საქართველოში წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება

საქართველოში წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება

საქართველოში, წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე, პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყალი 53 პარამეტრის მიხედვით კონტროლდება. თუმცა, ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ონკანის წყალს მოყვითალო შეფერილობა დაკრავს ან წვრილი ქვიშა მოყვება, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მხოლოდ მომხმარებლის შიდა ქსელის პრობლემაა და არა კომპანიის მაგისტრალური ქსელების. მოქალაქეების შიდა მილები ხანდაზმულობის გამო, შეიძლება კოროზირებული იყოს, თუმცა  არც ეს შემთხვევაა საშიში, რადგან რამდენიმე წუთში მოშვებული წყალი სუფთავდება.

For.ge ესაუბრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამარ ნიკურაძეს

თბილისელები ამბობენ, რომ ზოგჯერ წყალი ონკანიდან განსხვავებული ფერის მოდის, ან ქვიშა მოყვება - გვაქვს თუ არა საფუძველი, რომ სასმელი წყლის ხარისხი  ეჭვქვეშ დავაყენოთ? რამდენად უსაფრთხოა სასმელი წყალი ?

რაც შეეხება ფერს, შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში, ონკანიდან წამოსულ წყალს ჰქონდეს განსხვავებული შეფერილობა - იყოს, ვთქვათ, მოთეთრო რძისფერი. ეს ნამდვილად არ არის საშიში, რადგან წყალში, რომელიც მაგისტრალურ ქსელებში დიდი წნევით მოედინება, აქტიურდება ჯანგბადის ბუშტუკები. სწორედ ეს აძლევს წყალს მოთეთრო-რძისფერ შეფერილობას. ბევრი თბილისელი თვლის, რომ ასეთი შეფერილობა მოჭარბებული ქლორის გამოა, თუმცა, ეს არ არის. ნებისმიერს შეუძლია ასეთი შეფერილობის წყლის დალევა. შეგიძლიათ დააკვირდეთ, ჭიქაში დაყოვნების შემდეგ, წყალი აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება, რადგან ჟანგბადის ბუშტუკები ამოდის წყლიდან, რაც ქლორს არ ახასიათებს. ზოგადად, ქლორის დოზა მკაცრად კონტროლდება სასმელ წყალში და შეუიარაღებელ თვალს მისი შეფერილობის დანახვა არ შეუძლია, თავისთავად, წყალში არც ქლორის გემოა საგრძნობი.

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ონკანის წყალს მოყვითალო შეფერილობა დაკრავს ან წვრილი ქვიშა მოყვება. მოყვითალო შეფერილობას წყალს მილების ზედაპირზე არსებული ჟანგი აძლევს, რაც მხოლოდ მომხმარებლის შიდა ქსელის პრობლემაა და არამც და არამც  - კომპანიის მაგისტრალური ქსელების. მოქალაქეების შიდა მილები ხანდაზმულობის გამო, შეიძლება კოროზირებული იყოს, თუმცა  არც ეს შემთხვევაა საშიში, რადგან რამდენიმე წუთში მოშვებული წყალი სუფთავდება.ასეთ შემთხვევებს მომხმარებელი ონკანის დილით ადრე მოშვებისას თუ დააფიქსირებს, როდესაც, ღამის განმავლობაში წყალი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი აქვს. უმჯობესია, თუ მომხმარებლები შეცვლიან კოროზირებულ და მოძველებულ წყალ-გაყვანილობას თავიანთ ბინებში, სარდაფებსა თუ კერძო სახლებში. რაც შეეხება ქვიშას,  ნედლი წყლის ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში  სხვადასხვა სიდიდის ქვიშის ფრაქციებით წყლის ფილტრაცია ხორციელდება. ტექნოლოგიური პროცესისითვის ქვიშას კომპანია სპეციალურად იძენს. პერიოდულად, წყლის ნაკადი, რომელიც დიდი წნევით მიედინება მილებში, ქვიშის მცირე ნაწილაკებს წარიტაცებს და ქვიშა შესაძლებელია, მცირე ოდენობით, მოხვდეს გამანაწილებელ ქსელში და მომხმარებლის ონკანშიც.  მართალია, ეს ქვიშა არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ არის სასიამოვნო, როდესაც სასმელ წყალს მოყვება, ამიტომ კომპანია მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ სასმელ წყალს შედარებით მეტი ოდენობით ქვიშა გამოყვება, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოგვმართოს და შეტყობინება დაგვიტოვოს ცხელი ხაზზე ან ფეისბუქ-გვერდზე, ან ჩვენი ვებგვერდის ონლაინ-ჩეთში, რომელიც სულ ახლახან გავაქტიურეთ, რომ ადგილზე შევძლოთ მიზეზის დადგენა.

