თურქეთის აფხაზური დიასპორა აჭარაში არეულობას გეგმავს?

თურქეთის აფხაზური დიასპორა აჭარაში არეულობას გეგმავს?

აფხაზეთის .. რესპუბლიკაში, ხავერდოვანი სამთავრობო გადატრიალების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ღრმავდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის .. ხელისუფლება გალში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციას იწყებს. რას ემსახურება ქართველების აღრიცხვა და რა საფრთხეს უქმნის აფხაზეთს ისლამიზმის იდეა? - ,,ქართული სიტყვააგრძელებს საუბარს თურქოლოგ, ისტორიკოს ზაზა წურწუმიასთან:

 

- ამჟამინდელი მდგომარეობით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა 230 ათასს აღწევს, აფხაზები კი, ამ რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენენ. თუკი ქართული და სომხური მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი ვაჭრობა-მრეწველობითაა დაკავებული, აფხაზები, ძირითადად, ბიუროკრატიულ აპარატებში მუშაობენ და რუსიფიკატორულ პოლიტიკას ატარებენ.

- ომის შემდეგ, რუსეთმა ბევრი აფხაზური ოჯახი შეისრუტა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება?

- სახელმწიფო ინსტიტუტებში, პრესა-ტელევიზიასა და ყოფა-ცხოვრებაში რუსული ენა ბატონობს. აფხაზური ენა მოსახლეობაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში თითქმის აღარ ისმის და ამ ენაზე განათლების მიმღებთა მსურველიც, შესაბამისად, მცირდება. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მრავალი აფხაზი საცხოვრებელს ტოვებს და რუსეთში იხიზნება.

- ამ პროცესის შეჩერებას არავინ ცდილობს?

- ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ კატასტროფამდე მისული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია თურქეთიდან, იორდანიასა და ჩრდილოეთკავკასიიდან აფხაზი-აბაზა ხალხის გადმოსახლება.

- გამოდის, რომ უცხოელი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ სახლდებიან.

- აფხაზეთის საოკუპუაციო რეჟიმი ცდილობს, უცხოელი მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩამოსახლების უკანონო პროცესს რეპატრიაციის, ანუ სამშობლოში დაბრუნების სახე მისცეს. კანონი რეპატრიაციის შესახებ, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 1998 წელს მიიღო, რომლის მიხედვითაც, რეპატრიანტად მიჩნეული იქნენ და აფხაზეთში დაბრუნების უფლება მიეცათ მე-19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ აფხაზეთიდან გადასახლებულ ეთნიკური აფხაზების შთამომავლებს. მათთვის აფხაზეთში იგივე სამოქალაქო და იურიდიული უფლებებია გათვალისწინებული, რაც აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის. ამჟამად, აფხაზეთში 3 ათასზე მეტი რეპატრიანტი - თურქეთელი აფხაზები, ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული აბაზები და სირიელი აფხაზები ცხოვრობს. თურქეთიდან ჩამოსახლებული 400 ოჯახი ქირით ცხოვრობს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ელოდება. მათთვის არემონტებენ ბინებს სოხუმსა და აგუძერაში. გულრიფშის რაიონში თურქეთსა და სირიიდან ჩამოსულებს ქართველების მიწის ნაკვეთები გადასცეს. რამდენიმე კვირის წინ, როგორც წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, სოხუმში თურქეთის პარლამენტი საქარიის ოლქის რამდენიმე წევრი ჩავიდა. საქარიაში ქართველები და აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ. თურქეთის ქართველებში ამ ვიზიტმა პროტესტი გამოიწვია. ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში აფხაზური და ქართული დიასპორის თემა საკმაოდ სენსიტიურია.

- რეპატრიაციას ვინ ხელმძღვანელობს?

- აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ,,რეპატრიაციის კომიტეტი” მნიშვნელოვან საბიუჯეტო თანხებს განკარგავს - სპეციალური კანონით, აფხაზეთში ამოღებული ყოველი სახის საშემოსავლო გადასახადიდან ორი პროცენტი რეპატრიაციის კომიტეტს ერიცხება. გადმოსახლებულ აფხაზებს, დახმარების სახით, თვეში 270 დოლარს უხდიან.

- ზაზა, ამბობთ, რომ რეპატრიანტები მუსულმანური ქვეყნებიდან ბრუნდებიან. რამდენად საფრთხილო და საშიშია ისლამიზმის თემა?

