პატიმართა სიკვდილიანობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე პატიმრების გარდაცვალებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძისთვის კი ამაში უჩვეულო არაფერია. ”ადამიანები ყველგან კვდებიან, ციხეშიც და გარეთაც და ამაში განსაკუთრებული არაფერია” - ამბობს ის.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში დახლოებით 24 ათასი პატიმარია, მაგრამ საქსტატის ვებ-გვერდზე გარდცვლილი პატიმრების მონაცემები გამოქვეყნებული არ არის.
იუსტიციის სამინისტროს საერთოდ მხოლოდ 2003 და 2005 წლის სტატისტიკა აქვს გამოქვეყნებული ინტერნეტ-გვერდზე. სააგენტო “პირველის” ინფორმაციით კი ქალთა მე-5 საპატიმროში ბოლო 5 თვის მანძილზე 5 მსჯავრდებული გარდაიცვალა. სააგენტოს ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
“მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ქალები მატროსოვიდან რუსთავის N5 საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ანუ დაახლოებით გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე, 5 პატიმარი გარდაიცვალა. მათგან 4 ონკოლოგიური დაავადებებით, ერთი კი - ინსულტით. ჩემი ინფორმაციით, სასჯელი გადავადებული არც ერთ მათგანს არ ჰქონია და ერთმა ქალბატონმა სული საპატიმროშივე დალია, დანარჩენებმა კი - სამკურნალო დაწესებულებებში”, - ირწმუნება წყარო.
ის, რომ პატიმრების სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია და ეს გამოწვეულია დაავადებით და არა ასაკობრივი გარდაცვლებით, ამას სახალხო დამცველის 2010 წლის ანაგრაშიც ადასტურებს.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ პატიმართა გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვა მძიმე დაავადებაა, უფრო მეტად -ტუბერკულოზი, და გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 45-50 წელია.
სახალხო დამცველის 2009 წლისა და 2010 წლის პირველი ნახევრის სპეციალური ანგარიში პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მდგომარეობას ეხებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და “ტუბერკულოზი წარმოადგენს პატიმართა სიკვდილობის მთავარ მიზეზს”.
“2009 წელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგით და შესწავლით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, სკრინინგისა და შემდგომი კვლევების შედეგად, სულ გამოვლენილია ტუბერკულოზით ავადობის 1579 შემთხვევა. გარდაცვლილთა მაჩვენებელი 2009 წლის მე-2 ნახევარში გაცილებით მაღალია პირველ ნახევართან შედარებით. მდგომარეობა უფრო მძიმეა 2010 წლის პირველი ნახევრისათვის, რა დროსაც გარდაცვლილი 57 პატიმრიდან, ტუბერკულოზი ნახევარზე მეტს, 30 პატიმარს, ანუ 52.6% აღენიშნებოდა...
“2009 წელს პენიტენციურ სისტემაში 91 პირი გარდაიცვალა, ხოლო 2010 წლის პირველ ნახევარში - 57. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო პერიოდში არ იკლებს. 2010 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობასთან მიმართებაში შესაძლებელია ითქვას, რომ ბოლო 5 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელიფიქსირდება.
“2009 წელს გარდაცვლილთაგან 49.46% გარდაიცვალამსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (მპსდ),4.39% გარდაიცვალა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, 17.58% გარდაიცვალა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში, ხოლო 28.57% კი მას შემდეგ, რაც ისინი გადაიყვანეს სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში.
2010 წლის პირველ ნახევარში, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 20 პატიმარი, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში - 14, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში - 12, სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - 9, ხოლო სხვა სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში - 2 პატიმარი.
როგორც ჩანს, ბოლო წლებთან შედარებით მკვეთრად იმატა გარდაცვალებამ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში პატიმართა გადაყვანა წარმოებს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ან სულაც რამდენიმე საათით ადრე. ამ მხრივ უკვე აპრობირებული პრაქტიკაა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ მომაკვდავ პატიმართა გადაყვანა ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში.
გარდაცვალების მიზეზებიდან 2010 წლის პირველ 6 თვეში კვლავ ტუბერკულოზი ლიდერობს 52.6%-ით. გარდაცვლილთა 47.4%-ს აღენიშნებოდა ვირუსული ჰეპატიტი.
ბოლო პერიოდთან შედარებით მომატებულია ძალის გამოყენებით სიკვდილის შემთხვევები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების დეტალური ანალიზით და დამატებით ადგილზე მოპოვებული ინფორმაციის შეჯერებით გამოვლენილია უამრავი ხარვეზი და ნაკლოვანება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახურებშია დაფიქსირებული. ყველა აღნიშნული მიზეზის ახსნა დეტალურად ასახულია სპეციალურ ანგარიშში”, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მინისტრის კათუნა კალმახელიძის მტკიცებით კი პატიმრები ძირითადად ასაკის გამო კვდებიან. ეს განაცხადება მინისტრმა დახლოებით ორიოდე კვირის წინ პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა.
“ბოლო წლებთან შედარებით პატიმართა სიკვდილიანობამ რეკორდულ მაჩვენებს მიაღწია. 2011 წელი პატიმრების სიკვდილიანობით უკვე გამორჩეულია. ამის დასტურია რამდენიმე გახმაურებული შემთხვევებიც, მათ შორის არის ერთი-ერთი პატიმრის, როგავას საქმე, სადაც გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მე ამ ვერსიას გამოვრიცხავ და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში განცხადებასაც გავაკეთებ. პატიმრების სიკვდილიანობის დინამიკა ძალიან მზარდია დაარსებობს საფრთხე, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოვითხოვ მთვარი ექიმის დავით ასათიანის და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
4 პატიმრის ონკოლოგიური დავადებით გარდაცვალება ეს არისსაკმარისი იმისთვის, რომ დადგეს კალმახელიძისა და მთავარი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. არ იციან, რომ თუ მსჯავრდებული დავადებულია ისეთი დავადებით, როგორიც არის ონკოლოგია სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსით მას გამოჯანმრთელებამდე პატიმრობის გადავადების უფლება აქვთ” - ამბობს ა-ო “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ეკა ბესელია
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით კი გასულ წელს ციხეში 100-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა, რაც ბოლო წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია:
“2010 წელს პატიმართა სიკვდილიანობამ 100-ს გადააჭარბა, რაც ფაქტიურად სარეკორდო მაჩვენებელია, ვინაიდან გასულ წლებში სამნიშნა რიცხვი არ დაფიქსირებულა. ეს არის ოფიციალური მონაცემები, თუმცა არ გამოვრცხავ უფრო მეტი პატიმარი იყოს გარდაცვლილი, რადგან არის შემთხვევები, რომ როდესაც პატიმარი ძალიან არის დაავადებული იგი გადაჰყავთ ქალაქის სავადმყოფოში, სადაც ერთი-ორი დღის შემდეგ გარდაიცვლება და ამას ბუნებრივია სასაჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიაწერენ.
პატიმართა სიკვდილიანობის მომატება, ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, მეორეს მხრივ კი შემცირდა მათი მკურნალობის საშუალებები - სახლიდან მედიკამენტების მიღება აუკრძალეს და საპატიმროებშიც წამლების დეფიციტი შეიქმნა რის გამოც მათ არაადეკვატურად უტარებენ მკურნალობას”.