თბილისში ონკანის წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მთლიანად შეესაბამება როგორც ეროვნულ სტანდარტებს, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ძალიან მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს გადის 24-საათიან რეჟიმში. ამასთან, თუ რომელიმე ჩვენს აბონენტს, ეჭვი შეეპარება სასმელი წყლის ხარისხში, მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ან მოგვწეროს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ან ვებგვერდზე და დაგვიტოვოს შეტყობინება აბონენტის კოორდინატების ზუსტი მითითებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის სპეციალიტები ადგილზე, მომხმარებლის ონკანიდან აიღებენ წყლის სინჯებს, რომელსაც ლაბოლატორიულ კვლევას ჩაუტარებენ. ჩატარებული ანალიზის პასუხს კი კომპანია ოფიაციალურად აცნობებს მომხმარებელს.

რა ტიპის ლაბორატორიაში მოწმდება წყლის ხარისხი და რატომ უნდა ვენდოთ ამ ლაბორატორიის მიერ გაცემულ დასკვნას?

თბილისში ონკანიდან წყლის მოხმარება სრულიად უსაფრთხოა თბილისელების ჯანმრთელობისთვის - ეს მართლაც ასეა. პროდუქტის მიღებამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მრავალჯერადად ამუშავებს, ფილტრავს და ქლორირებას უტარებს. იმისთვის, რომ დაამზადოს სასმელი წყალი, კომპანია ყველა აუცილებელ პროცედურას ზედმიწევნით იცავს - ესე უწყვეტი ციკლია. საბოლოო ქლორირების შემდეგ, სასმელი წყლის ხარისხს, ასევე უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში, კომპანიის ლაბორატორიების სპეციალისტები მრავალმხრივ ანალიზს უტარებენ. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა ლაბორატორია, რომელიც სათავე ნაგებობებზეა განთავსებული, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მათ ფუნქციონირებას კოორდინაციას უწევს წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.

რადგან გიჩნდებათ შეკითხვა, თუ რატომ უნდა ენდოთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის დასკვნებს - გიპასუხებთ: პირველ რიგში, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამის სერთიფიკატსა და აკრედიატაციას ფლობს, არჭურვილია უახლესი აპარატურით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. სანდოობის გარანტი ISO-17025-ის მოთხოვნებია, რომელიც საკმაოდ მკაცრია, ასევე, ლაბორატორიაში დამონტაჟებულია უახლესი აპარატურა და დამხმარე მოწყობილობები, რაც კომპანიას წყლის ხარისხის მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას აძლევს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ტარდება ლაბორატორიათშორისი ანალიზებიც - ეს ISO-17025-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ლაბორატორია საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდაში წელიწადში რამდჯერმე იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფარგლებში კი, წყლის ხარისხის კონტროლის გადამოწმება ხდება დამოუკიდებელ ლაბორატორია „გამა“-სა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებულ ლაბორატორიაში.

რა  სიხშირით  და მთლიანობაში რამდენი და რა სახის ანალიზი კეთდება?

წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყალი კონტროლდება 53 პარამეტრის მიხედვით. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი გაწერილი პროცედურაა და თავისი დრო და ვადები აქვს. პარამეტრების უმრავლესობა საათობრივ კონტროლს ექვემდებარება, ზოგი პარამეტრი ყოველდღიურს, ზოგიც - ყოველკვირეულს და არის რამდენიმე პარამეტრი, რომელიც მხოლოდ ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს გადის. ჩატარებული ანალიზების თანახმად, სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წყლის ხარისხი მუდმივად მოწმდება დედაქალაქის წყალსადენის ქსელებშიც. თბილისის მოსახლეობას - საერთო ჯამში 400 000-ზე მეტ აბონენტს საუკეთესო და მაღალ დონეზე დამუშავებული პროდუქტი მიეწოდება.