უკრაინული კოშმარი და ქართული რეალობა

უკრაინული კოშმარი და ქართული რეალობა

უკრაინა კვლავინდებურად თვითგანადგურების გზას ადგას და ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მარშრუტიდან გადახვევას აპირებს. პირიქით _ დაიწყო კრიზისის ახალი, გაცილებით მძიმე სტადია, დანაკარგები გაიზარდა, ხოლო მშვიდობიანი დარეგულირების ალბათობა შემცირდა. რა მოხდება უკრაინაში ახლო მომავალში და რა დასკვნებს გამოიტანს ამ მოვლენებიდან ქართული პოლიტიკური ელიტა?

პრაგმატიზმს თავი არ სტკივა

ბოლო ხანს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით შეიცვალა. ემოციური განცხადებები «ევრომაიდნელების» და უპირობო მხარდაჭერით წარსულს ჩაბარდა. მთავრობა, სავარაუდოდ, ცდილობს, შედარებით ფრთხილი და კონსტრუქციული  პოზიცია დაიკავოს. გასულ კვირას «სიენენ»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა: «მინდა, ჩვენს მეგობარ უკრაინასა და უკრაინელებს მშვიდობა და სტაბილურობა ვუსურვო. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მალე აღდგება მშვიდობა და სტაბილურობა. ვერ ვეტყვი უკრაინის ხელისუფლებას, რომელ გზას უნდა გაჰყვეს მათი ქვეყანა, თუმცა ამისთვის უკრაინას საქართველოს მაგალითი აქვს. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მათ კარგი მაგალითი _ ერთი მხრივ, ჩვენ მივყვებით ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით. ამავე დროს კი, ჩვენ ვისწრაფვით რუსეთთან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ და თანამშრომლობისკენ. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და ჩვენ ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი უნდა გვქონდეს მასთან».

პრემიერმა აღნიშნარომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდესმისი თქმითქართულმა მხარემ დაამტკიცარომ კონსტრუქციულ მთავრობასკონსტრუქციულ ხალხს წარმოადგენს და ნორმალური დიალოგი აქვს ყველასთანმათ შორის რუსეთთანაც. «თავის მხრივ, ურთიერთობის ნორმალიზება ეტაპობრივად რუსეთმაც დაადასტურა. კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნით», _ განაცხდა ღარიბაშვილმა. მან, აგრეთვე, გამორიცხა მედიატორობა რუსეთსა და უკრაინას შორის: «ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, რადგან არ მაქვს პირდაპირი დიალოგი პრეზიდენტ პუტინთან, ამიტომ ვერ ვიქნები რუსეთ-უკრაინას შორის მედიატორი. ჩვენ ჯერაც საკუთარი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი რუსეთთან» (ინტერპრესნიუსი).

სხვათა შორის, ღარიბაშვილის ბოლო ფრაზაკრემლმა შეიძლება აღიქვასროგორცმინიშნება იმაზერომ ოფიციალური თბილისი სასურველად მიიჩნევს ორიქვეყნის ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას. თუმცა მთავარი აქ, ალბათ, სხვა რამ არის _ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, შესაბამისი რიტორიკით და ქვეტექსტებით, შესაძლოა, გაცილებით უფრო ახლოა ბერლინის და არა ვაშინგტონის მიდგომასთან. ეს მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან უთანხმოება აშშ-სა და გერმანიას შორის ბოლო დროს გაიზარდა, გაჩნდა ერთგვარი ნაპრალი, რომლის ამოვსება ჯერჯერობით შეუძლებელი ჩანს. თუ რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარებს შეიყვანდა, ეს დასავლელი მოკავშირეების კონსოლიდირებას მოახდენდა, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბერლინი ინარჩუნებს შესაძლებლობას, არ დაწვას «აღმოსავლეთის ხიდები» და ეძებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით დაარეგულირებს. ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაში მნიშვნელოვან ადგილს სწორედ აშშ-გერმანიის (უფრო ფართოდ კი _ ევროკავშირის) წინააღმდეგობებზე თამაში იკავებს. ამ სიტუაციაში აღმოსავლეთ ევროპის სუსტი ქვეყნები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგებიან: ან ვაშინგტონის რუპორის როლი შეასრულონ, ან ბერლინის პოზიციას მიემხრონ. ეს საკმაოდ რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული არაა, თუმცა სხვაობა ნიუანსებში, ამ შემთხვევაში, პრინციპულ ხასიათს ატარებს.

