მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოღვაწეობის 9 წელიწადი ისედაასრულა, რომ უმნიშვნელო მიღწევასაც კი, საკუთარ გუნდს მიაწერდა,თითქოს ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა თუ მომავლის ავტორი,მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა და საქართველოს მოსახლეობას შეაძულა გამონათქვამი: „პირველად საქართველოს ისტორიაში“,რომელსაც სააკაშვილი მეტი დამაჯერებლობისთვის, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, “ვარდების ხელისუფლების”უპირატესობის წარმოსაჩენად, ხშირად იყენებდა - თითქოს რომ არა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო ვერც იარსებებდა და ვერც განვითარდებოდა, თითქოსდა „ვარდების ხელისუფლებამ“ შეძლო ქვეყნის გადარჩენა.
როგორ მოახერხა ქვეყნის „გადარჩენა“, ეს ძალიან კარგად ჩანს, მაგრამახლა ისეთ ფაქტზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ახალი ხელისუფლებისპირობებში მოხდა.
დიახ, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ „11 ივლისს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისასდაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებასამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ. უდავოდ, ეს უპრეცედენტოფაქტია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოში სატვირთო ავტომობილიაზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებითმოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93ერთეული 30-კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინი ამოიღეს.საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით,აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს,რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.“
ეს არის ოფიციალური ინფორმაცია მომხდარ დანაშაულზე. თუმცა 11 ივლისის შემდეგ, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა. საზოგადოების ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი. არჩევნების შემდეგ კი, ეროსი კიწმარიშვილისგარდაცვალების ამბავმა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა.
მსგავსი მასშტაბის დანაშაული, ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, მართლაც პირველად აღიკვეთა. ამის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ამ ფაქტის გახსნაში მონაწილე ყველა სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა და ამ უწყების ეფექტურ მუშაობაზე მიუთითა.
შს სამინისტროს მიერ, საერთაშორისო დონის დანაშაულის აღკვეთის ფაქტი,“ნაციონალურმა მოძრაობამ” მიზანმიმართულად უმნიშვნელოდ მიიჩნია. უმცირესობის არც ერთ წევრს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ყველასათვის ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ქვეყნის წინსვლა აღიზიანებთ და არ უხარიათ. მათი თვითმიზანი ნეგატიური მოვლენების წარმოჩენა და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა მეტად მოსახერხებელია. ქვეყნის ინტერესების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნის ერთ-ერთ პოზად ექცა. ამაში შეიძლება, არაფერი იყოს საგანგაშო, რომ არა ერთი შემაშფოთებელი ფაქტი:
ხსენებული ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, ინტერნეტში გაურკვეველი წარმომავლობის საააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ამოღებული 2 ტონა 790 კილოგრამი ტვირთი ხსნადი ნარკოტიკი კი არა, საღებავი იყო, ამ ინფორმაციას ასევე გაურკეველი წარმომავლობის ადამიანები ავრცელებდნენ,
ასევე წერდნენ უხამს კომენტარებს, სადაც ხელისუფლება, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი სალანძღავი სიტყვებით იყვნენ მოხსენიებული....
რამდენად ბოროტი, ცუდი ადამიანი და ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ არ გიხაროდეს ქვეყნის წინსვლა და წარმატება? ანდა, ვინ და რატომ შექმნა ინტერნეტსივრცეში უზარმაზარი ჯგუფები ადამიანებისა, რომელთა ფუნქცია მხოლოდ ნეგატიური პოზიციის დაფიქსირება და დეზინფორმაციის გავრცელებაა? საინტერესოა, ეს ადამიანები, რომლებიც სხვის გვარ-სახელს არიან ამოფარებული და რომელთა სტატუსი ინტერნეტ სივრცეში “ნაც-ტროლია”, რატომ და რის საფასურად წერენ იმ გაუგონარ, ბინძურ კომენტარებს ცნობილი ადამიანებისა თუ სერიოზული თემების მიმართ? საინტერესოა, რა დევს ხსენებული ბინძური კამპანიის - დეზინფორმაციის გავრცელებაში და რა მიზანს ემსახურება ის, რა ოდენობის თანხა უჯდება დამკვეთს ინტერნეტსივრცეში ეს კამპანია?
2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ამან „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩააგდო, მათ ხელისუფლებაში დარჩენისთვის, ყველა გადანახული რესურსის გამოყენება გადაწყვიტეს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადადგა და საზოგადოებას გაუგებარი და ბურუსით მოცული მზარდი ბიუჯეტის პროგრამა წარუდგინა. უფრო კონკრეტულად კი, ვანო მერაბიშვილმა საქართველოს 4-მილიარდიანი ბიუჯეტის 10-ჯერ, 40 მილიარდ ლარამდე გაზრდის დაუჯერებელი პროექტი წარუდგინა.
ვანო მერაბიშვილის ეს იდეა, ნაციონალურ არხებზე აქტიურად გაპიარდა და რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, დემოკრატიის იმიჯით ცნობილმა ტელევიზიებმაც, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ვანო მერაბიშვილისგრანდიოზულ ტყუილს ეთერი დაუთმეს. ყველა ტელევიზიის ეთერიდან ვანომერაბიშვილის მიერ ახლადშექმნილი დასაქმების სამინისტროს ახლადდანიშნული მინისტრი პაატა ტრაპაიძე გვიმტკიცებდა, თუ როგორ, რა გზით შეიქმნებოდა მილიონი სამუშაო ადგილი და ბიუჯეტში მილიარდები თავს როგორ მოიყრიდა.
