“ნაციონალების”, “გე-რე-უ”-ს, იარაღის 7 ბარონისა და შაქრო კალაშოვის კრიმინალური მაქინაციები

“ნაციონალების”, “გე-რე-უ”-ს, იარაღის 7 ბარონისა და შაქრო კალაშოვის კრიმინალური მაქინაციები

ამბავი, რომელიც დოკუმენტებითაა გამაგრებული და რომელსაცქართულ სიტყვასუშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე უყვება, ამერიკულბოევიკსჰგავს, რომელშიც მხოლოდ ბარონები, კრიმინალები და აგენტები კი არა, ისეთი სახელმწიფო ფიგურებიც მონაწილეობენ, მაგალითად, როგორიც იორდანიის მეფე აბდალა მეორეა. მოკლედ, ლაპარაკია იარაღის უკანონო ბიზნესის საერთაშორისო სინდიკატზე, რომლის ერთ-ერთი რგოლიც, ქართველი სპეცსამსახურელის ოპერატიული მასალების მიხედვით, საქართველოა. “ნაცმოძრაობისცნობილ სახეებთან ერთად, კონსტანტინე ფორჩხიძე .. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს, იგივეშაქრო მალადოისაცახსენებს და აცხადებს, რომ მზადაა, სამართალდამცავებთან ითანამშრომლოს და მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს. “სახეზეა სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომლის დამტკიცებაც შესაძლებელია - თავდაცვის სამინისტროდან 2004-დან 2012 წლამდე გაფორმებული ყველა დოკუმენტაცია ამოიღონ, რომელიც იარაღის შესყიდვას ეხება. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ბერძენიშვილმა აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშესთან თავის დროზე აღიარა, რომ საქართველომ 57 მილიონი გადარიცხა, მაგრამ შუამავალმა კომპანიამ პირობა არ შეასრულა და ტანკები არ შემოიყვანა. არ შეიძლება, ბერძენიშვილი დაიბარონ და ჰკითხონ, “ბელტრეიდინგთანხელშეკრულება ვინ გააფორმა? თუ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მე შემიძლია - იქ დამაბრუნონ, საიდანაც მერაბიშვილმა გამაგდო და ნახავენ, გამოძიება როგორ უნდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და იარაღისა და ნარკოტრაფიკის პოლიგონად არ უნდა იქცეს. ამის თავიდან აცილება კი, ძალიან მარტივია. არც ისაა რთული, ის პიროვნებები გამოავლინონ, ვისაც ყველაფერ ამასთან შეხება ჰქონდა”, - ამბობსქართულ სიტყვასთანსაუბრისას ფორჩხიძე და დასძენს, რომ ინფორმაცია, რომელიც ქართულ პრესაში პირველად ქვეყნდება, პირველ რიგში, პრეზიდენტყოფილ მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას გააღიზიანებს...

- ბატონო კონსტანტინე, ვარაუდობდით, რომნაცმოძრაობა”, ყოველ შემთხვევაში, ყოფილი მმართველი გუნდის გარკვეული ფრთა მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნას შეეცდებოდა, თუმცა ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ფოტოსურათები ვრცელდება, რომლებზეც პრეზიდენტყოფილი და თითქმის ყველა ხმაურიანინაციონალიააღბეჭდილი. მეტიც, სააკაშვილი კიევში პარტიულ თათბირებსაც მართავს. რა ხდება?

- “ნაცმოძრაობის” ძირითადი ფრთა სააკაშვილს ნამდვილად არ ემიჯნება. მეტიც, მიშა “ნაციონალების” საპარლამენტო ლიდერებს მოძღვრავს კიდეც. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ კიევში გამართულ ამ შეხვედრას გიგა ბოკერია არ ესწრებოდა. კიევში გამართულ შეხვედრაზე, ალბათ, იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც “ნაცმოძრაობა” საქართველოში აპირებს. საამისოდ კი უკრაინას, როგორც ძირითად ფორფოსტსა და დასაყრდენს იყენებს.

- სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის იმდენად მისაღები რატომაა, რომ ყველაფრის საშუალებას აძლევს?

- იცით, რატომ არის? - ის სქემები და კონტაქტები, რომლებიც იარაღით ვაჭრობის მაფიოზურ კლანთანაა დაკავშირებული, უკრაინაში დღემდე შენარჩუნებულია.

- რას გულისხმობთ?

- არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იარაღის უკანონო ბიზნესი, რომელიც 2004-დან 2011 წლამდე არსებობდა, ჩანაცვლებული პირებით, დღესაც გრძელდება და “ნაცმოძრაობა” უკრაინიდან აკონტროლებს. საერთოდ, იარაღის ძირითადი ბაზა უკრაინაა.

- იმის თქმა გინდათ, რომ საქართველო იარაღის უკანონო ბიზნესში ახლაც მონაწილეობს?

- დიახ, ოღონდ ყველაფერ ამას უკრაინიდან “ნაცმოძრაობა” აკონტროლებს.

- ვთქვათ, ასეა, მაგრამ კიევში პარტიული შეკრებების გამართვა რაღა საჭიროა?

- ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტებიც აქვს - საქმე მომავალ პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს. გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, ახალგაზრდების პატარა ჯგუფი - “დროა” გამოჩნდა, რომელიც, თუკი დაფინანსების არხებს არ გადაუკეტავენ, გაიზრდება. “დროა” ცნობილ “პორას” მაგონებს, რომელიც საქართველოში “კმარას” სახელით მოგვევლინა, ანუ იგივე სქემა ამუშავდა, რომელიც “ვარდების რევოლუციას” უძღოდა.

- მაშასადამე, ლოგიკა იქითკენ მიდის, რომ გიგი უგულავამ დაჭერის პროვოცირება მოახდინა?

- კი, რა თქმა უნდა. უგულავას ჰგონია, დაპატიმრება პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს... ყველაფერი ეს ხალხზე გათვლილი პიარია.

- ეს სცენარი კიევში დაიწერა?

- კიევში მხოლოდ ეს კი არა, სხვა სცენარებიც დაიწერა. საერთოდ, უკრაინაში ის ცენტრი და პიროვნებები მუშაობენ, ვინც იარაღის უკანონო ბიზნესში არიან ჩართულნი. ამერიკული პოლიტიკის ამ ნეოკონსერვატიულ ფრთას პრობლემები თავად აშშ-ში აქვს. ბრიუს ჯექსონის ბოლო განცხადებები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ამერიკული ვიზიტებით ნეოკონსერვატორები გაღიზიანებულები არიან. საერთოდ, აშშ მხოლოდ ნეოკონსერვატიული ფრთა არ არის, თეთრი სახლი “ოცნების” ხელისუფლებას მხარს აბსოლუტურად უჭერს. ისე, ამერიკელებს ევროპელ კოლეგებზე გავლენა რომ არ მოეხდინათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ დაჩქარდებოდა, ანუ ყველაფერ ამაზე გავლენა აშშ-ში ღარიბაშვილის წარმატებულმა ვიზიტმა და ამერიკული პოლიტიკის დემოკრატიულმა ფრთამ მოახდინა.

- თუკი კიევი ჩვენებურინაციონალებისადა ამერიკელი ნეოკონსერვატორების კოლაბორაციონისტულ ცენტრად იქცა, ამის შესახებ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ არ იცის?

- უკრაინის ახალი ხელისუფლებაც დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია და ყველას დიდი ფული აერთიანებს.

- დიდი ფულის მთავარი არტერია იარაღის მაფიაა?

- რა თქმა უნდა და ამ მაფიაში მთავარ როლს “უკრსპეცექსპორტი” ასრულებს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლისგანაც 2004-დან 2012 წლამდე საქართველო იარაღს ყიდულობდა.

საერთოდ, იარაღის უკანონო ბიზნესი, გაერო-ს მონაცემებით, იარაღის ვაჭრობის 25 პროცენტს შეადგენს და ამ საქმიანობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფება წელიწადში 5-დან 10 მილიარდი დოლარის მოგებას ნახულობს. აღნიშნული უკანონო ბიზნესის ძირითადი მმართველები ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები არიან. ასევე, ცნობილია, რომ ამ ბაზარს, სხვადასხვა დროს, იარაღის 7 ბარონი აკონტროლებდა. ესენი არიან: ბუტი, მინინი, დუდარევ-ანდერსენი, გაიდამაკი, გარბერი, რაბინოვიჩი და მოგილევიჩი. ბუტი, მინინი და დუდარევ-ანდერსენი დაკავებულებიც იყვნენ, არკადი გაიდამაკი კი, რამდენიმე თვის წინ, შვეიცარიაში აიყვანეს და მისი დაკავება საფრანგეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაჭერასა და სასამართლო პროცესს დაემთხვა. დაკავებულები, ბუტის გარდა, ციხეში უმნიშვნელო სასჯელით გაუშვეს. მაგალითად, მინინს 2 წელი მისცეს, დუდარევ-ანდერსენს კი, - 2 წელი და 10 თვე. სხვათა შორის, იარაღის ამ ბარონების დაკავება კურიოზულად მოხდა: მინინი, რომელიც ოფიციალურად სასტუმრო “ევროპის” მფლობელია, 2000 წლის აგვისტოში, მილანის პოლიციამ, მეძავების გარემოცვაში, “კოკაინის” ზემოქმედების გამო დააკავა. მინინს 120 გრამი “კოკაინი” და დოკუმენტებით სავსე კეისიც აღმოუჩინეს. სწორედ ამ დოკუმენტებით მტკიცდება, რომ სასტუმრო “ევროპის” მფლობელი ლიბერიას, სიერა-ლეონესა და კოტ-დიუვარს იარაღით ამარაგებს.

- ეს უკანონობაა?

- რა თქმა უნდა, რადგან სამივე ამ ქვეყანას გაერო-სგან ემბარგო აქვს დადებული. ყოველივე ზემოთქმულის გარდა, პოლიციამ მინინს 150 ათასი დოლარი და 500 ათას დოლარად შეფასებული აფრიკული ალმასები უპოვა. ეს ტიპი, ერთდროულად, რუსეთის, ჩილეს, ისრაელისა და ბოლივიის მოქალაქეა და ე.წ. შენგენის ზონაში ყოფნა ეკრძალებოდა.

