ირაკლი შიხიაშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ესტუმრა

ირაკლი შიხიაშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ესტუმრა

საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ესტუმრნენ და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულეს. საკრებულოს წევრები ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რომელიც  ამ  ეტაპზე  ფონდისთვის აუცილებელია.

საკრებულოს თავმჯდომარემ  ოპონენტებს,  ყველა თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანისა და გასარჟებისაგან თავის შეკავება სთხოვა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა თუ უბრალო მოქალაქეებს ბავშვების დახმარებისაკენ მოუწოდა.  ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოებამ დაინახოს აღნიშნული  ფონდის ღვაწლი და მცირედით მაინც მოახერხოს იმ ბავშვების გვერდში დგომა, რომლებიც  დახმარებას საჭიროებენ.

მანვე მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს, რომლებმაც ბერი ანდრიას ფონდისათვის  გარკვეული დახმარება გაიღეს საკუთარი ხელფასებიდან.

ბერი ანდრიას დედის, თინათინ ჩხვიმიანის თქმით, ფონდში მყოფი ბავშვებისა და მშობლების სურვილი იყო, მადლობა გადაეხადათ  საკრებულოს წარმომადგენლობისთვის, რამდენადაც ისინი იმ შენობის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგნენ, რომელშიც ფონდი ფუნქციონირებს, საკრებულოს მიერ გადარიცხული თანხით კი აღნიშნული საკითხი ამ დროისათვის მოგვარებულია.

შეგახსენებთ,  რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა  კუთვნილი პრემიის სრული ოდენობა  ბერი ანდიას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.