- აფხაზური დიასპორა, რომელიც ძირითადად განთავსებულია თურქეთში, სირიასა და იორდანიაში, აღმსარებლობით მუსულმანია. მათი ჩამოსახლება, აფხაზეთში ისლამური რელიგიის ფართოდ გავრცელებისა და ეთნოკონფესიური დაპირისპირების წინაპირობას ქმნის.

აფხაზური მუსულმანური თემი სამი კომპონენტისგან შედგება: ადგილობრივი მუსლიმანი აფხაზები, საცხოვრებლად ჩასული აფხაზური დიასპორის წევრები და აფხაზეთში დროებით, ან მუდმივად მყოფი ჩრდილოკავკასიელი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. გადმოსახლებულთა ადაპტაცია რთულად მიმდინარეობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი რელიგიური ფაქტორიცაა, კერძოდ, ქრისტიან და წარმართ აფხაზებთან გაუცხოებული დამოკიდებულება. 2012 წლის გამოკითხვით, მუსულმანები აფხაზური მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენდნენ. ამასთან, მათი უმრავლესობა, ვინც თავი ისლამის რელიგიის მიმდევრად დაასახელა, არც მარხვას იცავს და არც - ისლამის სხვა აუცილებელ წესებს: არ დადის მეჩეთში, არ ასრულებს ლოცვებს, თითქმის ყველა მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, ჭამს ღორის ხორცს, არ იცავს დაკრძალვის ისლამურ წესებს. მათ ისლამური ტრადიციების დამცველები შეიძლება, შვილებისადმი მუსლიმანური, მეტწილად, თურქული სახელების დარქმევის გამო ვუწოდოთ. ისლამისადმი მათი კუთვნილება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, საოჯახო მონაცემებით გამოიხატება, რომლის მიხედვითაც, ოჯახის წინაპარი ყოფილა მუსულმანი. აფხაზების უმრავლესობა, 70 პროცენტამდე, თავს ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცა მათშიც ძლიერია წარმართობისდროინდელი რიტუალებისადმი მიდრეკილება. აფხაზების 15 პროცენტი ან გულგრილია ყოველგვარი რელიგიისადმი, ან ტრადიციული აფხაზური ცრურწმენების მიმდევარია. ყველაფრის მიუხედავად, შეცდომა იქნება, აფხაზეთში ისლამის ფაქტორი უგულვებელვყოთ, მით უმეტეს, რომ ისლამი აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

- აფხაზეთის მუსულმანური თემი რომელი ქვეყნიდან იმართება?

- 1999 წელს, სოხუმში, აფხაზეთის მუსლიმთა სამმართველო დაფუძნდა, რომელსაც სათავეში თურქეთის მოქალაქე, აფხაზი ადილ გაბლია ჩაუდგა, რომელიც 2005 წელს, მუსლიმთა პირველმა ყრილობამ აფხაზეთის მუფთად აირჩია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სამმართველოს სალიჰ კვარაცხელია ხელმძღვანელობს. 2004 წელს, სოხუმში, რუსეთის მუსლიმანების მმართველი ორგანოს, მუფთების საბჭოს წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელსაც რუსლან ენიკი ხელმძღვანელობს. თემი ძირითადად რუსულ ისლამურ ორგანიზაციებთანაა კავშირში. თურქეთში მოქმედი ისლამური ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული დახმარების ფონდი” კი, რელიგიური ლიტერატურით ამარაგებს და საქველმოქმედო დახმარებას უწევს.

- სამმართველო რას საქმიანობს?

- აფხაზეთის მუსლიმთა სამმართველოს მიზნებში მუსლიმანური კულტის მსახურების - მოლების მომზადება, მათი სამოქმედო არეალის განსაზღვრა, მოსახლეობაში ისლამური რელიგიის გავრცელება, სამლოცველო სახლების - მეჩეთების და სასწავლო ცენტრების - მედრესეების მშენებლობა, მეჩეთების გამგებლების - იმამების დანიშვნაა. აფხაზეთში ამჟამად ორი მოქმედი მეჩეთია, სოხუმსა და გუდაუთაში. 2012 წელს, გუდაუთის რაიონში, ადმინისტრაციამ მიწის ნაკვეთი გამოუყო და მშენებლობის ნებართვა გასცა აფხაზეთის მუსლიმანურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ,,ალ ვასათიაზე”, რომელსაც რუსეთის მუფთების საბჭოს წარმომადგენელი აფხაზეთში რუსლან ენიკი ხელმძღვანელობს. ცენტრი, რომლის მშენებლობა 2015 წელს უნდა დამთავრდეს, მრავალფუნქციური იქნება. ამ ორგანიზაციისადმი კეთილგანწყობილია, როგორც ადგილობრივი ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე, რუსეთის ხელისუფლება. აფხაზური ელიტა შიშობს, რომ ისლამის გავრცელება მის კონტროლს გააძნელებს, რაც შესაძლოა, რუსეთის უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.

