მიშას კარის მომღერლების აქცია, ანუ ჭამა ხომ გვინდა და რა ვქნათ?!

მიშას კარის მომღერლების აქცია, ანუ ჭამა ხომ გვინდა და რა ვქნათ?!

გახსოვთ, ალბათ, 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიშას კარის მომღერლების მიერ გამართულ კონცერტზე როგორ უმღერა მერაბ სეფაშვილმა პარტერში მჯდომ, სიამოვნებისგან გაბადრულ «გადამდგარ» სააკაშვილს: «გაიმარჯვებ იცოდეეე, ჩემო ვაჟკაცოო!», ამისთვის ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის რისხვა გამოიწვია, რომელსაც დღესაც ყურში ჩაგვესმის მერაბ სეფაშვილის, ამ უდავოდ ნიჭიერი და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შესანიშნავი მომღერლის «თეთრი რაში» თუ სხვა ჰიტები...

ლელა წურწუმია, სტეფანე და ქართული ესტრადის სხვა «ვარსკვლავები», რომლებიც ცოტა ხნის წინათ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ოსანას უმღეროდნენ და წარბიც არ უტოკდებოდათ რეჟიმის ჯალათების მიერ ჩადენილ არაადამიანურ სისასტიკეზე, ე. წ. მშვიდობის ხიდზე შეიკრიბნენ «ნაცმოძრაობის» ერთ-ერთი შავრაზმელის, გიგი უგულავასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობამ შვებით ამოისუნთქა ვირის აბანოში თბილისის ყოფილი მერის გამწესების გამო.

ქართული ესტრადის «პრიმადონა» წურწუმია იმ ხიდზეც ისე გამოირჩეოდა გიგი უგულავასადმი აღტკინება-სიყვარულით, როგორც ე. წ. სამთავრობო მომღერალთა შორის გამოირჩეოდა სიბრმავე-სიყრუით «ნაცების» მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების მიმართ. მაგრამ, ვიდრე მამულიჩას კნეინას ტირადიდან  ამოგირჩევთ «მარგალიტებს», სჯობს, დავფიქრდეთ _ რა დაგვემართა, ეს რა უბედურება გვჭირს.

ჩამოვთვალოთ ნაცტერორის დროს შექმნილი «მიშას კასტის», გნებავთ, «მიშას კარის მომღერლები», რომელთა მოსმენა კაცს სიკვდილს განატრებინებდა:

მერაბ სეფაშვილი, რომელმაც, იმის გამო, რომ სააკაშვილს «ჩემი გმირი გიწოდე» უმღერა, სამუდამოდ მოიჭრა ქართველი მსმენელის გულებისკენ მავალი გზა; ეკა კახიანი და მისი ასული ნინი ბადურაშვილი, რომელმაც სისხლით მორწყულ რუსთაველზე ისე უმღერა ქართველთა სისხლით გაუმაძღარ სააკაშვილს, რომ წარბიც არ შერხევია; ნიკოლოზ, ახლა რაჭველი, ადრე მემანიშვილი, ბუბა კიკაბიძე და სოფო ნიჟარაძე, რომლებმაც მანამდე არ გააგდეს ხელიდან «დირიჟორსკაია პალოჩკა» და მიკროფონი, ვიდრე სცენაზე ცოცხებით არ შეუვარდნენ და არ ჩაუშალეს «ვერის უბნის მელოდიების» რიმეიქი; და, რა თქმა უნდა, დუტა სხირტლაძე და ოთარ კობერიძე, რომლებიც ვოკალური მონაცემების გარეშეც «მიშას კასტის» უმნიშვნელოვანესი წევრები არიან. პირველი _ დუტაუცვლელი წამყვანი იყოსააკაშვილის სამთავრობო კონცერტებისახოლო კობერიძე (კიკაბიძესთან ერთად)დღესაც ლამის მესიად გვისახავს მსოფლიოში სიმხდალით განთქმულ იდიოტს.

ეს მიშას კარის მომღერლები ნორმალურ საზოგადოებას 2012 წლის ოქტომბერშიუნდა «ჩაერეცხა» (როცაუკაცრავად ჟარგონისთვის, «დაერხა» «ნაციონალურმოძრაობას» და მის შეურაცხად ბელადს), მიუხედავად იმისარომთვალთმაქცურად ლუღლუღებდნენ: «მე პოლიტიკაში არ ვერევი», «მე პოლიტიკაარ მესმის», «პოლიტიკა არ მაინტერესებს»...

ახლა ისიც ვთქვათ, როგორ «არ ერეოდნენ» პოლიტიკაში: გახსოვთ, ალბათ, 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიშას კარის მომღერლების მიერ გამართულ კონცერტზე როგორ უმღერა მერაბ სეფაშვილმა პარტერში მჯდომ, სიამოვნებისგან გაბადრულ «გადამდგარ» სააკაშვილს: «გაიმარჯვებ იცოდეეე, ჩემო ვაჟკაცოო!», ამით ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის რისხვა გამოიწვია, რომელსაც დღესაც ყურში ჩაგვესმის მერაბ სეფაშვილის, ამ უდავოდ ნიჭიერი და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შესანიშნავი მომღერლის «თეთრი რაში» თუ სხვა ჰიტები...

ნამდვილად არ მინდა ე. წ. საკანი #5-ის აქციის გადაჭარბებით შეფასება, მაგრამ გაჩუმებაც არ ივარგებს. «უცნობის» პერფორმანსმა სერიოზული რყევები გამოიწვია «ნაცების» ბანაკში, მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა შეგახსენოთ _ «უცნობის» მიერ საკანში«შეტყუებულთაგან» ზოგმა გაუძლო «განაბის როლში შესული» გია გაჩეჩილაძისპრესს და დივიდენდებით გამოვიდა «სვაბოდაზე», ზოგმა კი აშკარად ჩაისვარადა ამ ჩასვრილთაგან ერთ-ერთი სწორედ მერაბ სეფაშვილი იყოზემოთ ნახსნები«რკინისებური» არგუმენტების გამო!

