ გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს მართავს, ქვეყანაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზე მუშაობენ. ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ იქნება სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილის უმაღლეს დაწესებულებაში სწავლისა და დაფინანსების პირობების განსაზღვრა. როგორც ცნობილია, ეს საკითხი ამ დრომდე პრეზიდენტის ბრძანებულებებით რეგულირდება.

პარლამენტს უკვე წარედგინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, სტუდენტის პირადობის მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, ხოლო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების გუნდის წევრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის და დაფინანსების საკითხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ყურადღებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონზე და მასში განხორციელებულ ცვლილებებზე ამახვილებს. კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ბრძანებულება გამოეცა საკითხზე, რომელიც საკანონმდებლო აქტით მოწესრიგებული არ იყო.

კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თავის დროზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბრაძანებულები სწორედ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოსცა, მაგრამ ახლა პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კანონმდებლობით მოუწესრიგებელი საკითხების საკუთარი ბრძანებულებით დარეგულირების უფლებამოსილება. 

პარლამეტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს უმრვალესობა. იურისტი, ექსპეტრი ლევან ალაფიშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ბრძანებულება, რომელზეც ახლა საუბარია, იმ პერიოდისაა, ვიდრე ამოქმედდებოდა ახალი კონსტიტუციური მართვის მოდელი და მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო პრეზიდენტი.

„მედიაშიამგვარი თემების გაშლა ხშირად მომდინარეობს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების პროექტების ინიცირებით, რომლიდანაც იკითხებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების სურვილი. მაგრამ ის იყო კანონები - მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი, თავდაცვის შესახებ კანონპროექტი, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები - ევროასოცირება, რომელიც ძველი მოდელით იყო დაწყებული და პრეზიდენტს უნდა მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე. ეს იყო სწორი. აი, ამან განაპირობა თემების გადაჭარბებულად აჟიტირება.

ახალი კონსტიტუციური მოდელით, რეალურად, უფრო სწორია, მთავრობამ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან, კვლავ ვიმეორებ, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა ახლა ამ ყველაფრის მართვა. ამდენად, ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველს ვერ ვხედავ“, - აცხადებს ლევან ალაფიშილი.