სააკაშვილის ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში ვერ ხედავდა სხვაროლს საქართველოსთვის, «ვაშინგტონის ტროას ცხენის» გარდაის ორიენტირებული იყო პოლონეთისა (კაჩინსკის პერიოდიდა ბალტიისპირეთის მთავრობების ქცევის მოდელზესაიდუმლო არავისთვის არის, რომ, მეგობრული რიტორიკის მიუხედავად, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში მაშინ ლამის «გამყინვარების პერიოდი» დაიწყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა _ მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის ნაწილი კვლავინდებურად ინარჩუნებს ორიენტაციას ვაშინგტონური ისტებლიშმენტის რადიკალურ ფრთაზე (და არა იმ ჯგუფებზე, რომელთაც ობამას ადმინისტრაცია ეყრდნობა), ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუწყოს დაახლოებას გერმანიასთან, რომელშიც ხედავს არა იმდენად დონორს (თუმცა არც უამისობაა), რამდენადაც საკვანძო შუამავალს რუსეთთან ურთიერთობაში. 

თავი დავანებოთ შორეული 1918 წლის ამბებსროდესაც კაიზერის გერმანიამ გზაგადაუღობა თავისი თურქი მოკავშირეების შემდგომ წინსვლას სამხრეთკავკასიაშიგავიხსენოთ თუნდაც ბოდენისა და შტაინმაერის სამშვიდობო გეგმები. მათი პრეზენტაციის პერიოდში გერმანელი დიპლომატების წინადადებები არასაკმარისად და არასრულყოფილად გვეჩვენებოდა, აგვისტოს ომის შემდეგ კი კონფლიქტების დარეგულირების ეს სქემები სანატრელი გაგვიხდა. მარტივად რომვთქვათ, 2008-შიბოლო მომენტშიგერმანელებს ჩვენი გადარჩენა შეეძლოთ,მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა გოროზად უარი თქვა სამაშველო რგოლზე(სამშვიდობო გეგმასა და თანმდევ შუამავლობაზე). გვაქვს თუ არა იმის ფუფუნებარომ სამშვიდობო დარეგულირების ამ უზარმაზარ (პირობითად, «გერმანულ») რესურსზე უარი კიდევ ერთხელ ვთქვათ?

ცხადია, მანევრირება სამკუთხედში «ვაშინგტონი-მოსკოვი-ბერლინი» მკვეთრ მოძრაობებს გამორიცხავს,. თუმცა უდავოდ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება (ფრთხილად, მაგრამ მაინც) გამოხატავს პოზიციას, რომელიც, ასე თუ ისე, ახლოა გერმანული საგარეო პოლიტიკის სულისკვეთებასთან (მოჰყვება თუ არა ამას ბერლინის ხედვის გაზიარება ევროპა-რუსეთის ურთიერთობის მომავალზე, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია) და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, წინამორბედისგან განსხვავებით, უარს ამბობს მკვეთრ კონფრონტაციულ რიტორიკაზე. კაცმა რომ თქვას, ამ რიტორიკას მხოლოდ ის უნდა მიმართავდეს, ვისაც კონფრონტაციის თავი აქვს. ჩვენ მშვენივრად გვახსოვს, სანამდე მიგვიყვანა ამ მხრივ სააკაშვილის «ხტუნაობამ», რომელსაც სერიოზულად მხოლოდ მისი მიმდევრები აღიქვამდნენ, დანარჩენი მსოფლიოსთვის ის, უბრალოდ, სასაცილო იყო. მოკლედ, მთავრობა, ტაქტიკური შეცდომების მიუხედავად, განხილულ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სწორ გზას ადგას და იმედია, ასე გააგრძელებს. 

საინტერესოარომ ბოლო დროს «ნაციონალების» რიტორიკა უკრაინასთანდაკავშირებით ერთობ გაუფერულდა და ნაწილობრივ გათავისუფლდაისტერიული ენთუზიაზმისგანშესაძლოაამის მიზეზი ისაარომ სააკაშვილს დამისი ჯგუფის წევრებს კიევში მიანიშნესრომ მათი რადიკალური ხასიათისრჩევები დიდად არავის სჭირდებათუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რაც უნდა გააკეთონ «ნაციონალებმა» უკრაინაში, განსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლიან _ პრობლემების მასშტაბი მათ ინტელექტუალურ რესურსს აშკარად აღემატება.

აღმოსავლეთის ფრონტზე ცვლილებებია

ომი გრძელდება. შესაძლოაუკრაინის ახალ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ჰქონდა იმედირომ ქვეყანას «მშვიდობის მტრედად» მოევლინებოდა,დაამშვიდებდა და გააერთიანებდა მასმაგრამ შეიარაღებული დაპირისპირების ინერციამმისმა ლოგიკამ საპირისპირო მიმართულებით უბიძგაისუბრალოდ,ერთ-ერთი მეომარი მხარის ლიდერად იქცარომელსაც პრობლემები მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ აქვს.

