პაატა ქარდავას და გოგიტა აბულაძის გაუჩინარება უშუალოდ გუნავას კისერზეა

პაატა ქარდავას და გოგიტა აბულაძის გაუჩინარება უშუალოდ გუნავას კისერზეა

„საერთოდ, თუკი ოდესმე ვინმე “ოცნების” შეცდომების ანატომიას გააკეთებს, ამ ნუსხაში “გუნავას საქმე”, უდავოდ, საპატიო ადგილს დაიკავებს. ადამიანი, რომელიც სამეგრელოში, მთელი წლების განმავლობაში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სისასტიკით იყო განთქმული, ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულმა კოალიციამ ლამის გმირად აქცია”, - წერს გაზეთი „ქართული სიტყვა“ სტატიაში „ხალხის წამებასა და გაუჩინარებაში ეჭვმიტანილ თენგიზ გუნავას საარჩევნო ცინიზმი“.

სტატის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატზე და აღნიშნავს, „რამდენიმე თვის წინ, ანუ მაშინ, როცა შს მინისტრი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, პოლიციამ სამეგრელოში სამალავი აღმოაჩინა, სადაც კასრებში, რამდენიმე დისკი იქნა ნაპოვნი. დისკების გაშიფვრის შემდეგ, საზოგადოება საშინელი ამბის მომსწრე გახდა - მამაკაცს, ჩვენების გამოძალვის მიზნით, არადამიანურად ექცევიან და აუპატირებენ. არსებული მონაცემებით, სამეგრელოში “გაუპატიურების ტრადიცია” სწორედ თენგიზ გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს დაიგეგმა, ანუ როგორც ადგილობრივები ამბობენ, წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ სამხარეო პოლიციის უფროსმა, რომელიც დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის იბრძვის, ყველაფერი დეტალურად იცოდა. შეიძლება, ამ წამება-გაუპატიურებაში უშუალოდ გუნავა არ მონაწილეობდა, მაგრამ როგორც სამხარეო პოლიციის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაკვირველია, არსებობს. ამასთან, ის, მინიმუმ, დანაშაულს ფარავდა...“

სტატიაში აღნიშნილია, რომ თენგიზ გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს, როგორც “ქართულ სიტყვას” ადგილობრივებმა უთხრეს, სამეგრელოში არაერთი ადამიანი უკვალოდ გაქრა.

“ეს თავხედი გუნავა და მისი ხალხი იმ ოჯახებთან მიდიან, რომლის წევრების შესახებაც დღემდე არავინ არაფერი იცის და ცინიკურად ეუბნებიან, ხომ ხედავთ, “ქართულმა ოცნებამ” სამართალი ვერ აღადგინა, გამქრალი ადამიანების საქმეებს ვერ იძიებს. ჰოდა, ხმა ჩვენ მოგვეცითო,” “ უამბობს “ქართულ სიტყვას” წყარო, რომლის ვერსიითაც, გუნავა ამ კუთხით თავს მშვიდად გრძნობს, რადგან კვალი საგულდაგულოდ აქვს გამქრალი - როგორც წყარო ეჭვობს, გაუჩინარებული ადამიანების გვამები სამეგრელოს ჭაობებშია ჩაყრილი და სწორედ ამიტომ, გუნავას “სასატვი” ხალხს ეკაიფება. სამეგრელოში გავრცელებული ხმით, გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს, რეგიონში უგზო-უკვლოდ 20-მდე ადამიანი გაუჩინარდა. აქედან, როგორც ხალხი ამბობს, ორი პიროვნების - პაატა ქარდავას, გოგიტა აბულაძის გაუჩინარება უშუალოდ გუნავას კისერზეა”, - წერს ავტორი.

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ გუნავა და მისი რაზმი ყველაზე მეტად, თურმე, ირაკლი ალასანიას მომხრეებს ერჩოდნენ.

“სერგო ჩაჩიბაია გახსოვთ? “ ჩემი ინფორმაციით, გუნავას ხალხი მის მოკვლას გეგმავდა. ასევე, უნდა მოეკლათ გოგი ნაჭყებია, რომელიც დღეს სამეგრელოს სუს-ის უფროსია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ორი ადამიანის ლიკვიდაციის გეგმა შეიცვალა და მხოლოდ დაჭერითღა დაკმაყოფილდნენ „ღიად აიყვანეს,” - ამბობს “ქართული სიტყვის” ინფორმატორი, რომლის თქმითაც, ნაჭყებია ირაკლი ალასანიას პოლიტიკური თანამებრძოლი არასოდეს ყოფილა, მაგრამ “ნაციონალები” მასაც, ჩაჩიბაიას მსგავსად, ალასანიას “ტიპად” თვლიდნენ.