- ეს ვინმე მინინი იარაღის უკანონო ბიზნესის ქართულ ფრთასთან კავშირშია?

- დიახ, არის. მან დასავლეთ აფრიკის ქვეყნების იარაღით უკრაინიდან მომარაგების არხი “გაჭრა” და მხოლოდ 1999 წელს 70 ტონამდე იარაღის რეალიზაცია მოახდინა. მინინის ერთ-ერთი კლიენტი სიერა-ლეონეს “გაერთიანებული რევოლუციური ფრონტი” იყო, რომელმაც 1999 წელს სიერა-ლეონეს დედაქალაქში, სწორედ ამ რუსულ-უკრაინული იარაღით 6 ათასი უდანაშაულო ბავშვი და ქალი ამოხოცა.

- რითი მტკიცდება, რომ მინინი იარაღის ბარონია?

- დოკუმენტებმა, რომლებიც წეღან ვახსენე, ნათელყო, რომ მინინი იარაღს ყიდულობდა (ან მას აწვდიდა) უკრაინის სახელმწიფო კომპანია “უკრსპეცექსპორტი”, რომლისგანაც იარაღს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძენდა. დოკუმენტები, ერთი შეხედვით, წესრიგში იყო - უკრაინულ კომპანიას საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდა, იარაღი კი თითქოს შედარებით მშვიდობიან ბურკინა-ფასშში იგზავნებოდა, რომლის დედაქალაქ უგადუგუში იარაღი ბრიტანულ ავიაკომპანიას ჩაჰქონდა. აი, მაქინაციებიც სწორედ უგადუგუში იწყებოდა - იარაღს ლიბერიის დიქტატორ ჩარლზ ტეილორის პირად თვითმფრინავზე ტვირთავდნენ და ლიბერიაში ეზიდებოდნენ, სადაც სატვირთო მანქანებზე აწყობდნენ, სიერა-ლეონეში მიჰქონდათ და აჯანყებული “რევოლუციური ფრონტის” მებრძოლებს ურიგებდნენ.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საოცარი ისაა, რომ ლეონიდ მინინი, ოფიციალურად, ლიბერიული კომპანიის მფლობელია, რომელიც თითქოს ხე-ტყის გადამუშავებითა და გზების გაყვანითაა დაკავებული.

- იარაღის ბიზნესში დუდარევ-ანდერსენიც მინინის წონის ბარონია, ან ორ გვარს რატომ ატარებს?

- დუდარევი არტურ ანდერსენი კანადაში გადასვლის მერე გახდა. დუდარევ-ანდერსენმა ერთ-ერთ სამხედრო გამოფენაზე სპეციალური კატალოგი გაავრცელა და მსურველებს ტანკები, თვითმფრინავები და რუსული წარმოშობის წყალქვეშა ნავები საოცრად დაბალ ფასად შესთავაზა. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ დუდარევ-ანდერსენს ურთიერთობა ჰქონდა იორდანიის მეფე აბდალა II-სთან. ასევე, ცნობილია, რომ აბდალა II ირანს იარაღს გაერო-ს გვერდის ავლით აწვდიდა...

- იარაღის სხვა ბარონებზე რას იტყვით?

- არკადი გაიდამაკი, რომელიც ახლახანს დააკავეს, რამდენიმე წლის წინ, სასჯელს საფრანგეთში გადაურჩა. მაშინ საქმეში სულ 42 ადამიანი, მათ შორის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრასუა მიტერანის შვილიც გადიოდა. ამ ჯგუფს ბრალი ანგოლაში, აჯანყებულებისთვის 790 მილიონი ევროს ღირებულების ტანკების - “ტ-62”-ისა და ვერტმფრენების “მი-25”-ის მიწოდება ედებოდა.

რაც შეეხება იარაღის კიდევ ერთ ბარონს, რუსეთის მოქალაქეს, ყოფილ ექიმ-ფსიქიატრ მარ გარბერის, ის საბჭოთა კავშირის დროს ვიდეოკასეტებით ვაჭრობდა, თუმცა მოულოდნელად, ერთ-ერთი მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის სათავეში აღმოჩნდა. 1999 წელს იტალიის პოლიციამ ხმაურიანი გამოძიება დაიწყო, რომლის კვალიც 1994 წელს, იუგოსლავიაში მიმდინარე ომამდე მივიდა - 1994 წელს, ვენეციაში გემი “ჯადრან ექსპრესი” დააკავეს, რომლის ბორტზეც 30 ათასი ავტომატი, 10 ათასი ანტისატანკო რაკეტა და 32 მილიონი ვაზნა აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ტვირთი, რომელზეც ყალბი დოკუმენტაცია იყო გაცემული, ბოსნიაში მიჰქონდათ.

ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, გერმანიაში უკრაინელი დიმიტრი სტარშინსკი დააკავეს, რომელმაც მარკ გარბერის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ გარბერი მისი ბიზნესპარტნიორი და, მეტიც, გემ “ჯადრან ექსპრესისთვის” იარაღის მიმწოდებელი იყო, თუმცა გარბერი არ დაიჭირეს.

- რატომ?

- ამ საქმეში, სავარაუდოდ, გარბერის პარტნიორი ბრიტანული ბანკი “ფლემინგი” ჩაერია. ამ ამბებიდან ცოტა ხანში ბანკი 4 მილიარდად გაიყიდა.

- მარკ გარბერი ამჟამად სად იმყოფება?

- ბრიტანეთში ცხოვრობს და იქაურ საზოგადოებაში საპატივსაცემო პიროვნებად ითვლება. არკადი გაიდამაკი კი, ისრაელში საფეხბურთო კლუბს ფლობს. ამასთან, ებრაულ დიასპორებსაც აფინანსებს. ერთ-ერთ ებრაულ სააგენტოს კი, 50 მილიონი დოლარი აჩუქა.

ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ისრაელში იარაღის კიდევ ერთი ბარონი, 60 წლის ვადიმ რაბინოვიჩიც გადასახლდა და ამჟამად ებრაულ მედიასივრცეში მოღვაწეობს, თუმცა უარს არც ძველ ხელობაზე ამბობს. ცნობილია, რომ ავღანელ თალიბებს იარაღით რაბინოვიჩისა და სემიონ მოგილევიჩის სტრუქტურები ამარაგებდნენ. პაკისტანის დაზვერვის მონაცემებით, ამ “ბიზნესმენებმა” თალიბებს 150 ტანკი “ტ-55” და “ტ-62” გადასცეს. ამ საქმეშიც უკრაინული “უკრსპეცექსპორტი” ფიგურირებს...

სხვათა შორის, სემიონ მოგილევიჩი გადასახადების გადაუხდელობისთვის დააკავეს და სასჯელს მოსკოვის ციხეში იხდიდა.

- იარაღის შვიდი ბარონიდან ყველაზე გავლენიანი ვინაა, ანუ იარაღის სინდიკატს ვინ განაგებს?

- ყველაზე კაშკაშა “ვარსკვლავი” ვიქტორ ბუტია, ვისთანაც იარაღის უკანონო ბიზნესის ყველა კვალი მიდის. მაგალითად, მინინს ლიბერიაში იარაღი ბუტის თვითმფრინავით გადაჰქონდა. ასევე, თალიბებისთვის იარაღის, კერძოდ, უკრაინული ტანკების მიწოდებაც ბუტის თვითმფრინავით ხდებოდა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ბუტი აფრიკაში დიდ საჰაერო ფლოტილიას ფლობს, რომლის შემადგენლობაში 30-დან 60-მდე მძიმე სატრანსპორტო ავიალაინერია. გაერო და ინტერპოლი ბუტის ბრალს სდებდა, რომ სიერა-ლეონეს, ლიბერიაში ჩარლზ ტეილორსა და რუანდაში ხუტუს იარაღს აწვდიდა, რომლითაც რუანდაში ერთი მილიონი ადამიანი ამოწყვიტეს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბუტის უკან წარსულში ლოს-ანჟელეში მოღვაწე რუსი ბიზნესმენი, ოლეგ ორლოვი იდგა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, კიევის იზოლატორში გაგუდეს.

- ორლოვი რატომ დააპატიმრეს?

- ჩეხეთის პოლიციის მონაცემებით, ორლოვი “უკრსპეცექსპორტის” საშუალებით, ირანს, პაკისტანსა და ჩინეთს რაკეტა “იქს-55”-ს აწვდიდა. ამ საქმეში “უკრსპეცექსპორტის” ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი მალეევიც გადიოდა, რომელიც 2002 წლის მარტში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა - ავტოკატასტროფას შეეწირა.

- ბატონო კოტე, თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებში დავით კეზერაშვილი და .. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვიც ფიგურირებენ, მაგრამ ყველაფერ ამასნაცმოძრაობასთანრა კავშირი აქვს?

- პირდაპირი კავშირი აქვს. იარაღის ზემოხსენებული შვიდივე ბარონი, საბჭოთა კავშირისა და მის სამართალმემკვიდრე სპეცსამსახურთან თანამშრომლობს.

რამდენიმე წლის წინ, იარაღის უკანონო ბიზნესის ესპანური ფრთა სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რასაც “გე-რე-უ”-ს შეფის, ვალერი კორაბელნიკოვის გადადგომა მოჰყვა, რომელიც რუსეთის ამ ძირითად სპეცსამსახურს 12 წლის განმავლობაში, 1997-დან 2009 წლამდე მართავდა და რომელიც პასუხს ისეთი ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებაზე აგებდა, რომლებსაც ემბარგო ჰქონდათ დადებული. სხვათა შორის, ამ სკანდალმა რუსეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ურთიერთობებზე ფატალური გავლენა მოახდინა.

ერთადერთი მყარი მეთოდი, რითიც რუსეთი ირანზე ზემოქმედებს, სამხედრო-ტექნიკური თაამშრომლობაა, რომელიც თეთრი, რუხი და შავი სქემებით ხორციელდება.