- ,,ალ ვასათიარადიკალურ ისლამს ქადაგებს?

- ,,ალ ვასათია” არაბული სიტყვაა და ,,ოქროს შუალედს” ნიშნავს. მისი მიზანი ზომიერი სუნიტური ისლამის გავრცელება და რადიკალური საფრთხის აღკვეთაა. ორგანიზაცია კრძალავს ტერმინების - ,,ისლამური ხალიფათი”, ,,ჯიჰადის” გამოყენებას. რუსეთის მუფთების საბჭოს ეგიდით მოქმედი ,,ალ ვასათიას” დანიშნულება მუსლიმანების კონტროლია, რათა მათ წრეში, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში თავი არ იჩინოს არატრადიციული, რადიკალური ისლამისტური მოძრაობისკენ მიდრეკილებამ.

- რუსეთი აფხაზი მუსულმანებისგან საფრთხეს ხედავს?

- აფხაზეთის მუსულმანური თემი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. 2007-2010 წლებში, მათზე რამდენიმეჯერ თავდასხმა მოხდა. 2012 წელს, რუსულმა სპეცსამსახურებმა ე.წ. აფხაზური ჯამაათის - რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს, რომელთაც ბრალად რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და ამ მიზნით იარაღის შეძენა ედებოდათ.

სხვათა შორის, რუსეთის მუფთების საბჭო აფხაზი მუსლიმების ისლამურ წმინდა ადგილებში მომლოცველობას აკონტროლებს - 2009 წლიდან, აფხაზი მუსლიმები არაბეთის სამეფოში, მექასა და მედინაში რუსეთის ფედერაციის მომლოცველთა ჯგუფის შემადგენლობასთან ერთად მიემგზავრებიან. ამასთან, რუსეთისთვის გამოყოფილი მომლოცველების ქვოტით სარგებლობენ და რუსულ პასპორტებს იყენებენ.

- აფხაზეთში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოსალოდნელია?

- აფხაზურ საზოგადოებაში დომინანტი რელიგიური კი არა, ეთნიკური კუთვნილების ფაქტორია. აფახაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მუსულმანური თემი დინამიზმით გამოირჩევა და ზრდის ტენდენციებს ამჟღავნებს, მაგრამ მუსლიმანი და ქრისტიანი აფხაზების ურთიერთდამოკიდებულებაში კონფრონტაცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. აფხაზეთში ისლამის გავრცელება რეპატრიაციის უკანონო პროცესს უკავშირდება. აფხაზეთიდან დევნილი ქრისტიანი ქართველების სახლებში თურქი და სირიელი მუსლიმანი აფხაზების ჩასახლება აფხაზეთში არსებული საოკუპაციო რეჟიმის ანტიქართული და, თავისი არსით, ფაშისტური ხასიათისაა.

- აფხაზურ დიასპორაში რუსული სპეცსამსახურების კვალი ჩანს?

- ,,სტამბულის აფხაზური კულტურის საზოგადოების” ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: მაისის დასაწყისში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰაკან ანდერი (ბიგვავა) აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეს, რუსეთის გენერალურ კონსულს თურქეთში, ალექსეი ერხოვს ეწვია და თურქეთის აფხაზური დიასპორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად აფხაზური სუვენირი გადასცა. ინფორმაცია ღიად, დაუფარავად გავრცელდა თურქულ პრესაში, მათი თანამშრომლობა სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს და არაფერია გამორიცხული. A

- ზაზა, აჭარაში .. თურქული ეკონომიკური ექსპანსიის მიმართ არაერთგვაროვანი განწყობაა...  

- თურქეთში არიან ძალები, რომლებიც ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან, მათ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები არ აწყობთ. აქედან ერთ-ერთი აფხაზური დიასპორაა. ისინი აჭარაშიც შეეცდებიან წყლის ამღვრევას. როგორც აფხაზური წყაროდან მაცნობეს, ბათუმიდან რამდენიმე აჭარელი აფხაზი აფხაზეთში საცხოვრებლად გადავიდა - იქ ბინები მათთვისაცაა გამოყოფილი.