თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ, გამგეობაში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა.
ზაზა გაბუნიას თქმით, ის შეისწავლის რაიონის საგზაო ინფრასტრუქტურას და ამ მიზნით აპირებს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს როგორც უკვე დასრულებული სამუშაოების შესწავლა, ისე დაგეგმილი სამუშაოების მონიტორინგი.
ამასთან, ზაზა გაბუნიას თქმით, გადაიხედება იმ კონტრაქტორებთან ურთიერთობა, რომელთაც ვერ გაართვეს თავი დაკისრებულ სამუშაოებს.
ზაზა გაბუნია: “საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი გუნდის და ჩემი როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებლის. ამიტომ, ამ საკითხის მიმართ მექნება ძალიან ყურადღებიანი პოზიცია”.
ზაზა გაბუნიას თქმით, ნაძალადეველებმა არ უნდა იცხოვრონ უგზოობის პირობებში და აღნიშნული კამპანიაც ამ გეგმის ერთი ნაწილია.