პაატა ბურჭულაძის ვაჟი მორიგ სკანდალში გაეხვა

პაატა ბურჭულაძის ვაჟი მორიგ სკანდალში გაეხვა

პაატა ბურჭულაძის ვაჟი შუქრი ბურჭულაძე მორიგ სკანდალში გაეხვა. ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ შუქრი ბურჭულაძე გაათავისუფლეს... ამჯერად შუქრი ბურჭულაძე 18 წლის გოგონას ცემისა და მობილური ტელეფონის წართმევისათვის დააკავეს. “ქრონიკას” ამ თემაზე დაზარალებულის დედა ირინა ყავლაშვილი ესაუბრა:

 

- პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ, რომელიც გახსოვთ ალბათ ვენაში იყო დაჭერილი კაცის კვლაზე, ფეისბუქიდან გაიცნო ჩემი 18 წლის შვილი - მარიამ კვარაცხელია. იგი საიტებს აკეთებს, თან სწავლობს. მოკლედ, ფეისბუქში გაიცნო და მოწერა რომ უნდოდა საიტის გაკეთება. რაღაც ყვავილების მაღაზია გავხსენიო და ამისთვის მჭირდებაო. ჩვენ ბევრი კლიენტი გვყავს, ფირმა გვაქვს და მარიამისთვის შუქრი ბურჭულაძე ჩვეულებრივი კლიენტი იყო. შეხვდა მას და ამ კაცმა უთხრა ფონდი რომ გვაქვს “იავნანა” იქ შემიძლია სამსახური გაგიკეთოო. ვის არ უნდა დამატებითი სამსახური, გაეხარდა რა თქმა უნდა რომ ასეთ ფონდში დაიწყებდა მუშაობას. არ გეგონოთ ჩვენს ოჯახს ფული აკლდეს და გაჭირვებული ვიყოთ, მაგრამ ჩემი შვილი არ არის ფუქსავატი და იცის რომ ადამიანმა უნდა იმუშაოს.

 

და მოიხიბლა ახალი სამსახურის პერსპექტივით?

- არა გვაქვს ის მომენტი რომ ჩემი შვილი ფულით მოხიბლულიყო, ის მუშაობს და საქმის კეთება იცის. შეიძლება ბურჭულაძეს ჩვენზე მეტი ფული აქვს, მაგრამ მხოლოდ ფული არ წყვეტს ყველაფერს. ამ კაცმა რამდენჯერმე დაიბარა ჩემი შვილი და პირდებოდა სამსახურს. სინამდვილეში გაირკვა რომ ატყუებდა და ეს 38 წლის კაცი 18 წლის ბავშვთან ურთიერთობას ფიქრობდა. მარიამი როცა მიხვდა რომ ატყუებდნენ უთხრა არ მინდა არც თქვენი სამსახური და არც არაფერიო.

 

თქვენ იცოდით მარიამი ამ კაცს რომ ხვდებოდა?

- მარიამი ამბობდა პაატა ბურჭულაძის შვილი ვნახეო და მე არც ჩამითვლია ეს საგანგაშოდ, თან არ ვიცოდი მისი ასაკი, ჩემი შვილის ტოლი მეგონა. ერთხელ, ორჯერ გამოგზავნა ყვავილი და ეს ჩვეულებრივ ჟესტად ჩავთვალე, ყვავილი გამოგზავნა ანტიკვარი ხომ არა, უკან გამებრუნებინა ან მოვალედ ჩამეთვალა თავი? გუშინ წინ (ხუთშაბათს) საღამო ხანს ვიღაცა აკაკუნებდა კარი არ გამიღია ისე ვკითხე, ვინა ხართ მეთქი და მეუბნება სიყვარულთან დაკავშირებით ჩემს ნათლულთან ვარ მოსულიო. ვერ მივხვდი, სულ გავგიჟდი და ვეუბნები - ვერ გავიგე, მე თქვენს ნათლულს ვუყვარვარ-მეთქი? ყვავილები მოვიტანეო... მერე მეუბნება ბურჭულაძე ვარო. მაინც არ გავაღე კარი, ამ დროს დაიწყო ფეხებით კარზე ბრახუნი თან ჩემს შვილს აგინებდა, მარიამ კვარაცხელია შენი დედა ასე, შენი დედა ისე, შე ასეთო შე ისეთო...

 

ვინ იგინებოდა?

- ბურჭულაძე, დავრეკე საპარტულოში, დააგვიანდათ მოსვლა. ბურჭულაძე სულ ცოტა 10 წუთი ყვიროდა, იგინებოდა... ანუ, რომ არ გაუვიდა ტკბილი ენით სახლში შემოსვლა აგრესიაზე გადავიდა. კარი რომ გამეღო თავიდან, ალბათ აქ დალეწავდა ყველაფერს. ეგ ხომ მკვლელია და არაა გამორიცხული დავეხოცეთ კიდეც.