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იყომცდელობა მიშას კარის მომღერლების და მიშასგან შერისხულების შერიგებისა.მახსოვსიმ გადაცემაში მერაბ სეფაშვილს ჭკუა ეყო და «ვერ მივიდა», ხოლო ვინცმივიდა სექტანტთაგანიყო ეკა კახიანირომელსაცსეფაშვილისგანგანსხვავებითჭკუა არ ეყო და ზემოხსენებულ რკინისებურ არგუმენტებს _ «არვიციარ მაინტერესებსარ ვერევი» _ ერთი მიწიერი დააქედან გამომდინარე,გასაგებ-მისაღები არგუმენტიც დაუმატა: «ჩემი პროფესია სიმღერაა და რა მექნა,ჭამა ხომ მინდოდა?!»

მართლაც, რა უნდა ექნა? და არა მხოლოდ ეკას... მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა კი დავუბრუნდეთ ე. წ. მშვიდობის ხიდზე შემდგარ მიშას მომღერლებს, რომლებიც «მეგობარი» გიგი უგულავას დაცვით შეურაცხგვყოფენ ქართველ საზოგადოებას...

მამულიჩას კნეინას თქმით, თურმე იმ ხიდიდანაც ჩანს გიგი უგულავას ნაღვაწი _ გაბრდღვიალებული ნარიყალას სახით. მერე რა, რომ ეს ხიდი სააკაშვილ-უგულავას ბანდის ვოლუნტარიზმის მკაფიო მაგალითია! მიშას «ვარსკვლავების კასტას» ეს არ აინტერესებსმათთვის მთავარიაჭამონ...  ჭამა ხომ უნდათ და რა ქნან?!

ბოლოს და ბოლოს, რაღაც კარგი ხომ გაკეთდაო, და მაგალითად ისტორიულ რიყეზე გაჩხერილი ორი მახინჯი «ტრუბა» მოიყვანა ხიდზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილემ, რუსთაველის თეატრის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ჩიქობავამ, _ თქვენ შიგნით არ გინახავთ, რა არის, ასეთი დარბაზით ევროპაც იამაყებდაო და, საერთოდაც, მადლიერების გრძნობა უნდა გვქონდეს «დიადი ტანადის» მიმართო, _ დაგვამუნათა უმადური ქართველები...

მარინე საღარაძეც ყოფილა მსახიობთა და, რაც მთავარია, უგულავას ხიდის მეგობართა ამქარში _ მისი სამსახიობო ტალანტის შესახებ არაფერი ვიცი. თუ ცხონებული გურამ საღარაძის ქალიშვილია, გავჩუმდები, მაგრამ იძულებული ვიქნები, გურამ საღარაძის ლექსაობა გავიხსენო რუსთაველზე იმ ღამეს, როდესაც წაგებულ ომში გამარჯვებას ზეიმობდა ჰალსტუხჭამია და მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი!

ლელა წურწუმიამ, _ რა პრივილეგიებიწელიწადში სულ 2 სამთავრობოკონცერტი გვქონდა _ ახალ წელს და თბილისობასო(?!). დავუშვათ მართლა ასეიყომაგრამ მასზე არანაკლებ ნიჭიერ შემსრულებლებს სამოქალაქო პოზიციისადა პოლიტიკური თვალსაზრისის გამო არსად რომ არ აჭაჭანებდნენამაზე რატომარ უჩნდებოდა პროტესტი?

ვის ჰქონდა პრივილეგიები და ვის _ არა, ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ზუმბას ინიციატივით გადაღებული კლიპი «გამარჯობა, აფხაზეთო შენი» _ ზოგს იქ მონაწილეობის პატივი და მსუყე ჰონორარი ერგო, ზოგს კიდევ _ ღირსების ორდენი... ჰოდა, მათ, აგრეთვე,  მიშას სექტანტების გასაგონად ვამბობ: სამართლიანობის არაღდგენით ისედაც გაღიზიანებულ ქართველებს კიდევ ნუ გვიჩიჩხინებთ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ «არ იცოდით, არ გესმოდათ, არ ერეოდით და აბა, რა გექნათ, ჭამა ხომ გინდოდათ», სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის თანამონაწილენი თქვენცა ხართ და ქართველი საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი! ისე ნუ იზამთ, რომ იმ ხიდიდან მტკვარში გიკრან თავი ან თქვენი ბელადის მიერ გმირთა მოედანზე აღმართულ სტელაზე შემოგსვან!

იმ ევროპაშირომლისკენაც ვიწრაფვითკერძოდგერმანიაშიმეორე მსოფლიოომის დაწყებამდე ორი დიდი ვარსკვლავი მოღვაწეობდა _ მარიკა როკი დამარლენ დიტრიხიპირველმა ბოლომდე უმღერ-უცეკვა ფიურერსხოლო მეორემდროზე გაასწრო ამერიკაში და თავისი შემოქმედებით იქიდან ებრძოდაჰიტლერის რეჟიმს.

მარიკა როკი ადოლფ ჰიტლერის კახპას სახელით შევიდა ისტორიაში, ხოლო მარლენ დიტრიხი _ როგორც დიდი მსახიობი!

ეს ისე, ცნობისთვის...


P.S. «აბა, რა მექნა, ჭამა ხომ მინდოდა»...  ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს, სანდრო გირგვლიანსა და ქუჩებში ჩაცხრილულ ათობით ბიჭსაც უნდოდა ჭამა-სმა და, უბრალოდ, სიცოცხლე, მაგრამ...