უკრაინის არმია კვლავინდებურად ინარჩუნებს უდიდეს უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში. მას ჯერ კიდევ აქვს ყველა დასახლებული პუნქტიდან ამობოხებულების განდევნის შანსი, მაგრამ ის თანდათან მცირდება _ წინააღმდეგობა სულ უფრო მედგარი და ორგანიზებული ხდება. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებდით ჩვენს სარდლობას არასწორი გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის, რასაც დღეს უკრაინული გენშტაბი სჩადის, ქართველ გენერლებს აზრადაც არ მოუვიდოდათ. ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად იდიოტური დირექტივები კიევიდან და მეთაურების უნიათობა უკრაინელ სამხედროებს სამხრეთ-აღმოსავლეთში უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

თუ თვე-ნახევრის წინ საბრძოლო მოქმედებების ერთი დღე უკრაინას 2, მაქსიმუმ 3, მილიონი დოლარი უჯდებოდაამჟამადექსპერტების შეფასებითამ მაჩვენებელმა 5 მილიონ დოლარს გადააჭარბახარჯები ძალიან სწრაფად იზრდებაზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევსრომროდესაც ის დღეში 10 მილიონ დოლარს მიაღწევსკიევი იძულებული გახდებადათანხმდეს ზავსთუნდაც  მძიმე პირობებით ან ოპერაციების მასშტაბის მკვეთრად შეზღუდვითრათა თავიდან აიცილოს უკრაინული სახელმწიფოს და მისი სამხედრო მანქანის სწრაფი კრახი. ეს, ცხადია, არ არის ერთადერთი ნეგატიური ფაქტორი. მაგრამ, ძველი გამოთქმის არ იყოს, ომის წარმოება, უპირველესად, მოითხოვს «ფულს, ფულს და ფულს», რომელიც წინასადეფოლტო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას არ აქვს. ამას ემატება ტოტალური კორუფცია და ლოჯისტიკის მართლაც რომ აფრიკული სტანდარტები _ სამხედროების ნაწილი წინა ხაზზე ჯავშანჟილეტების გარეშე იმყოფება, ყველაზე დრამატულ მომენტებში ხშირად მომარაგების გარეშე რჩება, უკრაინის ცენტრალური(!) ჰოსპიტალი ეხვეწება მოსახლეობას, დაჭრილებისთვის წამლები მოიტანოს და ა. შ.

სლავიანსკთან არტილერიის კონცენტრაციამ და მისმა აქტიურმა გამოყენებამ საბოლოოდ მისცა შესაძლებლობა უკრაინულ არმიას, ქალაქი დაეკავებინა, მაგრამ ამას ერთობ პარადოქსული შედეგი მოჰყვა. ცნობილმა საველე მეთაურმა იგორ სტრელკოვმა პრაქტიკულად უპრობლემოდ გაარღვია ალყა და თავისი რაზმით დონეცკში გადაინაცვლა. ადრე დონეცკში  სახელისუფლო სტრუქტურების მნიშვნელოვან ნაწილს ოლიგარქ რინატ ახმეტოვთან დაკავშირებული ძალოვანები და ოფიციალური პირები აკონტროლებდნენ, ნაწილს კი მეამბოხეების რადიკალური ფრთა. არაერთი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ახმეტოვი, თავისი კადრების მეშვებით, ამზადება ნიადაგს დაზავებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან (პრინციპით: «იურისდიქციის აღიარება _ რეგიონის უფლებების გაფართოების სანაცვლოდ»; საუბარი, სავარაუდოდ, ეხებოდა დაახლოებით ისეთივე «ოლიგარქიული რესპუბლიკის» შექმნას, როგორიც იგორ კოლომოისკიმ დნეპროპეტროვსკში ჩამოაყალიბა). სტრელკოვის დაბრუნებამ დონეცკში სიტუაცია შეცვალა. მან, სლავიანსკელ მებრძოლებზე დაყდნობით, ხელისუფლების კონსოლიდირება მოახდინა და «ახმეტოველების» პოზიციები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამის შემდეგ დაიწყო ამბოხებულების აქტიური იერიშები მძიმე მდგომარეობაში მყოფ უკრაინულ დაჯგუფებებზე (დონეცკის აეროპორტი, საურ-მოგილას მიდამოები და ა. შ.) უკრაინელმა ძალოვანებმა საპასუხოდ წამოიწყეს იერიში ლუგანსკთან ჯავშანტექნიკის მასირებული გამოყენებით, სადაც ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით გრძელდება. მსხვერპლი ორივე მხრიდან ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინელი სამხედროების წინაშე დადგა დონეცკის მჭიდროდ დასახლებული უბნების მასირებული საარტილერიო დაბომბვისა და უმძიმესი შტურმის პერსპექტივა, რომელიც, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, უდიდეს დანაკარგებს უკავშირდება. კიევისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა შეთანხმება ახმეტოვთან, თუმცა ამ ეტაპზე ის საეჭვოა, რადგან დონეცკში სტრელკოვი და მისი თანამოაზრეები დომინირებენ.

