საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრი „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არტილერიის პერსპექტიული განვითარების“ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია არტილერიის შემდგომი განვითარებისთვის კონცეფციის შემუშავება.
ორ დღიანი კონფერენცია საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სარდლობების ოფიცრებმა საცეცხლე ქვედანაყოფების, საარტილერიო დაზვერვის, ცეცხლის მართვისა და კონტროლის, დოქტრინების, სტრუქტურების, განათლებისა და საბრძოლო მომზადების განვითარების საკითხები განიხილეს.
არტილერიის პერსპექტიული განვითარების კონფერენცია ორ დღიანია და 5 აგვისტოს დასრულდება.