„სააკაშვილმა ჭინჭები მოგვიყარა და ბიუჯეტის ფულით ნაყიდ საათებს არ აბრუნებს?“

„სააკაშვილმა ჭინჭები მოგვიყარა და ბიუჯეტის ფულით ნაყიდ საათებს არ აბრუნებს?“

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს სახელმწიფო სახსრებით ნაყიდი ძვირადღირებული საათები უკან დააბრუნოს. კანონმდებელი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის პროცესი მალე არ დასრულდება, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პოლიტიკურ განცხადებებზე - თუ რას ფიქრობენ მმართველ გუნდში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთშორისო ძებნის დაწყების თაობაზე პროცედურები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ყოფილ პრეზიდენტს თავისუფალად გადაადგილების პრობლემა შეექმნება?

- მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ძებნა წითელი ცირკულარით დაიწყება, სავარაუდოდ, მას პრობლემები შეექმნება. ძებნილი ადამიანისთვის ქალაქიდან-ქალაქში გადასვლა ძნელია, მაგრამ დაველოდოთ იმას, ინტერპოლის მიერ თუ როდის გამოცხადდება ის ოფიციალურად ძებნილად. როგორც პროკურატურა გვეუბნება, მას ბრალი რამდენიმე უმძიმესს დანაშაულში ედება. სააკაშვილი ვალდებულია საქართველოში ჩამობრძანდეს და მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი. რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ეს ადამიანი გამოძიებას ემალება და ჩვენებებს არ იძლევა. რატომღაც მისი გულშემატკივრები ამაზე არ საუბრობენ.

ძნელად წარმომიდგენია, რომ გამოძიებას დამალოდნენ სარკოზი და ბერლუსკონი. როგორც ჩანს, სააკაშვილს გამოძიებასთან თავის სამართლებელი არც არაფერი აქვს. ვალერი გელაშვილის ცემაზე, ან 7 ნოემბრის დარბევაზე, ან საბიუჯეტო ხარჯებზე, რა უნდა თქვას? მართალია, მის ხელში ჯანაშია და სხვები მარიონეტები იყვნენ, მაგრამ ეს მათ პასუხისმგებლობას არ ამცირებს. მათ შეეძლოთ ხმა ამოეღოთ, მაგრამ გახსოვთ, საკუთარ თანაგუნდელებს როგორ უსწორდებოდნენ - ან ოქრუაშვილივით ციხეში მოხვდებოდნენ, ან ქვეყნიდან გააძევებდნენ. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს სასამართლო პროცესზეც იტყვის.

ილუზიებით არ ვიკვებები და გეტყვით, რომ მასზე სისხლის სამართლის დევნა მალე არ დასრულდება და ეს დროში გაიწელება, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

თქვენ არ გამორიცხავთ, რომ სააკაშვილს პრობლემები შეექმნას, მაგრამ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომსაერთაშორისო ძებნის გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება“. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგპოლიტიკურად შეთითხნილისაქმეები აქვთ...

- თუ ბოკერია ფიქრობს, რომ გელაშვილმა ფეხი ქვას წამოკრა, თავი დაარტყა და მას ორივე ყბა ამიტომ მოტყდა, ან თუ ფიქრობს, რომ 7 ნოემბერს, ჯარი ყაზარმებიდან თავისი ნებით გამოვიდა და ასევე ბიუჯეტის ხარჯზე, დუბაიში ნაციონალები საცუარო კოსტიუმების ამარა ვინმეს მოელანდა, მაშინ ბოკერიას შერაცხადობის საკითხი შეიძლება დადგეს. როცა ადამიანი ასე თავხედურად და ურცხვად გეუბნება, რომ თურმე, „პოლიტიკურად შეთითხნილი“ საქმეებია, მას წარსული უნდა გაახსენო. ის, რომ სააკაშვილი ბოტოქსებს, ეპილაციასა და მასაჟებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იკეთებდა და უგულავასთან ერთად ღობე-ყორეს იყო მოდებული, ეს მოგველანდა? როცა საბუღალტრო საბუთები გამოქვეყნდა, ოპონენტები ამბობდნენ, რომ საბუთები ივანიშვილმა გააყალბაო. რა გააყალბა? გულზე მჯიღს რომ იცემს იმ წიკლაურს და პრიმიტიულ-მოლაყბე ხაჩიძეს ჰკითხეთ, სად იყვნენ 2013 წლის 31 დეკემბერს? დუბაიში? და ახალ წელს ვის ხარჯზე შეხვდნენ? შეიხებთან ერთად რაიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა?

