გია ხუროშვილის “ნაციონალური” რჩევები “ოცნებას”

გია ხუროშვილის “ნაციონალური” რჩევები “ოცნებას”

მიუხედავად იმისა, რომნაცმოძრაობისწევრი არასოდეს ყოფილა, დღემდე ამ პარტიასთან ასოცირდება და თვითონაც არ უარყოფს, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ ყოფილი მმართველი გუნდის დამსახურებაა. ამიტომ, თავს ვალდებულად თვლის, ყველა შეკითხვას, რაცნაცმოძრაობისცხრაწლიან საქმიანობას უკავშირდება, პასუხი გასცეს... “ქართულმა სიტყვამ” “ნაციონალებისსახესა და საბურთალოს რაიონის გამგებელ გია ხუროშვილთან საუბარი იმით დაიწყო, თუ რატომ უკვირსნაცმოძრაობასგიგი უგულავას აეროპორტში დაპატიმრება მაშინ, როცა თვითონ ადამიანებს ციხეში პირდაპირ საწოლი ოთახიდან უშვებდნენ:

 

- ჩემთვის გიგი უგულავა კრიმინალი ნამდვილად არაა. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მისი ხელმძღვანელობით მუშაობა მიწევდა, ჩემთვის კრიმინალური ტიპის დავალება არამცთუ მოუცია, არამედ, არც უკადრებია. მისგან უპირობო დავალებებიც კი არ მახსოვს. აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, უგულავას საქმიანობა რამე ფორმით ეჭვქვეშ დავაყენო. მეტიც, იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც წლების განმავლობაში გიგისთან ერთად მუშაობდნენ, პასუხისმგებლობას იღებდნენ და დღეს, როგორც მინიმუმ, ან გაპარულები არიან, ან - გაყურსულები და ხმას არ იღებენ, პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან, რაც თავისთავად ცუდია, რადგან “ქართულ ოცნებასაც” დაუდგება დრო, როცა პასუხისმგებლობა მხოლოდ ლიდერებმა კი არა, თითოეულმა იმ ადამიანმაც უნდა აიღოს, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის სახელით მოვიდა და აუცილებლად იგრძნობენ, თუ რას ნიშნავს უპასუხისმგებლო ადამიანების დამოკიდებულება.

რაც შეეხება დაკავებას, ვფიქრობ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, გიგი უგულავას დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა, მით უმეტეს, მიმალვის და გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. დაკავებამდე ორი დღით ადრე, ერთმა მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიებაც არ გამოიყენა. ორი დღის შემდეგ კი, საქმეს ახალი მოსამართლე იხილავს, რომელიც მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მმართველობისას კი არა, დღესაც სუბიექტურ მიდგომებშია შემჩნეული და უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილებას იღებს.

- თუკი იცოდით, რომ კონკრეტული მოსამართლე თქვენი მმართველობის დროსაც სუბიექტურობით გამოირჩეოდა, რატომ დუმდით?

- თუ ამ მოსამართლის ადრინდელ საქმიანობას გადავხედავთ, ვფიქრობ, ერთი და იგივე ხელწერა აქვს, თუმცა ვიმედოვნებ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სიმართლეს ნათელი მოეფინება. საერთოდ, მე, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ახალი ხელისუფლებისაგან მოვითხოვ, ერთმანეთისაგან დამნაშავეები და საქმისმკეთებლები მკაფიოდ გამიჯნოს.

- ბატონო გია, კამპანია - “წერილი გიგისრას ემსახურება?

- ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია, როცა ადამიანები თავის დადებით დამოკიდებულებას საჯაროდ აფიქსირებენ. მიმაჩნია, რომ ამას პოლიტიკური ხასიათი არ აქვს.

- ისე, კანონი არ გავალდებულებთ, მაგრამ ქალაქის მერი უკვე დავით ნარმანიაა და თანამდებობის დატოვება, ალბათ, მოგიწევთ...

- ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუკი ხელისუფლების ბალანსს შევინარჩუნებთ. როცა საკრებულოში უმრავლესობით ერთი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი, მეორე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან, ერთმანეთს ანგარიშს იმდენად უწევენ, რომ საკუთარ ქცევაზე კონტროლს არასოდეს დაკარგავენ და ემახსოვრებათ, რომ ძალაუფლება, რომელიც არჩევნებით ამომრჩეველმა მისცათ, ტატამზე ბრძოლაა. თუ ეს ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებს არ შეახსენე, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ის ვალდებულებები, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაავიწყდეთ.

- სხვათა შორის, ვიდრე სხვის თვალში დირეს დაინახავთ, გაიხსენეთ, რომ ვალდებულებებინაციონალებსაცდავიწყებული გქონდათ...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილია. მერის ცვლილება გამგებლების ცვლილებას არ იწვევს და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის სურვილის გარდა, ძალთა სხვაგვარი გადანაწილების შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებს თუ არა, გადაყენების სხვა მექანიზმი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ მერს მოუწევს დასაბუთება, თუ რატომ არ ვიმსახურებთ გამგებლის პოზიციაზე მუშაობას და რა ვერ შევასრულეთ.

- ბატონო გია, საბურთალოს გამგებლად 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წახვედით. ეს თქვენი კარიერისთვის წამგებიანი არ იყო?

- გამგებლობა ჩემი კარიერის არც ლოგიკური გაგრძელება იყო და არც - ბავშვობის ოცნება, მაგრამ იმ დროს ერთმანეთში ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ირეოდა, რამაც ბევრი დააბნია. ამ დაბნეულობისა და სხვა მოტივაციით ადამიანები საკუთარ წარსულს გაურბოდნენ, უარყოფდნენ და ცდილობდნენ, ცხოვრება საკუთარი თავის უარყოფის გზით გაეგრძელებინათ - უცებ ის, რასაც წარსულში აკეთებდნენ, აღარ მოეწონათ და განსხვავებული ღირებულებების მატარებლები გახდნენ. ადამიანების ამ კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები.

- ყველაფერი, რასაც წარსულში აკეთებდით, დღესაც მოგწონთ?

- პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელობაზე, წარსულსა და მომავალზე პასუხისმგებლები არიან. არ ვთვლი, რომ ჩემი წარსული საქმიანობა დამალვას, გაქცევას იმსახურებს და ამიტომ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია ავირჩიე. გამგებლის პოზიცია გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა - ბევრჯერ გავმხდარვარ ამომრჩევლის დამხმარე, ადვოკატი, შემინგრევია კარი, რომელსაც არ მიღებდნენ და ამ გზით მოსახლეობის ინტერესები დამიცავს. ამიტომ, როცა ამბობენ, მერი და გამგებელი პოლიტიკოსი არ უნდა იყოსო, დიდ შეცდომად მივიჩნევ. თუ პოლიტიკური გამოცდილება არ გაქვს და მებრძოლი არ ხარ, გაჭირვებულ ადამიანს ვერ დაიცავ. თუ შენც დეპრესიაში ჩავარდი, მოგიწევს კაბინეტში ჩაკეტვა და დამალვა, რაც ძალიან ცუდია - უარეს შემთხვევაში, დეპრესიაში ჩავარდნილმა ადამიანმა, შეიძლება, ფანჯარა გააღოს და გადახტეს.

- “ნაცმოძრაობიდან”, როგორცნაციონალებიამბობენ, “შიხიაშვილებიგაიქცნენ, თქვენ კი, ამ პარტიის წევრი არასოდეს ყოფილხართ და მაინც დარჩით...

- ჩემი ეს გადაწყვეტილება ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვას ნამდვილად არ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მთელ ჩემს შეგნებულ საქმიანობას  “ნაცმოძრაობას” უკავშირებს - ამ გუნდის მმართველობისას მაღალი თანამდებობა მეკავა, ამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა მის მმართველობას არასოდეს გავემიჯნები. იყო გარკვეული შეცდომები, გადაცდომები, დანაშაულიც და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ყველაფერი ეს გამოვლენილი არაა, დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. “ოცნებამ” დანაშაულებრივი ქმედებები აუცილებლად უსწრაფესად უნდა გამოიძიოს, დამნაშავეები გამოკვეთოს, ყველაფრს თავისი სახელი დაარქვას და როგორც მე, ასევე, ბევრი ნორმალური ადამიანი დამნაშავეებს ბუნებრივად გაემიჯნება და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ვის გაემიჯნონ, ცარიელ დეკლარირებულ განცხადებებს? სად არის გადაწყვეტილება რაფალიანცის საქმეზე, რომელმაც, სხვებთან ერთად, მეც შემძრა? ორი წელი საკმარისი არაა, რომ დამნაშავე გამოკვეთილიყო? რაფალიანცის მკვლელი ვერ უნდა იპოვონ? როგორ შეიძლება, მკვლელი დაფარო? თუ ციხეში მასობრივ წამებებზე საუბრობ, დაზარალებული ხომ არსებობს, რომელმაც იცის ვინ აწამა და მწამებელს ვერ უნდა მიაგნო? ეს ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ხელისუფლება საზოგადოებასთან პარტნიორულ ურთიერთობას დაიწყებს.