 

პარტული მოვიდა?

- კი, დააგვიანდათ, თურმე სმენა იცვლებოდა. მარიამმა  ჩვენება მისცა, ჩაიყვანეს განყოფილებაში, სადაც აღიძრა საქმე ხულიგნობაზე. ამის საპასუხოდ, ბურჭულაძე მარიამს მეორე დღეს დახვდა სახლთან, მოიტაცა, მანქანაში ჩააგდო ძალით, წაართვა მობილური ტელეფონი სადაც მისგან შემოსული მუქარის სმს-ი ინახებოდა. “მე შენ მოგკლავ”, - ასეთი შინაარსისა. ეს სმს-ი გამომძიებელს წაკითხული აქვს.

 

გაიტაცა?

- სცემა, ბავშვი დასისხლიანებული გადმოხტა მანქანიდან, შევიდა პოლიციაში და საქმე ამჯერად ძარცვით აღიძრა. გუშინ შუქრი დაკავებული ყავდათ, ხვალ გამომძიებელი მოვა როგორც მითხრეს. ჩემთვის იცით რაა ყველაზე ამაზრზენი? ვითომ ფონდი რომ აქვს და ვითომ ხალხს რომ ეხმარებიან, ასე უნდა მოვარდეს რაკი ქმარი დაღუპული მყავს?

 

მამა რა შუაშია შვილთან?

- მე თუ მკითხავთ ერთი და იგივე კამპოტია. როგორ მამამ არ იცის რაც მოხდა?

 

ეგებ თქვენს შვილს ქონდა ამ კაცთან რაღაც დონეზე ურთიერთობა, ასე როგორ შემოუვარდებოდა სახლში?

- არავითარი ურთიერთობა არ ქონდა, რომ არ ქონდათ იმიტომ დასდევდა, იმიტომ შემოვიდა კონტაქტში და იმიტომ დაპირდა სამსახურს სხვა განზრახვები რომ ქონდა და ამას რომ მიხვდა ჩემი შვილი უთხრა დამანებეთ თავი მე არ მინდა თქვენთან ურთიერთობა. როგორ გაუბედეს პაატა ბურჭულაძის შვილს უარი... საერთოდ რა უნდა ჩემს შვილთან, ხომ ყავს მეორე ცოლი, მიხედოს იმას, ეგ გათახსირებული ეგა, პატარა გოგოები ყავს თურმე საყვარლები. რას დასდევს ამ პატარა ბავშვებს ეგ გაოხრებული... ბავშვმა უარი უთხრა, თორემ ჩემი შვილი სრულწლოვანია და სრული უფლება აქვს ქონდეს ურთიერთობა ვისთანაც უნდა, მაგრამ რა ურთიერთობა უნდა ქონოდა მსუქან, მელოტ, ბებერ კაცთან? არავითარი სურვილი ჩემს შვილს მაგასთან ურთიერთობისა არ ქონია, რომ ქონოდა რაც მოხდა არ მოხდებოდა. როგორ შეიძლება პატარა ბავშვს სახლში მიუვარდე.

 

ეს მიკვირს მეც რატომ გაიხვია თავი ასეთ სკანდალში?

- მე არ მიკვირს, მკვლელია და ავადმყოფი... 18 წლის ბავშვს რატომ უნდა მიუვარდეს ამხელა ძროხა კაცი, დამნაშავეც რომ იყოს გოგო?

 

რამდენად ხშირად ხვდებოდა თქვენი შვილი ბურჭულაძის შვილს?

- თავს რომ არიდებდა ვიცი და ისიც ვიცი ის ხშირად რომ აგზავნიდა ყვავილებს, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ყვავილებია ბოლოსდაბოლოს... ალბათ ერთი თვეა ეს “ურთიერთობა”...

 

ხომ არ იცით საპროცესო შეთანხმება ხომ არ შედგა?

- არ ვიცი, არ გვეუბნებიან არაფერს. ცა და ქვეყანას შევძრავ და ყველას გავაგებინებ როგორი თავხედი და უნამუსოა ეს კაცისმკვლელი. ვთქვათ ჩემი შვილია ცუდი, შენ ხომ კარგი ხარ რატომ უვარდები? ეს გათახსირებული, მამის სახელს ამოფარებული... მე ძალიან ლამაზი შვილი მყავს და რატომ არ უნდა ეცადა ამ ღორს? 

 

დაგკითხეს?

