შსს-მ ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის საიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით).