შსს-ში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შსს-ში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამართალდამცავ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამართალდაცვით სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების კუთხით, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ამოცანაა იმ ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია, რომლებიც გამომდინარეობენ ევროკავშირთან სავიზო დიალოგის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებებიდან.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა. მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის არსებული ვითარება და შეათანხმეს მისი შემდგომი განვითარების გზები და მექანიზმები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.