რაიმონდ ვეიონისის კომენტარი შსს-სთან გაფორმებულ მემორანდუმზე

რაიმონდ ვეიონისის კომენტარი შსს-სთან გაფორმებულ მემორანდუმზე

„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისეთ საკითხებში,  რომლებიც დაკავშირებულია ზღვაში ადამიანების ძებნასა და გადარჩენასთან, ასევე  ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფების აღკვეთასთან დაკავშირებით. ეს შეთანმხება ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის, რადგან ჩვენ ბალტიის ზღვაში ასეთი სამუშაოების  განხორციელების კარგი უნარები გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ ტრენინგები მყვინთავებისთვის, მყვინთავების ძალიან კარგი სკოლები გვაქვს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ სფეროებს, რაშიც შეგვიძლია ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ.

ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისის კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე:

რა თქმა უნდა ვულოცავ საქართველოს და ასევე უკრაინასა და მოლდოვას,  ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მე ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარება საქართველოს შეასრულოს შესაბამისი ამოცანები. როგორც ყველა ხელმოწერილი ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ვალდებულებებს, რომლებსაც ვფიქრობ, რომ საქართველო შეასრულებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ეს მნიშნველოვანია საქართველოსთვის, ეს კიდევ  ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი, რომ ეს სწორი მიმართულებაა. რა თქმა უნდა კიდევ არის ნატოში გაწევრიანება,  ლატვია მხარს უჭერს ამ მისწრაფებას და იმედი გვაქვს, რომ უელსის სამიტზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართება დიდ ბრიტანეთში, ნატო ასევე წარადგენს პოზიტიურ  გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა. იმედი მაქვს, რომ ეს წელი საქართველოსთვის ძალიან დადებითი იქნება“.