მონიტორინგი სამხედრო ჰოსპიტალში (ვიდეო)

მონიტორინგი სამხედრო ჰოსპიტალში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ. მონიტორინგის ფარგლებში, სტუმრებმა სამხედრო ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ჰოსპიტლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჰოსპიტლის განვითარების პროცესის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ახალი ეტაპის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტრავმატოლოგიური განყოფილების განვითარება იქნება. მომავალში ასევე, ახალი აპარატურის შეძენა, მედპერსონალისთვის ხელფასების მატება, სამედიცინო ელექტრონული ანკეტის დანერგვა და ჰოსპიტლის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.

დღესვე, ვარლამ ავალიანმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალს ახალი დირექტორი რევაზ კუჭუხიძე წარუდგინეს.