"ნაციონალური მოძრაობის" განადგურების მომხრე არ ვარ"

"განსხვავებით წინა ორი არჩევნებისგან, უკვე ვისმენთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისგან შეშფოთებას იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ავიწროვებენ წინასაარჩევნო პერიოდში. რიდესაც ამ საკითხზე რეაგირებას აკეთებს თავად აშშ-ის ელჩი, სხვა ინსტიტუტები და უკვე ღია შენიშვნებით მიმართავენ ხელისუფლებას, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია. თუმცა არჩევნებზე ექსცესებს არ ველი, არანაირი არეულობა საარჩევნო უბნებზე არ მოხდება და შეფასებებიც იგივე გაჟღერდება კომპლიმენტების სახით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2012 წელს", - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპარტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსოს ცისკარიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების მომხრე არ ვარ".

"ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე მისაბაძი არჩევნების გახლდათ საპრეზიდენტო არჩევნები გასულ ოქტომბერს და სამწუხაროდ, დემოკრატიის დღესასწაულს ვერ მოვესწარით, რადგან არჩეული პრეზიდენტის მიმართ მისივე გუნდიდან სერიოზული აგრესიული გზავნილები წარმოჩინდა. არჩევნებზე მისვლის პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს თუ სურს, რომ ზოგადად მისი რამე ტიპის პრეტენზია იყოს განხილული სამომავლოდ. პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია (პროგნოზების მიხედვით გამარჯვებული სამეული ასეთი იქნება - "ქართული ოცნება", ნაციონალები და ბურჯანაძის ალიანსი) და ვერ ვიტყვი, რომ უსაფუძვლოა - ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თითოეულ ჩვენგანს ურჩევნია, რომ მისი პრობლემები სხვამ მოაგვაროს. ვისაც სურს, რომ სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, მას ახლა აქვს საშუალება თავად გამოამჟღავნოს მზაობა იმ პოლიტიკური ძალის გარიყვისთვის პოლიტიკური სივრციდან, რომელსაც მისივე თანამემამულეები ირჩევდნენ, ირჩევენ და აირჩევენ", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ანუ ეს არ გახლავთ მხოლოდ არჩევნები, ეს გახლავთ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩვენი საზოგადოებისთვის, სურს თუ არა მას, ძლიერ პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში დარჩეს "ნაციონალური მოძრაობა"სურს თუ არა მას ნაკლებად ცნობადი და თავშენახული და სახელგადარჩენილი პირები იყვნენ თუნდაც რიგითი წევრები საკრებულოების შემადგენლობაში. ანუ გადავცეთ თუ არა ჩვენი უფლბები მხოლოდ პოლიტიკურ სექტორს. აქვს თუ არა სურვილი და უნარი ჩვენს მოსახლეობას თავად გააკეთოს არჩევანი - დაე მცდარი, მაგრამ საკუთარი! არა იმიტომ, რომ ვირჩევ მეზობელს, მერე რა, რომ ის ლოთია და უმაქნისი, სამაგიეროდ, ჩემი მეზობელია. არა არჩევანი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ მიიღოს თავისუფალი ქვეყანა და თავად არ მოუხდეს საკუთარი წინაპრების დოყლაპიობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორება", - განაგრძობს ექსპერტი.

"მე არ ვარ იმ ჯგუფს მიკუთვნებული, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აუცილებელ განადგურებაზე საუბრობს. თითოეულმა ჩვენგანმა პოზიტიური უნდა ვეძებოთ. ასე ერთიანად ყველასთვის ნაძირლის იარლიყის მიკვრა პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, იქნება ჩვენი ცნობიერების კიდევ ერთი სისუსტის გამჟღავნება. ვეცადოთ განვასხვავოთ თეთრი და შავი, ამ კრებსითი სახელებით ადამიანებზე შურისძიება სიკეთეს არ მოგვიტანს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, შემცდარს უნდა მიეთთოს, რა გზით შეიძლება მან შეცდომა გამოასწოროს. Yთუ ადამიანი მისტირის წარსულს, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო სანუკვარი, მაშინ კი ბატონო - შეიძლება გავაცილოთ წარსულისკენ. ხოლო ახალგაზრდა პოლიტიკოსები, სჯობს სრულიად ღიად გამოთქვამდნენ თავიანთ პოზოცოას, თუნდაც განსხვავებულს, ვიდრე ის ადამკიანები, რომლებიც ძალიან ხშირად იცვლიან ფერს, მარშირებენ ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეში, თანაც არ ტაკილობენ, რომ ეს ცვლილება არის შეუთავსებელ პოლიტიკურ სტრუქტურებში. თუ მხოლოდ სავარძელი გვიზიდავს თანამდებობაზე, მაშინ ჯობს არარ ვიფიქროტ სახელმწიფო მოხელეობაზე", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას "ეს არჩევნების გამოიყვანს ოპოზიციას ქუჩაში?" - პასუხობს:

"უკვე დაგეგმილია ასეთი გამოსვლების 16 ივნისიდან მოყოლებული და აქ არა მარტო არჩევნების თემაა საფუძველი ასეთი შფოთის დანერგვისა, რომლის მომსწრენიც დიდი ალბათობიტ ვიქნებით ივნისის ბოლომდე და შესაძლოა მერეც, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც არ გამოირიცხება მეხუთე კოლონის გააქტიურება, რომელსაც სხვა ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს. რასაკვირველია, ქართველი საზოგადოება გულგრილად ვერ აღიქვამს ასეთ ქმედებებს და განცხადებებს".