-მარიამი ორჯერ დაკითხეს, ერთხელ წერილობითი ჩვენება მისცა მეორედ ვიდეოზე ჩაწერეს, აქაოდა ჩვენება არ შეცვალოსო. რა შეცვალოს, მაგას როგორ ვაპატიებ... ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებ... ძალიან ცუდ ფსიქიურ მდგომარეობაში ვარ, რომ იყოს ისეთი მდგომარეობა და არ არსებობდეს მართლმსაჯულება იარაღს ვიყიდდი და ჩემი ხელით მოვკლავდი...

 

ამით დავასრულეთ საუბარი, მეორე დღეს ირინა ყავლაშვილი თავად დაგვიკავშირდა, უკვე ნირწამხდარი იყო და გაგვიცხადა:

 

- მრჩება შთაბეჭდილება რომ ამათ უნდათ საქმე მიაჩუმათონ. დიდი კაცის შვილია შუქრი ბურჭულაძე და...

 

გუშინ მითხარით მართლმსაჯულების იმედი მაქვსო და... რა შეიცვალა დღეს?

- გამომძიებელი არ მოვიდა, თუმცა კი გვითხრა რომ მოვალო. მე არ მეძახიან დაკითხვაზე. ბავშვი ჩავიდა პოლიციაში და იკითხა თუ შეიძლება ნომერი აღვადგინოო, უთხრეს ჩამოდი და განცხადებას დაგაწერინებთო. აშკარად იგრძნობა რომ საქმეს აჩუმათებენ. გაათავისუფლეს უკვე... ახლა თქვენ მითხარით ჩემს შვილს რომ წაერთმია მობილური ვინმესთვის, ეცემა, დააკავებდნენ თუ არა? იმ წუთასვე ხომ დააკავებდნენ? ან მე რომ ტყუილი მეთქვა და გამოგონილი ამბის გამო მეჩივლა ხომ დამიწერდნენ? ამას კიდევ ათავისუფლებე, ჩვენ ორშაბათს სახალხო დამცველს მივმართავთ. არ გავჩერდები, ბოდიშსაც არ იხდიან, ადამიანებად არ გვთვლიან... ჯერ ვიდრე ცემს შვილს ტელეფონს წაართმევდა ხომ დავრეკეთ პატრულში და შევიტანეთ განცხადება რომ მოგვივარდა სახლში, არ დააკავეს და მეორე დღეს ბავშვი ცემა. დათარეშობდა ქალაქში და მო\გვივარდა კიდეც. სანამ ლობირებას დაიწყებდნენ იმ დღეს ვიდეოჩვენებაც კი ჩამოართვეს ბავშვს უკან არ გაიტანოთო თავს ვიზღვევთო და მიჩუმათდნენ მერე. ხალხის ხარჯზე გაკეთებული ფონდის ფულები ხომ უნდა დახარჯონ ამ საქმეში, ჩემთან გაუვათ ყველგან გაუვათ რა პრობლემაა მაგათტვის? როგორ ბოდიში მაინც არ უნდა მოეხადათ? დათარეშობს მდიდარი მამა ყავს და რატომაც არ უნდა გაუვიდეს ყველაფერი... მამა ბურჭულაძეს ხომ აქვს ფონდი იავნანა და შვილმა გვიმღერა იავნანა 10-ის ნახევარზე, მე ვიცი რომ მამამისმა გაიგო რაც მოხდა, სირცხვილი იქნებოდა რომ დამკავშირრებოდა და ბოდიში მოეხადა? არ თვლიან საჭიროდ ბოდიშს, ბევრი ფული აქვს და ზემოდან გააკეთებს საქმეს და სენ ჩვეულებრივ ადამიანმა კონცერტს რომ გამართავს ფული უნდა გადაუხადო... ესენი კეთილშობილი ხალხი რომ იყვნენ ფეხზე დადგებოდნენ... საპირისპიროდ კი იქცევიან, დაგვცინიან... არ ვაპატიებ და ამას ასე არ დავტოვებ...

 

ანუ იარაღს აიღებთ ხელში...

- არ შევარჩენ ამ შეურაცხყოფას... ჩემი იარაღი ჩემი სიმართლეა....

 

მეორე დღეს განხორციელებული კიდევ ერთი ზარის შემდეგ ქალბატონმა ირინამ ”ქრონიკას” განუცხადა: ”გაიგეს თქვენ რომ მოგმართეთ და ამოძრავდნენ. დღეს 9კვირას) დაგვკითხეს, მადლობა დახმარებისთვის”.

 

”ქრონიკას” კი ამ საქმის გამომძიებელმა გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა: გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ბურჭულაძე დაკავებული არაა... ჩვენ ვცდილობდით ფონდ ”იავნანასთან” დაკავშირებასაც, მაგრამ პიარ-სამსახურის ხელმძღვანელს სამი დღე ქრონიკულად გათუშული ქონდა ტელეფონი არც ფონდის ქალაქის ნომერს უპასუხა არავინ.