- თეთრი, რუხი და შავი სქემები რას ნიშნავს

- თეთრი სქემა იარაღის ოფიციალური მიწოდებაა, რუხი - გაყალბებულ დოკუმენტაციებს, შავი კი, პირდაპირ კრიმინალს ნიშნავს. ამ სამივე სქემას რუსეთის სპეცსამსახურები განაგებენ. რუხი და შავი სქემები უფრო პრიორიტეტულია, ვინაიდან სწორედ ამ სქემების დამსახურებაა, რომ პოტენციური მოწინააღმდეგეები ირანის სამხედრო პოტენციალის შეფასებას ვერ ახდენენ. ე.წ. რუხ და შავ სქემებს “როსვარუჟენია” და “პრომექსპორტი” კურირებდნენ, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კორაბელნიკოვი “გე-რე-უ”-ს შეფად დანიშვნისთანავე გახდა.

ამ სქემებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ე.წ. ესპანური მიმართულება იყო. ესპანეთის ქალაქ მარაბელიაში მდებარე მონზირ ალ-კასარის შტაბ-ბინა “გე-რე-უ”-სთან ჯერ კდიევ 1970-ანი წლებიდან თანამშრომლობდა და იარაღის ბიზნესის ალჟირის ბაზას აკონტროლებდა. ალ-კასარს “მარბელიას პრინცს” ეძახდნენ, რომელიც იარაღს იასირ არაფატს, სადამ ჰუსეინსა და მუამარ კადაფის აწვდიდა. “მარბელიას პრინცი”, ასევე, მონაწილეობდა ბსსა-ის ბანკის ირანულ პროექტებში. ასევე, ოპერირებდა აფრიკის კონტინენტსა და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. “მარბელიას პრინცს” არც იდეოლოგია აინტერესებდა და არც - პოლიტიკა, მისთვის მთავარი მატერიალური მოგება იყო. მოკლედ, ესპანეთში საბჭოთა მემკვიდრეობის აღდგენა, ანუ იარაღის შავი ბიზნესი კორაბელნიკოვის აქტივად ითვლებოდა, მით უმეტეს, რომ ირანისთვის იარაღის მიწოდების სქემებში, რომელიც ალ-კასარმა შეადგინა, რუსული კვალი არ იკვეთებოდა.

- ამ სქემის დეტალები ცნობილია?

- დიახ, ცნობილია: მესამე ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი გემები ალჟირის ბედჟაის პორტში შედიოდნენ, სადაც სპეცტვირთით იტვირთებოდნენ და, რთული ტრაექტორების გავლით, ჯერ სირიაში შედიოდნენ, შემდეგ კი, - ირანში.

ალ-კასარი საბჭოთა კავშირსა და რუსეთს შორის განსხვავებას კარგად ხედავდა და გრძნობდა, რომ რუსეთის გადაგდება ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა რუსებმა გენადი პეტროვი და ალეხანდრო დანგარი გონსალესი, იგივე ალექსანდრე მალიშევი მიუჩინეს.

- ესენი .. კრიმინალური ავტორიტეტები არიან, არა?

- დიახ და ეს “გე-რე-უ”-სთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

- რას გულისხმობთ?

- 2000 წელს დასავლეთში, კერძოდ, ბრიტანეთში გაქცეულმა “ეფ-ეს-ბე”-ს პოდპოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, რომელიც მოგვიანებით პუტინმა მოაკვლევინა, ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს რუსეთის სპეცსამსახურებისა და კრიმინალური ე.წ. ავტორიტეტების კავშირზე ინფორმაცია გადასცა. კერძოდ, დაასახელა თბილისელი ქურთი, ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, იგივე “შაქრო მალადოი” და განაცხადა, რომ კალაშოვი, რომელიც “გე-რე-უ”-ს აგენტია, მუშაობს “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”, ეს ორგანიზაცია ტერორისტულ გაერთიანებად ითვლება, რომელიც იარაღის ტრეფიკშია ჩართული და ირანსა და სირიაში დიდ ბაზებსაც ფლობს. ლიტვინენკოს წყალობით, ამერიკელებისთვის, ასევე, ცნობილი გახდა კალაშოვისა და პეტროვის დაჯგუფების კავშირები. მოკლედ, კალაშოვის დაჭერა დაიგეგმა და 2006 წლის 7 მაისს, დუბაიში დააპატიმრეს, რამაც ალ-კასარი და პეტროვი დააპანიკა. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2007 წელს ალ-კასარიც დაიჭირეს. ალჟირის შეშინებულმა ხელისუფლებამ ყველაფერი, რაც ალ-კასარის სახელს უკავშირდებოდა, გაანადგურა. ამასთან, რუსეთთთან მილიარდიანი კონტრაქტის გაფორმებაზეც უარი განაცხადა.

