"პირდაპირ მითხრეს: კოტე და პავლე კუბლაშვილებს სათათბირო ოთახიდან გავყავდით და და რა სასჯელსაც გვეტყოდნენ, ის გამოგვქონდაო".

"ერთი მე მკითხოს კოტე კუბლაშვილმა რამდენად დამოუკიდებელია ქართული სასამართლო სისტემა. - კი თავად კუბლაშვილისთვის სასამართლო წარმატებულიცაა და დამოუკიდებელიც, რადგან მთელი სისტემა მის და მისი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ემსახურება, მთელი სისტემა მის მარწუხებშია მოქცეული და ერთეული მოსამართლეების გარდა, ყველანი მისი ნების, მისი დაკვეთის უსიტყვოდ აღმსრულებელნი არიან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე აბა რას იტყოდა. უბედურება ისაა, არც "რეფორმის" შემდეგ შეცვლილა რამე სასიკეთოდ. კიბლაშვილის ამ მონა მოსამართლეების ხელში ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება", - აცხადებს ამჟამად გერმანიაში მყოფი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თამარ ლალიაშვილი: "პირდაპირ მითხრეს: კოტე და პავლე კუბლაშვილებს სათათბირო ოთახიდან გავყავდით და და რა სასჯელსაც გვეტყოდნენ, ის გამოგვქონდაო".

"უზენაეს სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე ვიყავით, ვინ მის დაკვეთებს არ ვასრულებდით. არ ვუშვებდი უდანაშაულო ხალხს ციხეში, არ გამომქონდა მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულთათვის 20 და 25-წლიანი სასჯელები, ვერ მაქცია კუბლაშვილმა თავის - ანუ პროკურატურის ნების აღმსრულებლად და ამიტომაც დამიპირისპირდა. გერმანიაში ვიყავი მოსამართლეთა კონფერენციაზე, იქ დამირეკ და მითხრა - დაწერე განცხადება და წადიო - ეს 2005 წელს ხდება. ერთი ამბავი ავტეხე გერმანიაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავაყენე საქმის კურსში, თუმცა ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, კუბლაშვილს "მწვანე ჰქონდა ანთებული" და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. სააკაშვილს იმ დროს ნულოვანი ტოლერანტობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა და ამან გაუხსნა ხელ-ფეხი პროკურატურასა და შს სამინისტროს, რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჩაესვათ ციხეში, 2-3 წლის ნაცვლად ხალხს 20 წელს უსჯიდნენ. ამ ფონზე უზენაეს სასამართლოში ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი და მსუბუქი სასჯელი იყო და ეს არ აწყობდა კუბლაშვილს, ჩვენ გამო ზურაბ ადეიშვილის დაკვეთას პირნათლად ვერ ასრულებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ლალიაშვილი.

"ამიტომ ადგა და ვისზეც ყველაზე მეტი გამამართლებელი და მსუბუქი განაჩენი მოდიოდა, ჯერ ის მოსამართლეები გამოგვიშვა. ერთი წელი გვეჭიდავა და ბოლოს მაინც მიაღწია თავისას - 2006 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საპროცესო ნორმების დარღვევაში დაგვდო ბრალი და ამის საფუძველზე გაგავათავისუფლეს. ჩვენს შემდეგ დაიწყო სასამართლო სისტემის მასობრივი წმენდა - ვინს მათი ნების უსიტყვო აღმსრულებელი არ იყო, თითქმის ყველა გამოუშვეს. ვინც დარჩა, ისინი ხომ მონებად აქცია კუბლაშვილმა და ახლებიც მოიყვანა. იმდენად დაიმონა ეს მოსამართლეები, მითიტებები არარ სჭორდებოდათ, თავადვე უსიტყვოდ ასრულებდნენ პროკურატურის ნებისმიერ დაკვეთას. შევხვდი მოსამართლეების, წლების მანძილზე კიბლაშივილის "ნოტარიუსები" რომ იყვნენ - მათ პირდაპირ მითხრეს: კოტე და პავლე კუბლაშვილებს სათათბირო ოთახიდან გავყავდით და და რა სასჯელსაც გვეტყოდნენ, ის გამოგვქონდა - ჩვენ არაფერს გვეკითხებოდნენ - ერთი წლის ჩამოკლების უფლებაც კი არ გვქონდაო. მერე ეს მოსამართლეები კუბლაშვილმა სხვადასხვა მიზეზით გამოყარა და ამაზე დღეს ასე თამამად ამიტომ ლაპარაკობენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"კუბლაშვილი ი მოსამართლეებს სწყალობდა, ვინც მართლა მონურად ემორჩილებოდა, მაგალითად ზაზა მეიშვილმა და მაია ოშხერელმა სულხან მოლაშვილს 9 წელი რომ მიუსაჯეს, ზუსტად ორ კვირაში ორივე დააწინაურეს და უზენაეს სასამართლოში გადმოივანეს. ვინც მოთხოვნებს არ დაემორჩილა ყველა გაუშვეს და ზოგიერთები ციხეშიც აღმოჩნდნენ. - მონები რომ გახდნენ, ამის გამო გაიმეტა კუბლაშვილის სასამართლომ საციხოდ - ეს იყო მიზეზი, სხვა არაფერი. კოტე კუბლაშვილი რომელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს? "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში 350 000 გადაწყვეტილება აქვს ამ სასამართლო სისტემას გამოტანილი და ნახევარზე მეტი უკანონოა, პროკურატურაში სხვადასხვა მოსამართლეებზე 22 000 საჩივარია შესული და უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს. სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა, რამდენიმე მოსამართლის გარდა მთლიანად შესაცვლელია. ვიდრე ისინი სისტემიდან არ წავლენ, სასამართლო დამოუკიდებელი ვერ გახდება", - ამბობს თამარ ლალიაშვილი.

