ლუის ნავაროს უკანასკნელი საჩუქარი

ლუის ნავაროს უკანასკნელი საჩუქარი

„ქმნიან აზრის, რომ ცალკე ცენტრად შესაძლებელია განიხილოთ თუნდაც ირაკლი ალასანია, რომელმაც შესაძლებელია დატოვოს კოალიცია და 2016 წლისთვის ალასანიას მეთაურობით შესაძლებელია შეიქმნას ახალი ცენტრი. ამავდროულად საუბარია გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის მატებაზე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელზე“, - აცხადება „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორი კახა კახიშვილი.

For.ge კახი კახიშვილს ესაუბრა.

NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე ხელისუფლება კომენტრას არ აკეთებს. მმართველი კოალიცია ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ შემთხვევაში როგორია სამოქალაქო სექტორის პოზოცია, იზიაებთ ამ კვლევის შედეგებს?

კახი კახიშვილი: ამ კვლევებს არ ვენდობი. ლუის ნავარომ ყველაფრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰქონდეს ნდობა მისი კვლევების მიმართ. არაერთხელ მომხდარა, როდესაც მისი კვლევები სცდებოდა რეალობას. ბატონი ლუის ნავარო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად იქცა. ამიტომაც კვლევებზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენ უნდა ვისაუბრებთ იმაზე, როგორი იქცა პოლიტიკური ინსტუმეტად NDI-ისკვლევები „ნაციონალური მოძრაობისა“ და ლუის ნავაროს ხელში. ყველა ის გზავნილი, რომლის დაანონსების სურვილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძაობას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთში, ამას ახერხებდა ბატონი ნავარო კვლევის შედეგებით.

შესაბამისად, მის მიერ დაკვეთილი კვლევების მიმართ ნდობა არ არსებობს, არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, არამედ ვფიქრობ, რომ არც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეკიდებიან ამ კვლევას დიდი ნდობით. ერთად-ერთი ვისაც მოსწონს ნავაროს კვლევები ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ბუნებრივია, რადგან ნავარო წლების განმავლობაში იყო მათი პოლიტიკური პარტნიორი. NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობა დღესაც აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებას. საზოგადოებაში და საერთაშორისო საზოგადოებაში დღესაც აყალიბებს ისეთ აზრს, რომელიც შედის „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესებში. ეს არის არა კვლევის შედეგები, არამედ ლუის ნავაროს ბოლო საჩუქარი „ნაციონალებს“.

როგორ ფიქრობთ, ეს კვლევა ათვლილია პოლიტიკურად აქტიურ ადამიანზე? იმიტომ, რომ აქ სწორედ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებ მოწონების რეიტინგზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი...

- ვერ გამახსენებთ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ლუის ნავარობს კვლევებს ასე გაეშალა რეიტინგები თითოეული მინისტრის და ლამისაა მინისტრის მოადგილეებამდე დავიდნენ. არ მახსოვს, ერთხელ მაინც დაედო კვლევა რომელი მინისტრი უსწრებდა რეიტინგით ქვეყნის პირველ ან მეორე პირს, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის რეიტინგი უტოლდებოდა თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ან მეორე პირს. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა როდესაც დაიდო ოქრუაშვილის რეიტინგი და როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო სახიფათო, ასეთი ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. 9 წლის განამავლობაში სულ სხვა ტიპის კვლევა ტარდებოდა. ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უსწრებდა ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგებს.

ამ კვლევის შედეგებით რისი თქმა სურდა ნავაროს? მიზანი არის მოსახლეობის აზრის ფორმირება პოლიტიკური პროცესებისადმი? მთავარი მესიჯი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს მაღალია, მაგრამ ამავდროულად - კლებადი...

- რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი მესიჯი. ასევე ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი მზარდია, განსხვავებით ხელმძღვანელებისგან. ქმნიან აზრს, რომ ცალკე ცენტრად შესაძლებელია განიხილოთ თუნდაც ირაკლი ალასანია, რომელმაც შესაძლებელია დატოვოს კოალიცია და 2016 წლისთვის ალასანიას მეთაურობით შესაძლებელია შეიქმნას ახალი ცენტრი. ამავდროულად საუბარია გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის მატებაზე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელზე. აქვე მარტივად აცხადებენ, რომ „ოპოზიციას არარ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებასთან“ პაექრობის იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ავტორიტეტულია ქვეყანაში, მაგრამ მისი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა.

„ასე რომ, ნუ გეშინიათ და მზარდი რეიტინგის მქონე ცენტრებისკე აიღეთ გეზი“ - ეს არის ამ კვლევის მესიჯი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კვლევა დღევანდელი დღისთვის არ არის გამოქვეყნებული. კვლევა დღეს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის შე მდგომი ფორმირებისთვის. შემოდგომიდან დაიწყება მზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. აშკარაა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ განხილვას, ვისთან და ვის გარშემო შეიძლება გაერთიანება. ამ კვლევებით კი, მარგველაშვილის და ალასანიას სახით გამოიკვეთა რამოდენიმე ახალი დამოუკიდებელი ცენტრი.

