საერთაშორისო სწავლება –

საერთაშორისო სწავლება – "უსაფრთხო კავკასია 2014"

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ფართომასშტაბიან საერთაშორისო სწავლებაში „უსაფრთხო კავკასია –2014“, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვისა და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და ასევე საერთაშირისო კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმთან“ (BP) „ხმელეთზე და წყალში ნავთობის დაღვრაზე ერთობლივი რეაგირების“ თაობაზე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.

სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შს სამინისტროსთან ერთად სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,ენერჯი ინვესტი”-ს, კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“, თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, რუსთავის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კატასტროფებზე მორეაგირე ძალების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და გაუმჯობესება. ასევე ჩატარდა კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ და მისი კონტრაქორი კომპანია „ბრიგსის“ სამაშველო ძალების ერთობლივი რეაგირების ოპერაციების ტესტირება. სწავლების ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.