"კუბლაშვილი და მისი უტყვად მორჩილი მოსამართლეები ერთად უნდა წავიდნენ - სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ხელისუფლებამ მართლა მისცა სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, მაგამ მონა ვერასდროს გახდება შინაგანად თავისუფალი. ეს მოსამართლეები საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების მძევლებიც არიან: ახლა ვინმემ პროტესტი რომ გამოთხვას, მათ ნებას შეეწინააღმდეგოს, მერწმუნეთ - არც ერთს არ დატოვებენ სამსახურში და თუ დასჭირდათ, მათი დანაშაულის დამამტკიცებელ ფაქტ5ებს პროკურატურასაც გადაუგზავნიან - აი, ამის ეშინიათ ამ მოსამართლეებს და ამიტომაც არის, რომ კვლავ მონურ ერთგულებას იჩენენ კოტე კუბლაშვილის მიმართ", - განმარტავს მყოფი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

"დამნაშავენი სასამართლო სისტემაში რომ არიან, იმდენი სხვაგან ძნელად მოიძებნება. უნდა გააქტიურდეს პროკურატურა! იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოტე კუბლაშვილის ხელშია, იქ ხმათა უმრავლესობა აქვს და ამ მექანიზმით იმ მოსამართლეებს, უკანონო გადაწყვეტილებების რომ აქვთ გამოტანილი, დისციპლინარულ დევნასაც ვერ გამოუცხადებს, საბჭო გადაეფარება, ამ საბჭოს თავმჯდომარეც ხომ კუბლაშვილია. ამიტომ პროკურატურა უნდა გააქტიურდეს. 22 000 საჩივარია შესული კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და თუ გსმენიათ, რომ ერთზე მაინც აღძრულიყოს სისხლის სამართლის საქმე. უნდა დაიწყოს ამ სამქქებზე სამართალწარმოება და მერწმუნეთ, ძალიან ბევრ მოსამართლეს მოუწევს სისხლის სამართლის წესით პასუხისგება. დღეს ისევ "ნაცმოძრაობის" ნპოლიტიკუ დაკვეთებს ასრულებს კოტე კუბლაშვილი და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი აბსურდია", - დასძენს თამარ ლალიაშვილი და შეკითხვას - "ამ მონა მოსამართლეებს კუბლაშვილი, ეტყობა სოლიდურადც უხდის, მონობის ხარისხის ადეკვატურად..." - პასუხობს:

"ჩვენი ბიუჯეტი ხალხის შრომით არის შევსებულიდა მოსამართლეების ამ ნაოფლარით მდიდრდებიან. არც მიკვირს არც მოსამართლე მაია ბაქრაძის და არც სხვების დიდძალი ქონება. კიბლაშვილი თავის მონა მოსამართლეებს ანებივრებს, თავის რჩეულებს უწერს სოლიდურ პრემიებს. ცალკე აქვს საპრემიო ფონდი... მართალი ხართ - ყველა მოსამართლე ტერორის, შანტაჟისა და შიშის გამო არ ემონება კიბლაშვილს. ძალიან ბევრს ეს მარალი პრემიები და კომფორტული ცხოვრება არ ეთმობა და მზად არიან ნებისმიერ უკანონობას მოაწერონ ხელი. უდანაშაული ადამიანების გაუბედურების ხარჯზე მდიდრდებიან კუბლაშვილის მოსამართლეები, ეს უზნეობა და დანაშაულია - სწორედ ეს არის ელიტური კორუფცია, დაკანონებული კორუფცია, მაგრამ მაგათ ეგ დანაშაულად არ მიაჩნიათ".