2008 წლის მარტში, ტაივანში, ვიქტორ ბუტის აპატიმრებენ. ალ-კასარი და ბუტი მანჰეტენის პროკურორმა, მაიკლ გარსიამ დააკავა. პეტროვმა თამაშიდან გასვლა გადაწყვიტა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან კონტაქტზე გასვლა მოინდომა. პეტროვი ტელეფონით თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვს ესაუბრა. ეს კავშირი ამერიკელებმა გაშიფრეს და 2008 წლის ივნისში პეტროვი, თავის ჯგუფთან ერთად, დააპატიმრეს. ამ ამბებიდან რამდენიმე დღეში, ალ-კასარი ესპანეთიდან აშშ-ში გადაიყვანეს, სადაც 2009 წელს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ყველაფერ ამას მოჰყვა “გე-რე-უ”-ს შეფის, კორაბელნიკოვის გადადგომა და ირანის წინაშე აღებული ვალდებულება შეუსრულებელი დარჩა...

2009 წელსვე, ალჟირული ტრაფიკის რეანიმაციას შეეცადნენ, თუმცა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა - გემი “არკტიკ სეა”, რომელიც კალინინგრადიდან ბედჟაიში (ალჟირი) მიცურავდა, დააკავეს და იარაღის უკანონო ვაჭრობის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს.

მოკლედ, ყველაფერ ამაში ცენტრალური ფიგურა ის ორგანიზაციაა, რომლის დახმარებითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და, კერძოდ, დავით კეზერაშვილი ოფშორში დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდა, ანუ ფული “ტყდებოდა”. სწორედ კეზერაშვილმა გააფორმა “უკრსპეცექსპორტსა” და “ბელტრეიდინგთან” ხელშეკრულებები. ამიტომ, კეზერაშვილი ამ მაფიოზური ბარონების ჯგუფის ნაწილია.

- ხაზს უსვამთ, რომ იარაღის შვიდივე ბარონი რუსი ებრაელია, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათთან კონტაქტის აწყობაში რაღაც როლი კეზერაშვილის ებრაულმა წარმოშობამაც ითამაშა?

- მაქვს ეჭვი, რომ ყველაფერი სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს. კეზერაშვილი რუსეთის “გე-რე-უ”-სა და “ეფ-ეს-ბე”-ში ვერ გაიზრდებოდა. ამ სპეცსამსახურებთან კონტაქტი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, თემურ ალასანიას ჰქონდა. მეტიც, მითქვამს დ კიდევ ვიმეორებ, რომ თემურ ალასანიას, 20-25 წლის განმავლობაში, გაერო-ს განიარაღების კომისიაში სწორედ ეს მიმართულება ებარა. ამიტომ, კეზერაშვილიც და თავდაცვის სხვა მინისტრებიც, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფო კომპანიასთან იარაღის შეძენის ხელშეკრულებზე აქვთ ხელი მოწერილი, თემურ ალასანიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

- ეს უტყუარი ფაქტია?

- არა, ეს ოპერატიული ინფორმაციია, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს. ვიღაცებს ვაშლის გათლასა და ჩანგლის ჩარტყმაზე დასდევენ და იმას რატომ არ კითხულობენ, სადაა ის მილიონები და მილიარდები, რომლებზეც ხელშეკრულებებია გაფორმებული?

- ბატონო კოტე, ის, რასაც ახლა ამბობთ, “ვარდების რევოლუციისდღემდე გავრცელებულ სცენარს თავდაყირა აყენებს - ესე იგი, შვიდი ბარონის ინტერესში შედიოდა, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობაში საქართველო ჩართულიყო, საამისოდ კი, ხელისუფლებაში ბარონებისთვის მისაღები ძალა უნდა მოსულიყო...

- ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. საერთოდ, იარაღის უკანონო ვაჭრობა 90-იან წლებში დაიწყო: ალბათ, გახსოვთ კალინინგრადში, სანქტ-პეტერბურგსა და სომხეთში, გიუმრის ბაზაზე მომხდარი აფეთქებები. ასევე, რუსულ ბაზებზე აფეთქებები უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვსა და დონეცკშიც მოხდა.

- ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი უკვე პუტინია?

- არა. სერიული აფეთქებები 1997 წლიდან დაიწყო. სწორედ აქედან იღებს სათავეს იარაღის უკანონო ბიზნესის სქემაც, რომელშიც საქართველოს ჩართვაც მოხდა.

- რატომ მაინცდამაინც საქართველოსი?

- იარაღის ბიზნესის ძირითადი სამიზნე ახლო აღმოსავლეთი, ირანი და აფრიკის ქვეყნებია. არ ვიცი, ამ სქემაში აზერბაიჯანიც მონაწილეობდა თუ არა, მაგრამ სომხეთის ჩართულობაზე ისიც მეტყველებს, რომ გიუმრის ბაზაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი გაქრა.

- იარაღის ბიზნესში ძალიან დიდი ფულია, არა?

- დიახ, ირაღის უკანონო ბიზნესს წელიწადში იმაზე დიდი შემოსავალი აქვს, ვიდრე, ვთქვათ, ივანიშვილმა წლების განმავლობაში დააგროვა.

- ხელისუფლების შეცვლით გარკვეული არხები გადაიკეტებოდა...

- რა თქმა უნდა...