ამავდროულად აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგი არის კლებადი, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის. შესაბამისად, შესაძლებელია ვიხილოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება და ამისთვის კი, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, უნდა აირჩიონ მომავალი, ახალგაზრდა, პრესპექტიული, პროდასავლური პოლიტიკური ცენტრები. ამას დაუმატეს ის, რომ არსებობს ამომრჩველთა 30-პროცენტიანი რაოდენობა, რომელსაც დღეს არ მოსწონს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი, ამიტომაც შესაძლებელია ვიხილოთ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება ამ 30 პროცენტის ხმების მოსაპოვებლად. მე ეს გზავნილი დავინახე ნავაროს კვლევის შედეგებში.

ანუ ერთის მხრივ მოხდა სტიმულირება „ქართული ოცნების“რიგების დატოვებისა და მეორეს მხრივ კოალიციაში გარკვეული კონფრონტაციული ღერძის შექმნის?

- რა თქმა უნდა. არის მცდელობა, რომ ამბიციები გაუჩინონ პოლიტიკოსებს, რომ დაიწყონ ფიქრი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბოლო საჩუქარი. ამავე კვლევაში გამოკვეთეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მისი რეიტინგი მაღალია, მაგრამ მეორე უალტერნატივო ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შეცვლა მეორე ძალის რანგში შეუძლებელია.

დავით ბაქრაძის რეიტინგი გაუტოლდა დავით უსუფაშვილის რეიტინგს, საინტერესოა რა შეიძლება ამის უკან იდგეს?

- და ეს ხდება თანხების სკანდალის ფონზე. აი ასეთი კონფრონტაციული სურათის შექმნის მცდელობა ჰქონდა ბატონ ლუის ნავაროს და ეს ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში. ვნახოთ, ვის აღეძრება ამბიციები, წავიდნენ ამაზე. ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს გაუჩნდება ფიქრი, რომ ხომ არ ცადონ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ხელისუფლებაში მოსასვლელად, მითუმეტეს, თუ ამბიციებიც აქვთ. ბევრი პოლიტიკოსი ამ კვლევებს შეიძლება არ ენდობა, მაგრამ ბევრი ამ კვლევებს უყურებს, როგორც აშშ-ის გზავნილს პოლიტიკური სპექტირისადმი. თუმცა, მე ვთვილი, რომ ეს არის ნავაროს შემოქმედება „ნაცმოძრაობასთან“ ერთად.

კვლევით ჩანს, რომ მაღალი რეიტინგები აქვთ პროდასვლურად ცნობილ პოლიტიკოსებს. ელოდებით, ამ ჯგუფის მიერ ერთიანი პოლიტიკური ცენტრის შექმნას...

- 2016 წლისთვის არსებობს მოლოდინი, რომ შეიქმნება ახალი პოლიტიკური ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში საუბრობენ ერთიანობაზე, აშკარაა შიდა დინებები. აშკარად არის დაპირისპირება გარკვეულ მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრს შორის.

ამიტომაც, როდესაც ეს მინისტრები ნახავენ, რომ დრო ეწურებათ, შესაძლებელია ზოგიერთმა დაასწროს მოვლენებს და რაღაცა ტიპის განცხადებებით თავად წამოვიდეს ხელისუფლებიდან, რითიც დაიჯავშნავს ადგილს წარმომადგენლობით ოპოზიციაში. ჯერ-ჯერობით ინარჩუნებენ მინისტრობას და მეორეს მხრივ ჩუმი გადალაპარაკებით ახერხებენ თქვან, რომ არ ეთანხმებიან ღარიბაშვილის პოლიტიკას. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ადამიანები დატოვებენ მინისტრთა კაბინეტს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებითვის ემზადება. მთავრობაში არსებული დაპირისპირების ფონზე, რამდენად ეფექტური იქნება სამთავრობო ცვლილება?

- ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში აბსოლუტურად გეგმაზომიერი იქნება. თუ ხარ გუნდის წევრი, უნდა იყოს გუნდის წევრი. შესაძლებელია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყოს, ეს არის ჯანსაღი, მაგრამ სრულიად არ ვიზიარებ, როდესაც ითვლები გუნდის წევრად და ამავდროულად კულუარებში საკუთარ გუნდზე ჭორაობით ხარ დაკავებული. თუ არ მოგწონს გუნდის გადაწყვეტილება, ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გზა - გუნდის დადტოვება. მაგრამ ზოგიერთს ძალიან სურს მიშა სააკაშვილის გზის გავლა. ეს პროცესები ალბათ ცნობილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის. გარკვეულწილად, ალბათ, უნდა მიიღოს რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი ფრთაა დაკავებული კულუარებში ხელისუფლების გაკრიტიკებით?

- თქვენთვის ალბათ ძალიან კარგად არის ცნობილი, რომელი მინისტრები ეპატიჟებიან ყავაზე წამყვანი თოქ-შოუს წარმომადგენლებს და როგორ უზიარებენ აზრებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. იმისათვის, რომ მოკლე დროში საქართველოში ჩამოყალიბდეს განავითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები, გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა მინისტრთა კაბინეტის მხრიდან 24-საათიანი მუშაობა ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოს მოსახლეობას ეს ხელისუფლება იმისთვის არ აურჩევია, რომ შემდგომში ემსჯელათ, ვინ რას მოაწერს ხელს, ვინ სად გაფრინდება. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო არაა. უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.