- საზოგადოებასთანპარტნიორული ურთიერთობისდეფიციტი თქვენს ხელისუფლებას უფრო ჰქონდა... ნაცმოძრაობისრებრენდინგზე უნდა გკითხოთ: გადახალისება იმას ნიშნავს, რომ ციხეში მყოფი მერაბიშვილი დაივიწყოთ და ჯერჯერობით ისევ პარტიის თავმჯდომარე სააკაშვილზეც უარი თქვათ?

- რებრენდინგის პირველი ეტაპი ბუნებრივად განხორციელდა. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ შეკითხვები მხოლოდ საზოგადოებას კი არა, დღევანდელ ხელისუფლებასაც ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალეს, ეს შეკითხვები ყველას დაავიწყდა და თაროზე შემოდეს საბრალდებო დასკვნები, გამოძიების მასალები გააქრეს... მაგალითად, შიხიაშვილი ბრალდებულია “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა, დააწინაურეს და ქალაქის თავი გახადეს...

- თუკი შიხიაშვილიქართუ ბანკისგაკოტრების საქმეში მონაწილეობდა, გამოდის, რომ თავის დროზენაცმოძრაობისდაკვეთას ასრულებდა...

- რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობაშიც” იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეცდომებს უშვებდნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება ხელისუფლებამ ინდულგენციად არ უნდა გამოიყენოს...

მოკლედ, რებრენდინგის პირველი ეტაპი ბუნებრივი ფილტრაცია იყო და ადამიანებმა, ვისაც საკუთარი წარსულის გამო კუდი ოდნავ მაინც ეწვოდათ, პარტია დატოვეს და “ქართულ ოცნებაში” ხელშეუხებლობის გარანტიით გადაბარგდნენ. ყველამ კარგად იცის, კონკრეტული სახელისა და გვარის მიღმა რა ბიოგრაფია დგას. ამიტომ, ადამიანი ლურჯს ჩაიცმევს თუ წითელს, ბიოგრაფია არ იშლება.

რაც შეეხება რებრენდინგის მეორე ეტაპს, ვფიქრობ, “ნაცმოძრაობის” მესვეურები შეცდომებზე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ და, რაც მთავარია, ამ შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა შევძლოთ. ამას ჩემს თავზეც ვამბობ და თუ ეს არ გაკეთდება, არანაირი რებრენდინგი არ გვიშველის!

- მერაბიშვილი რატომ დაივიწყეთ? ისიც ფილტრაციაში მოაყოლეთ?

- არა... ვერ მოვისმინე განაჩენი, სადაც მერაბიშვილი ბრალეული იქნება ადამიანების ხოცვა-ჯლეტვაში.

- სამაგიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაცნაციონალური კოშმარისაკუთარ მხრებზე გადაიტანეს...

- პოლიტიკოსებისა და ცალკეული ადამიანების მხრიდან ასეთი ძალიან ბევრი ინფორმაციაა გაჟღერებული, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი დაადასტუროს. ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს, თუ სად გადის ზღვარი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობასა და თანამშრომლების თვითნებობასა თუ თავხედობას შორის. მეც ვიცი ბევრი ადამიანი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს. ვიცი სამართლიანი პრეტენზიების შესახებაც, მაგრამ ეს საქმეები არ გამოძიებულა და ერთი დამნაშავეც არ დასჯილა. თუ ამ ადამიანებს არ დასჯი და სამაგალითოდ მხოლოდ პარტიის გენმდივანს გამოკვეთავ, ეს სამართლიანობის აღდგენა არაა.

- მიუხედავად იმისა, რომ ბოდიშის მოხდაც დაიწყეთ, ხალხი მაინცცოცხოსნებსგეძახით...

- ყველა პოლიტიკოსი, თუ მიესვლება, ხალხში უნდა გავიდეს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური რყევაა, როცა ამ ტიპის ქმედებებს გაბრალებენ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ძალიან მარტივია, როცა საზოგადოებაში გადიხარ და პირისპირ ესაუბრები. მერწმუნეთ, თუ კონკრეტული ადამიანის წინაშე ბრალეულობა არ მიგიძღვის, საზოგადოება იმაზე პასუხს, რაც არ ჩაგიდენია, არასოდეს მოგთხოვს, “ნაცმოძრაობის” მთავარი შეცდომა ის იყო, რომ თავის დროზე საზოგადოების ინფორმირებულობა არ მოახდინა, ბევრ დაუსაბუთებელ ბრალდებას არ უპასუხა და ჩათვალა, რადგან ხელისუფლებაშია, ვალდებული არაა, საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კი, ჩვენ, ყველამ უნდა შევძლოთ, დანაშაულის ჩამდენებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი რეპუტაცია ისევე დააზიანეს, როგორც - სხვების, გავემიჯნოთ!