- ყოველივე ამის ფონზე, ბარონების სინდიკატმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რატომ დაუშვა?

- შეიცვალა კი ხელისუფლება?!

- რა თქმა უნდა, შეიცვალა!

- ხელისუფლება მხოლოდ პრემიერი და პრეზიდენტი კი არა, აბსოლუტურად ყველაფერია. სხვათა შორის, ბიზნესიც გარკვეულწილად ხელისუფლებაა და თუკი, ვთქვათ, იარაღის უკანონო ბიზნესში ერთი ვიღაც მეორემ ჩაანაცვლა, ეს ცვლილებას არ ნიშნავს. ამ სქემების ალაგმვით ამერიკელები ჩვენზე მეტად დაინტერესებულნი რატომ უნდა იყვნენ? ეს ხომ, პირველ რიგში, საქართველოს იმიჯს ურტყამს?

- ამერიკელების დაინტერესება საიდან ჩანს?

- იქიდან, რომ ავანსცენიდან ამ ბარონების გაყვანას ცდილობენ: ზოგი დაპატიმრებულია და, მაგალითად, ალ-კასარს, რომელიც ირანს იარაღს ალჟირიდან აწვდიდა, როგორც გითხარით, 30 წელი მიუსაჯეს და ამით გარკვეული არხები ჩაკეტეს. საერთოდ, მხოლოდ სკურპულოზული ანალიზით შეიძლება დადგინდეს, თუ საქმე რასთან გვაქვს.

სხვათა შორის, “უკრსპეცექსპორტი” გაერო-ს მიერაა ლიცენზირებული.

- საეჭვო კომპანიას გაერო- ლიცენზია რატომ მისცა?

- ბარონებს, როგორც ჩანს, დასაყრდენი გაერო-შიც ჰქონდათ, თან გაითვალისწინეთ, რომ რუსული კვალი მთლიანად დაფარულია - ემბარგოდადებული ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებაში რუსული კვალი რომ არ გამოჩენილიყო, სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში “უკრსპეცექსპორტის” მსგავსი კომპანიები შეიქმნა. საერთოდ, გაერო-ში რუსული ლობი, განსაკუთრებით, განიარაღების კომისიაში ძალიან ძლიერია...

- ბატონო კოტე, როგორც მახსოვს, სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე გაერო- განიარაღების კომისიაში მუშაობდა, არა?

- მგონი, კი.

- გამოდის, რომ ამ კრიმინალურ სქემებზე ყურმოკვრითსაქართველოს გზისლიდერმაც უნდა იცოდეს...

- შეიძლება...

- ასეა თუ ისე, ვერ გავიგე, შაქრო კალაშოვზე აქცენტს რატომ აკეთებთ?

- კალაშოვი იარაღის უკანონო ბიზნესის ამ სქემებში თავიდანვე იყო ჩართული და, როგორც აღვნიშნე, “გე-რე-უ”-ს აგენტია.

- ამ ლოგიკით, კარგად მოქცეულა სააკაშვილი, როცა კალაშოვს, თუ არ ვცდები, წყნეთში აგარაკი ჩამოართვა...

- ამით სააკაშვილი ქურდებს კი არ ებრძოდა, არამედ, ზემოხსენებულ მაფიოზურ “კანალებში” მყარად ჩაჯდომას ცდილობდა, რადგან იცოდა, რომ ამ ბიზნესში დიდი ფული კეთდება. კალაშოვისთვის აგარაკის ჩამორთმევა პიარის ნაწილი და იმაზე რეაქცია იყო, რომ კალაშოვი დუბაიში დაიჭირეს და ესპანეთში გადაიყვანეს.

- მაშასადამე, სააკაშვილს შეეშინდა?

- დიახ, ამ ნაბიჯით სააკაშვილმა დასავლეთისთვის იმის დანახვას შეეცადა, რომ კალაშოვსა და, საერთოდ, იარაღის შავ ბიზნესთან საერთო თითქოს არაფერი ჰქონდა.

საქართველო იარაღის უკანონო ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა: ასე, მაგალითად, ბულგარეთში სკანდალური კომბინატი “არსენალი” მუშაობს, რომელიც უკანონო, ანუ ულიცენზიო ტყვიამფრქვევებსა და “კალაშნიკოვებს” აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორედ ამ ავტომატებით გამოტენეს. ქართულმა მხარემ იარაღი “ბი-აი-ემ”-ისგანაც შეიძინა... სწორედ ამ კომპანიებზეა ლაპარაკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იარაღს ულიცენზიო კომპანიებისგან ყიდულობდა. ამას მე კი არა, ამერიკელები ამბობენ.

მოკლედ, საქართველო ახლო აღმოსავლეთისკენ პირდაპირი გზაა. რასაც ახლა გეტყვით, გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, სწორედ ამით უნდა დაინტერესდეს: რა რაოდენობის იარაღს ყიდულობდა თავდაცვის სამინისტრო, ან მისი სახელით საქართველოში რამდენი შემოდიოდა, რა რაოდენობის იარაღი რჩებოდა ადგილზე და დღეს რა არ გვაქვს. ამის გასაგებად აუდიტის ჩატარება და შესყიდვების დოკუმენტაციის ამოღებაა საჭირო.

