შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1983 წელს დაბადებული ირაკლი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ,,ა-კა-ეს 74“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 59 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).