მაშველებმა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

მაშველებმა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი პოლონელი ტურისტი პიპროსტან მაინცილოვსკი ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა ყაზბეგში, მყინვარწვერზე ასვლისას პოლონელ ტურისტს ფეხი დაუცურდა, მოიტეხა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მაშველებმა პიპროსტან მაინცილოვსკის პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ ხეობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანამდე საკაცით ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაშავებული პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.