მიუხედავად დემაგოგად ცნობილი ვანო მერაბიშვილის ნიჭიერებისა, იმჟამად მან და ტრაპაიძემ ვერ შეძლეს და საზოგადოება ვერ დაარწმუნეს, თუ რა გზით და რა საშუალებით შეძლებდა ნაციონალური ხელისუფლება წლიური ბიუჯეტის, 4 მილიარდის ათჯერ, 40 მილიარდამდე გაზრდას. გაჩნდა ლოგიკური კითხვა და ეჭვიც: ხომ არ ცდილობდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნა კვლავ ხალხის მოსყიდვით გაეხანგრძლივებინა და ეს ფული ხომ არ იყო ნარკოტრანზიტისგან შემოსული შავი და ბინძური, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი?
საზოგადოებას ვანო მერაბიშვილის ნოვაციაში ეჭვის შეტანის უფლება ნამდვილად ჰქონდა, რადგან ვანო მერაბიშვილის მიერ დანიშნული დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის მფლობელი იყო და უცხოეთიდან, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტვირთებს ეზიდებოდა, 2004 წელს ტრაპაიძის გადამზიდავი კომპანიის ტვირთი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და რამდენიმე ტონა დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩინეს. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, ტრაპაიძეკი დაკავებას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გადარჩინა.
ჰოდა, რადგან ტრაპაიძე ნარკოტრანზიტის ყველა ნიუანსში გარკვეული იყო, ნაციონალურმა ხელისუფლებამ, „ოქროს თევზი“ ხელიდან არ გაუშვა დაშევარდნაძის ხელისუფლებისთვის მაღალ დონეზე მიღებულმა ბიზნესმენმაპაატა ტრაპაიძემ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მძახლის, გურამახვლედიანის ბიზნესპარტნიორი იყო, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა კარგად ააწყო და ყველა სერიოზული პროექტი - გზებისა და ხიდების მშენებლობა, მისმა კომპანიამ განახორციელა საქართველოში. მათ შორის არის ანაკლიის ხიდი, რომელიც აშენებისთანავე წყალმა წაიღო. ამ ქარწაღებულ ხიდზე საქართველოში დიდხანს ქილიკობდნენ. ვანო მერაბიშვილის იდეა ბიუჯეტის ათმაგად გაზრდის თაობაზე, სწორედ იმიტომ გახდა საეჭვო, რომ “ნაციონალურიმოძრაობის” ფინანსურ წყაროდ ნარკოტიკები სახელდებოდა, რადგანაცნაციონალები დაუსრულებლად გასცემდნენ დიდძალ თანხებს ათეულობით და ასეულობით ათას მხარდამჭერებზე. ამ თანხების წარმომავლობა, მუდამ ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო. ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს მაშინ ვერავინ ბედავდა, თუმცა 2012 წელს, სააკაშვილ-მერაბიშვილ-ტრაპაიძისტანდემის შესახებ ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში სტატია პირადად გამოვაქვეყნე. რასაც, ნაციონალების მხარდამჭერებისგან მკაცრი და შეურაცხმყოფელი რეაქცია მოჰყვა...
აი, რა განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”:
„ჩვენ ყველა ვარიანტში მოვიგებთ არჩევნებს, ჩვენ ვფლობთ მთელინტერნეტსივრცეს, იმპერიას, რომლებშიც ასეულობით ათასი ადამიანია,რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები არიან. ისინი 24-საათიანრეჟიმში ჩვენს მხარდაჭერას განახორციელებენ. ახლა 21-ე საუკუნეა დასოციალური ქსელები ახდენენ რევოლუციებს, იგებენ არჩევნებს და ჩვენირესურსი ინტერნეტში ამოუწურავია. ჩვენ ჩვენს მეგობრებს დამხარდამჭერებს ინტერნეტშიც და ინტერნეტს გარეთაც, შესაბამისყურადღებას ვაქცევთ და, ცხადია, მშივრებს არ ვამყოფებთ“...
საინტერესოა, ნაციონალების ასეულობით ათასი მხარდამჭერი, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში კომპიუტერს უზიან და “ნაციონალურმოძრაობას” თავგამოდებით იცავენ, რით ფინანსდებიან? დეზინფორმაციის გამავრცელებელ ე.წ. „ტროლებს“, რომლებსაც ნამდვილი, არც გვარი და არც სახელი აქვთ, თუმცა გასაგებია, მათი გაცხარებაც: რადგან მთავარი „დამფინანსებელი“ ვანო მერაბიშვილი დაკავებულია, მისი დაკავების შემდეგ ამ საქმიანობის დამფინანსებლად ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავასახელდებოდა, ისიც დაკავებულია. ხოლო ფინანსური წყაროც, სავარაუდოდ, ნარკოტრანზიტისგან ქეშად შემოსული წილი სახელდებოდა. ჰოდა, ლოგიკურია“ნაც-ტროლების” შეშფოთებაც და დეზინფორმაციის გავრცელებაც, შს სამინისტროს მიერ ამოღებული დიდძალი ოდენობის ნარკოტიკი, სინამდვილეში საღებავი გამოდგაო.... ისინი, ბოლოს და ბოლოს სარჩო-საბადებელს კარგავენ...