აგონიას ბოლო არ უჩანს

სანამ სტრელკოვი დონეცკში მეამბოხეთა ძალებს აკონტროლებდა, კიევში საპირისპირო რამ ხდებოდა. პეტრე პოროშენკო და ზოფიერთი ოლიგარქი  აშკარად დაუპირისპირდა იგორ კოლომოისკის, მათ შორის დაუფარავი მედიაომი დაიწყო. კოლომოისკი აკონტორლებს უკრაინული პოლიტიკური ელიტის ნაწილს და აფინანსებს მთელ რიგ ბატალიონებს სამხრეთ-აღმოსავლეთში (შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი კერძო არმიაა, რომელსაც უკრაინელ სამხედროებთან საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს; ისინი ხშირად ცვლიან ბრალდებებს «განსაცდელში მიტოვებასთან» დაკავშირებით). მიუხედავად იმისა, რომ კოლომოისკის სეპარატისტული ლოზუნგები არ გამოუფენია, მან დნეპროპეტროვსკის და მიმდებარე რაიონების ფაქტობრივ რეცესიას მიაღწია. ცენტრალური ხელისუფლებისა და მის მიერ დანიშნული მოხელეების გავლენა იქ ძალზე ფარდობითია, ფაქტობრივად, სიმბოლური. ამ ფაქტორის განეიტრალების გარეშე, პოროშენკო ვერ მოახდენს სახელისუფლო ბერკეტების კონცენტრირებას, რომელიც აუცილებელია ომის წარმატებული გაგრძელებისთვის. არის სხვა ფაქტორებიც: კოლომოისკის «ოლიგარქიული რესპუბლიკა» დონეცკის კლანების აქტივების სრული მისაკუთრებისკენ მიისწრაფვის და საბოლოოდ დაარღვევს ძალთა ბალანსს სხვადასხვა გავლენიან ჯგუფს შორის, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების სტაბილურობა. ასეა თუ ისე, უკრაინის მმართველი ელიტის შიგნით გაჩნდა ბზარი და კონფლიქტის გაღრმავება შეიძლება დასრულდეს, როგორც სრული ქაოსით, ისე დიქტატრული რეჟიმის ჩამოყალიბებით. ეს კი ძალზე სევდიანი ფინალი იქნება «მაიდნისთვის», რომელიც დემოკრატიულ ლოზუნგებს აფრიალებდა.

ამგვარადსლავიანსკის დაკავებას ერთობ უცნაურად მოჰყვა ამობოხებულების ძალთა კონსოლიდირება და დაპირისპირება უკრაინის მმართველ ელიტაშირაცშეეხება პროპაგანდისტულ ეფექტსის ნაწილობრივ ნიველირებული იქნა 11ივნისის მოვლენებითროდესაც ამბოხებულების «გრადებმა» ათეულობით უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირეს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, მსხვერპლი შეიძლება ასს აღემატებოდეს). სამხედრო თვალსაზრისით, სლავიანსკის დაკავებამ, მიუახლოვა უკრაინელი სამხედროები დონეცკს, მაგრამ ვერ გადააწყვეტინა მნიშვნელოვანი ამოცანები: რუსეთ-უკრაინის საზღვრის სრული გაკონტროლება, კონფლიქტის ზონის სამხრეთში, ფაქტობრივად, ალყაშემორტყმული უკრაინული ქვედანაყოფების დებლოკირება, ლუგანსკსა და დონეცკს შორის კომუნიკაციების გაწყვეტა და ა. შ. რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღარზეა, საფრთხე ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს ემუქრება. სამშვიდობო შეთანხმების ალბათობა მცირეა, მხარეთა ხედვა ძალზე შორია ერთმანეთისგან, ისინი თავს კუთხეში მიმწყვდეულად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ გრძნობენ და, სავარაუდოდ, შეეცდებიან, ახლო მომავალში გადამწყვეტ სამხედრო წარმატებებს მიაღწიონ. ომი გრძელდება და უკრაინა იხდის ძალიან მაღალსაფასურს მისი ელიტის მრავალწლიანი დეგრადაციისა და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობისთვისმსოფლიო კი ძველი უკრაინის აგონიას უყურებს და ჯერჯერობით არავინ იცისდაიბადება თუ არა საერთოდ ახალი უკრაინა და როგორი იქნება ის.