ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი იმყოფებოდა. მან დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა სიმბოლურ საფლავებზე ყვავილები დააწყო.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფერაძე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.