ბრალდებებს სააკაშვილიც ირონიით პასუხობს. სარფში თანაგუნდელებთან შეხვედრისას, მან აღნიშნა, რომსაზღვარი კოსტიუმების ყიდვის გამოჩაუკეტეს...

- ცინიზმი მისი აგდებული დამოკიდებულებაა. სამკურნალო ადამიანია და ვაი, უბედურ საქართველოს, რომ მის ხელში ამდენი ხანი ვიცხოვრეთ. ჭინჭები რომ მოგვიყარა, ბიუჯეტის ფულით საათებიც იყიდა და არ აბრუნებს? საათები დააბრუნოს! უყვარს ხომ, ათი ათასს დოლარიანი ბრჭყვიალა საათები? რატომ არ აბრუნებს? ენანება ხომ? ეძვირფასება? ნაძირალა სააკაშვილმა საათები ჩვენს ხარჯზე შეიძინა, რომლებიც ახლა ათიათასობით ლარი ღირს. თბილისში წყალდიდობა რომ იყო და ბავშვები დაიღუპნენ, მეორე დღეს, სააკაშვილი მილანში შოპინგობდა. საქმეები შეთითხნილია ხომ? - წარმოდუგენელ ხარჯებს რა ვუყოთ? გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა ჩვენს ხარჯზე, რატომ უნდა დაისვენონ? სააკაშვილს თაღლით ბაქრაძესთან ერთად ფხუკეთში, რა უნდოდა?

დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ ბანკში არსებული თანხა მის სიმამრს ეკუთვნის, რომელმაც 2002 წელს სახლი გაყიდა...

- ბაქრაძე არის ხაზინის ქურდი. სახლი 2002 წელს გაყიდეს და ფული მუთაქაში შეინახეს? მუთაქის ერთი მხარიდან ფულს ბაქრაძე ტენიდა და მეორედან სიმამრი? ეს მუთაქა ახლა გაახსენდათ, სადაც 800 ათასი დოლარი ჰქონდათ შენახული? ბაქრაძე ზეგალაქტიური მოვლენაა. ბაქრაძეს ეს თანხა დეკლაპარაციაში შესატანად არ ახსენდებოდა? დეკლარაციაში მე რომ ერთი თეთრი არ შემეტანა, ციხეში ხომ დამახჩობდნენ?

ბატონო გიორგი, ყოფილ პრეზიდენტს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებთ, მაგრამ უკან არც ის იხევს. სარფში მყოფმა ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომგული უკვდება“, როდესაც ძალადობას, კრიმინალს და მკვლელობებს ხედავს... მაშინ, როდესაც სააკაშვილზე შიდა ძებნა არის გამოცხადებული, ის ქვეყნის საზღვართან მოდის. გაღიზიანებთ?

- ეს მისი მხრიდან კლასიკური პროვოკაცია იყო. სააკაშვილი, რომელიც კარებიდან გავაგდეთ, ფანჯრიდან გადმოძრომას ლამობს. წრეებს გვირტყამს. მას ვაჟკაცობის ნატამალი რომ ჰქონდეს, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა, მაგრამ სააკაშვილი და ვაჟკაცობა გინახავთ? სარფში დანაფტალინებული პოლიტიკური სახეები გადააბრძანა და გაამხნევა - თქვენთან ვარო. ფაქტია, რომ სააკაშვილს სურს, უკრაინაში არსებული უმძიმესი ვითარება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და წარმოაჩინოს ისე, თუ როგორი სწორუპოვარი ქართველია. ის არის მაწანწალად ქცეული, რომელსაც თავის ქვეყანაში არ დაედგომება. თითქოს, მას ყველგან მიესვლება, მაგრამ პროცესების მიღმაა. საერთაშორისო მასშტაბით სააკაშვილი ნულია. ისტორიიდან სააკაშვილი იცით, ვის მაგონებს? - ივანე რუსს, რომელიც ლოთობის და ყიამყრალობის გამო ქვეყნიდან გააძევეს. მან კი, საქართველოზე ლაშქრობა ორჯერ მოაწყო - სხვათაშორის იქედან, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა.

რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას, ამ კრიტიკას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილი გვაკრიტიკებს. შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ, მაგრამ ზღვარი გაავლეთ შეცდომასა და დანაშაულს შორის. დღე არ გავიდოდა, რომ მათ უმძიმესი დანაშაული არ ჩაედინათ. რომელი ერთი გითხრათ. უსაგნო კრიტიკა გამორჩენისთვის და ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, მიუღებელია. იმისთვის ილაპარაკო, რომ ხალხს თავი შეახსენო რომ არ გარდაიცვალე და მიწა არ მოგაყარეს - სირცხვილია.

თქვენ აპელირებთ, რომნაციონალური მოძრაობაპოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდაპარტიული ლოგიკის მიღმადადექითო...

- მისი გადმოსრილი ქვა, რომ რაღაც ახალი ზეპარტიული მოძრაობები უნდა შეიქმნას, საღ აზრს მოკლებულია. არცერთი საღად მოაზროვნე არ მეგულება, რომელიც სააკაშვილთან ერთად რაიმე ახალ პროექტში ჩაერთვება. ასეთებს კოალიციაშიც ვერ ვხედავ. მას სურს, დაყავი და იბატონე შემქნას. მას სურს, ახალი თარგამაძე-ვეფხვაძე- თორთლაძეები შექმნას და ჭადრაკის დაფაზე გადაანაწილოს. მიშიკო, ეს ამბავი დამთავრდა! ის დრო მორჩა, როცა პოლიტიკურ პროცესებს უხილავი ძაფებით მართავდი. ალღომ გიმტყუნა! აღმოჩნდა, რომ ხარ ბრიყვი, რომელმაც ქართველ კაცს სულში ჩააფურთხა და ახლა ამისთვის უნდა დაისაჯო.

სარფში მისი გამოსვლიდან ყველაზე კომიკური ის იყო, რომ თურმე, პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ინსტიტუტებზე წუხს. თქვა, ესენი გულზე კი არ მეხატებიან, მაგრამ მათ გამო ვწუხო. მას ავიწყდება, რომ იმ საკონსტიტუციო მოდელში ვცხოვრობთ, რომელიც „დიდმა კონსტიტუციონალისტმა“ დემეტრაშვილმა მოამზადა. 113 ხმა გვჭირდება, რომ ის უფლებამოსილებები გაიმიჯნოს, რაც ინსტიტუციებს შორის ბევრ გაუგებრობას იწვევს. ვერ ვიტყვი, რომ ინსტიტუციური კონფლიქტია, მაგრამ კვეთებია პრეზიდენტსა და მთავრობის ფუნქციებს შორის.

ამბობთ, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი არ არის, მაგრამ ამაზე ითქმისფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“, რადგან გაერო-ში ვიზიტით წასვლასა და სიტყვით გამოსვლის თაობაზე, მხარეებს შორის დაპირისპირებაა...

ყველამ თავის თავზე უნდა ისაუბროს. და ბოლოს... სარფში სააკაშვილს ერთ-ერთი მოქალაქე ჩაეხუტა და უთხრა, „ცხოვრება ბიჭიხარო. როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის რეიტინგი კლებულობს, გამორიცხავთ, რომ ნაციონალებმა ხალხის განწყობა შეცვალონ?

- „ცხოვრება ბიჭის“ რეიტინგიც შემცირებულია. ნაციონალების რეიტინგიც იკლევს და 2016 წელს, მათ კიდევ უფრო ცუდი შედეგი ექნებათ. აეროპორტის ტრასაზე - ქაჯეთის ციხეში, რამდენი უნდა დაასაქმონ? - როგორც ჩანს, გადანაწილდებიან ციხის კამერებსა და ოფისში. ეს არის კრიმინალური არსის ძალა, რომელთაც უნდა იქურდონ და ხალხი ხოცონ. სააკაშვილის მთავრობამ ე.წ. კანონიერი ქურდები გაანადგურაო და რად უნდოდა ქურდები, მთავარი ქურდი თვითონ იყო! უფრო სწორად, ის არის არშემდგარი ქურდი. ყველაზე ტრაგიკული პოროვნებაა გალაქტიკაზე. ამბობს, ამერიკაში მეტროთი დავდივარო, მაგრამ ვხედავთ, უძვირეს კონცერტებს როგორ ესწრება და დედამიწას ერთ კვირაში ცხრა წრეს როგორ არტყამს.