- ბატონო კოტე, წეღან გკითხეთ და პასუხი არ გამეცით: ბარონთა სინდიკატმა სააკაშვილის თამაშიდან გაყვანა რატომ დაუშვა თუ მიშას ჩამოცილება მის ინტერესშიც შედიოდა?

- სააკაშვილი თამაშიდან გაიყვანეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ იძულებულნი გახდნენ. ავღანელ თალიბებს რუსული წარმოების ტანკები ჰყავთ. აშშ-სა და ევროპისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ავღანეთში რუსული იარაღის თავმოყრის, ასე ვთქვათ, გადაკეტვაა. სწორედ ამიტომაც დააკავეს ბუტი, ალ-კასარი და კალაშოვი. შესაბამისად, ირანის იარაღის ბაზარზე შიმშილი დაიწყო. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა საქართველოს მხრიდან ირანთან საზღვრების გახსნაზე ლაპარაკის დაწყება. სხვათა შორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ირანში თავის დროზე სამი თვითმფრინავი გაყიდა...

- ყველაფერ ამის შესახებ ამერიკული პოლიტიკის ნეოკონსერვატიული ფრთა საქმის კურსშია?

- ნაწილმა, რა თქმა უნდა, იცის.

- ანუ, გამოდის, რომ ფული ამერიკელებსაც ანათებთ?

- ფული ყველას ინტერესშია, თუმცა პატიოსანი ამერიკული კომპანიებიც არსებობს, რომელთა შესახებაც წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ და რომლებმაც ამ სქემებს თავი აარიდეს.

- ბატონო კოტე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბარონებმა ან, სულაც სპეცსამსახურებმა, სააკაშვილი კიევში ახალი დავალებით გაუშვეს?

- შეიძლება, ასეცაა.

- თუკი ექსპრეზიდენტი ამ დავალებას ვერ შეასრულებს, თავიდან ხომ არ მოიცილებენ?

- სააკაშვილი ისეთი ფიგურაა, რომ არ მგონია, საუბარი მის მოცილებაზე იყოს.

- ...თქვენს ხელთარსებული ინფორმაციები ქართველ სამართალდამცავებსაც აქვთ?

- წესით, უნდა ჰქონდეთ - რამდენიმე თვეა, “ქართული სიტყვა” ამ სქემებზე წერს...

- ოპერატიული ცნობები საიდან გაქვთ?

- ეს ჩემი საიდუმლოა.

- ის, ვინც ინფორმაციას გაწვდით...

- ინფორმაციებს კი არ მაწვდიან, არამედ, მე თვითონ ვპოულობ, რადგან ვიცი, ინფორმაცია საიდან და როგორ მივიღო. ზოგი წყარო ღიაა, ზოგიც - დახურული... სხვათა შორის, იმის გარკვევაც ადვილად შემიძლია, რომელი ინფორმაციაა შემოგდებული და რომელი სიმართლეა.

- მსოფლიოში იარაღის უკანონო ბიზნესს, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც აკონტროლებენ?

- რაღაც ნაწილს ისრაელის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. იარაღით ოფიციალურად ევროპა და აშშ-ც ვაჭრობს, მაგრამ იარაღის შავ ბიზნესში ყველაფერს პიროვნებები განსაზღვრავენ და ეს პიროვნებები, როგორც წესი, რუსულ სპეცსამსახურებზე არიან მიბმულნი.

- ერთი სიტყვით, ამტკიცებთ, რომ სააკაშვილს კალაშოვთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა, არა?

- არა, ამას არ ვამტკიცებ. კალაშოვი რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული, რაც ლიტვინენკომ აღიარა და კალაშოვი სწორედ ამის საფუძველზე დააკავეს. ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ყველა კომპანიას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში იარაღის ბიზნესში ოპერირებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან, კერძოდ “გე-რე-უ”-სთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვს.

- სააკაშვილისდროინდელი საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის საფუძველი იარაღის ვაჭრობა იყო?

- ამ მეგობრობის დიდი ნაწილი, შესაძლოა, სწორედ იარაღის უკანონო ვაჭრობაზე მოდიოდა, მით უმეტეს, თუკი იარაღით ვაჭრობის მასშტაბებს, აგვისტოს ომსა და უკრაინაში დღეს შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, თუმცა ეს ერთი საათისა და დღის კი არა, დიდი ხნის გამოძიების საგანია.

- წეღან ორგანიზაციადროაახსენეთ, თუ ეს ორგანიზაცია, მართლაც, მოდერნიზებულიკმარაა”, რა შეიძლება მოიმოქმედოს?

- გააჩნია, რა თანხაზე იქნება ლაპარაკი. ცხადია, რომ ის შავი ფული, რომელიც “ნაცმოძრაობას” საქართველოში შემოაქვს, კოორდინატორებზე კი არა, სწორედ ასეთი ჯგუფების ტრეინინგებსა და ახალგაზრდების მოზიდვაზე იხარჯება...