უკრაინელი ტურისტების გადმობირებაში საქართველო დაწინაურდა

უკრაინელი ტურისტების გადმობირებაში საქართველო დაწინაურდა

უკრაინული „ფორბსის“ მონაცემებით, 2014 იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოში 50 000–მდე უკრაინელი ტურისტი შემოვიდა, რაც 27 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჯერჯერობით საზღვაო სეზონი რეალურად არ დაწყებულა და ანაკლიური „კაზანტიპიც“ წინ არის. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ბოლომდე არის გადართული უკრაინელი ვიზიტორების გადმოსაბირებლად.

„ჩვენ უკრაინაში დავიწყეთ ძალიან მასშტაბური სარეკლამო კამპანია. მოველაპარაკეთ ავიაკომპანიებს და ამჟამად უპრეცენდეტოთ ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს უკრაინიდან საქართველოში. უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით სრულდება საერთაშორისო რეისები. რასაკვირველია, ყირიმის მოვლენებმა ამაზე იქონია გავლენა“, - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

უკრაინის დასაქმებულ მოქალექეებს შორის, რომლებიც ზაფხულის შვებულების გატარებას უცხოეთში აპირებენ, საკმაოდ დიდი ნაწილი (18%) დასვენებას, თურქეთთან ერთად, საქართველოში გეგმავს. თუმცა, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არც ივლისში და არც აგვისტოში დასვენებას არ გეგმავს. იმ დასაქმებულთა ხვედრითი წილი კი, რომლებიც ყირიმში დასვენებას გეგმავენ, გასული წლის 24%–დან წელს 4%–მდე შემცირდა.

გამოკითხულთა 42% უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს, ამასთან, 18% აცხადებს, რომ აპირებს საქართველოსა და თურქეთში ჩასვლას. 16% ბულგარეთში დასვენებას გეგმავს, 11% კი - ესპანეთში, ჩერნიგორიაში ან ხორვატიაში.

გამოკითხვა ინტერნეტ პორტალმა hh.ua-მ ჩაატარა, რომლის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ შარშან უკრაინელები უპირატესობას ბულგარეთს ანიჭებდნენ, წელს კი ეს ქვეყანა საქართველოთი ჩაანაცვლეს.

რამდენიმე კვირის წინ კი გამოცემა „კაპიტალი“ წერდა, რომ უკრაინელებისთვის ყველაზე სასურველი ტურისტული ცენტრების სამეულში წელს უკრაინისა და ბულგარეთის შემდეგ საქართველოც მოხვდა. შარშან კი დასახელებული კვლევის თანახმად, საქართველო ათეულშიც კი არ შედიოდა.

რასაკვირველია, უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ცვლილებები ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო, რომელიც 4 მილიონი უკრაინელისთვის ზაფხულის არდადეგების გატარების ადგილი იყო. გადაწყვეტილად შეიძლება ითქვას, რომ მათი 70-80% წელს ყირიმში ჩასვლას ვერ გაბედავს. თუკი ისისნი სიიაფისა და ხელმისაწვდომობბის მიხედვით დაიწყებენ დასასვენებელი ადგილის შერჩევას, მაშინ საქართველოს კურორტებს უპირატესობა ნამდვილად გააჩნიაა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარასა და გურია-სამეგრელოში სასტუმრო ადგილების უკმარისობის გამო, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ვიზიტორების მიღებაა შესაძლებელი.

როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წელს განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ უკრაინიდან ახალი დამსვენებლების მოზიდვაზე გააკეთებენ, რასაც ყირიმის ტურისტული სეზონის ჩავარდნით გეგმავენ.

„საქართველოში ჩატარდება არაერთი ფესტივალი რამდენიმე დღეში თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „თბილისი სამერსეტი“ დაიწყება, ბათუმის ჯაზფესტივალი კი ივლისის ბოლოს გაიმართება. 15 აგვისტოს ბათუმში ჩატარდება სამდღიანი სიმღერის ფესტივალი, სადაც ევროპელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ანაკლიაში 20–დან 30 აგვისტომდე იქნება ძალიან დიდი და საინტერესო პროექტი, თუმცა ზუსტად არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული როგორი ფორმატით იქნება და კიდევ რა შემსრულებლები დაემატებიან. ორგანიზატორებმა უკვე წარმოადგინეს ძალიან სერიოზული პროგრამა. იქ არის დაახლოებით 100 მსოფლიო დონის დიჯეი და შემსრულებელი.

მოსახლეობა კი იქ ინტენსიურად არემონტებს სახლებს, სრული მზადყოფნაა ფესტივალისთვის. მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ტურისტების დაკმაყოფილების საშუალებები, მაგრამ ადამიანებმა მოწადინებულნი არიან, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტი ააშენონ, გაარემონტონ, შეაკეთონ, დახვდნენ და მიიღონ სტუმრები. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სამეგრელო, შავი ზღვისპირა რეგიონი გახდეს ახალგაზრდული ტურიზმის ცენტრი და „კაზანტიპი“, ალბათ, იქნება სერიოზული ნიშანი იმისა, რომ აქ შემოვიდეს ბევრი ინვესტიცია“, - აცხადებს გიორგი სიგუა.