„ქართულმა ოცნებამ ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატად ყვარყვარე წარადგინა“

„ქართულმა ოცნებამ ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატად ყვარყვარე წარადგინა“

ხელვაჩაურის ამჟამინდელი გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ქართული ოცნების სახელით ისევ იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლობისთვის.


„ბი ნიუსი“გთავაზობთ ვარშანიძის მოკლე ბიოგრაფიას : „ნადიმ ვარშანიძე 1966 წლის 15 იანვარს დაიბადა, 1985-1992წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლიდან დღემდე ბათუმის საზღვაო აკადემიის პედაგოგი გახლავთ, 2005-2010 წწ. ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ( ვარშანიძის აკადემიის რექტორად დანიშვნა მაშინდელი აჭარის ა/რ თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის სახელს უკავშირდება), აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვარშანიძის დანიშვნის შემდეგ აკადემიაში დაიწყო კრიზისი და წარმოიქმნა უამრავი პრობლემა, რომელიც დღემდე აწუხებს აკადემიას, 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის წინ მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები, რომელშიც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც მონაწილეობდა, ვარშანიძემ როგორც აკადემიის რექტორმა ახალგაზრდების  გვერდით დადგომას ნაციონალური მოძრაობა ამჯობინა და განზე გადგა, ნაციონალებმა ვარშანიძეს ეს დაუფასა და მას აკადემიის რექტორის პოსტი 2010 წლამდე შეუნარჩუნა, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ვარშანიძე აქტიურად ერთობა პოლიტიკურ პროცესებში და 2013 წლის 23 აგვისტოს ხელვაჩაურის გამგებლის პოსტს იკავებს , აღსანიშნავია ის ფაქტი რომ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს ნადიმ ვარშანიძეს ქართული ოცნების არცერთ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, სავარაუდოდ მისი გამგებლად დანიშვნა უკავშირდება აჭარის ა/რ ამჟამინდელი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სიმამრის მერაბ სირაბიძის სახელს.
ფაქტი ერთია რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად წარადგინა ხაბაძის სიმამრის ფავორიტი, ყოფილი ნაციონალი, საზღვაო აკადემიის არ შემდგარი რექტორი და ადამიანი რომლის სახელსაც უკავშირდება ხელვაჩაურში რამოდენიმე სოფლის რწმუნებულის დაჭერა.

საინტერესოა რატომ შეაჩერა ქართული ოცნების ლიდერებმა არჩევანი ხელვაჩაურში ნადიმ (ყვარყვარე) ვარშანიძეზე და გაიმარჯვებს თუ არა ის არჩევნებში ამას დრო გვიჩვენებს.