"ნაციონალების" ლიდერები უგულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ?

"საქმეში ვირჯინიის კუძულებზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კეზერაშვილის კომპანია "ეხსიმუს ჰოლდინგი" და უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის ფირმა "გუდაური სქაი რესორტი" მონაწილეობდნენ - გიორგი ღონიაშვილს 760 000 დოლარი ნაღდი ფული უნდა მიეტანა "ნაცმოძრაობის" ოფისში და ის გიგი უგულავასთვის უნდა გადაეცა. ღონიაშვილი, მოგეხსენებათ დაკავებულია და საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. უგულავას ქვისლს კიდევ ერთ საქმეს ედავებიან და ისიც "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ფულის გათეთრებას ეხება, თუმცა ამ ეპიზოდში კეზერაშვილი არ ფიგურირებს. "ნაცმოძრაობის" ოფისიდან მოწოდებული კულუარული ინფორმაციის თანახმად, 3 ივნისს - გიორგი ღონიაშვილის დაჭერის დღეს, გიგა ბოკერიამ აგინა და მერე ხელიც გაარტყა გიგი უგულავას და პარტიის სხვა ლიდერებმაც არ დაინდეს თბილისისი მერი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ნაციონალების" ლიდერები უგულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ? / რა მოხდა 3 ივნისს "ნაცმოძრაობის" ოფისში.

"ღონიაშვილის დაჭერის ამბავი რომ გახმაურდა, "ნაციონალთა" ყველა ლიდერი ცენტრალურ ოფისში შეკრებილა. გიგი უგულავა და წამყვანი ლიდერები გიგა ბოკერიამ დაიბარა კაბინეტში და თბილისი ექსმერს იქ გაურჩია საქმე. მისთვის პირველ რიგში შარშან 16 სექტემბერს "ალიაში" გამოქვეყნებული ის წერილი შეუხსენებია, სადაც კეზერაშვილისა და ღონიაშვილის კავშირზე ვწერდით - ჯერ წყნარად უთქვამს, რომ ამ პუბლიკაციის შემდეგ გიორგი ღონიაშვილი უნდა მოეცილებინათ "ნაცმოძრაობის" ობშიაკიდან და მას კეზერაშვილთან აღარანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ბოკერიას ამგვარი წიდაუხედავობისთვის უსაყვედურებია უგულავასთვის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის და პარტიის ბედი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უგულავას ბოკერიასთვის სიტყვა უხეშად შეუბრუნებია და ქვისლის გამართლებას შესდგომია, სქემის გაშიფვრა და საქმის ჩავარდნა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის დაუბრალებია, რადგან სქემის ავტორები ისინი ყოფილან", - აღნიშნავს გამოცემა.

"პარტიის ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გინებამდე მისულა, შემდეგ გიგა ბოკერიას უგულავასთვის დედა შეუგინებია და სახეში ხელი გაურტყამს. უგულავას მისკენ დაუწევია, მაგრმა სხვებს დაუჭერიათ და ამ გაწევ-გამოწევაში ერთი ალიყური გივი თარგამაძისგანაც მიურია.. უგულავას არავინ გამოქომაგებია, რადგან ყველა ლიდერი მას ადანაშაულებდა ამ 760 000 დოლარის დაკარგვაში, ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრაში და ყველა ბოკერიას ვარაუდს იზიარებდა, რომ სამართალდდამცველები ღონიაშვილისა და კეზერაშვილის კავშირით "ალიას" პუბლიკაციის გამო დაინტერესდნენ, ღონიაშვილს კუდზე დააჯდნენ და გამოიჭირეს კიდეც. ბოკერია უგულავას დამუქრებია, არჩევნების მერე შენი ფეხი აღარ იქნება პარტიაში, თუ ამ ჩაოხრებულ საქმეს არ გამოასწორებო", - დასძენს გამოცემა.

"გიგი უგულავასთვის სააკაშვილთან სკაიპით ლაპარაკს მოუთავებია ხელი - მიშას სულ დედ-მამა უგინებია უგულავასთვის და შეშლილი სახით მის ლანღვასა და ყვირილს, ცხადია, ბოკერიას კაბინეტში თავმოყრილი ყველა ლიდერი უყურებდა და უსმენდა. სააკაშვილიც სწორედ იმაში ადანააულებდა უგულავას - რაც კეზერაშვილისა და შენი ქვისლის კავშირი გაიშიფრა, შენი კრეტინი ქვისლი უნდა მოგეცილებინა ამ სქემიდან და საქმეში სხვა, სუფთა და ეჭვმიუტანელი ადამიანი შემოგეყვანა, ღონიაშვილის კომპანიები კი საერთოდ აღარ უნდა გამოგეყენებინა ამ საქმეშიო. უგულავას სააკაშვილიც დამუქრებია - კეზერაშვილს რამე საფრთხე რომ შეექმნას, იცოდე, ცოცხალს არ დაგტოვებო. საუბრის შემდეგ გივი თარგამაძეს უთქვამს უგულავასთვის - მადლობა თქვი, რომ მიშა აქ არ არის, თორემ შენს თავს ხელიდან ვერ გავაგდებინებდითო", - წერს სტატიის ავტორი. 

"უგულავა შავ დღეშია - ცხადია, ღონიაშვილი საკუთარი ინიციატივით არ იმოქმედებდა და თუ ღონიაშვილმა თანამზრახველად უგულავა დაასახელა, მაშინ მას მესამე ბრალსაც წაუყენებენ და შესაძლოა გირაოთი უკვე აღარ გაათავისუფლონ და ციხეში უკრან თავი. ღონიაშვილი სხვა მხრივაც საფრთხეა - თუ მან ხელი კეზერაშვილს დაადო და აღიარა, რომ ფულს ის ურიცხავდა ოფშორული ზონიდან, კეზერაშვილს წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას და ხელახლა დადგება საფრანგეთიდან მისი ექსტრადირების საკითხი. ამით კი, "ნაცმოძრაობის" შავი ფული - სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდი დოლარი, შესაძლოა ქართველი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდეს და საბოლოოდ ბიუჯეტში დაბრუნდეს. პრინციპში, ღონიაშვილს კეზერაშვილთან დანაშაულებრივი კავშირის აღიარების გარდა სხვა გზა არც დარჩენია, რადგან საბანკო გადარიცხვები და ფულის მოძრაობის სქემა ამ კავშირს ისედაც დაადასტურებს. თუმცა ღონიაშვილის აღიარების გარეშეც ვერ იქნება კეზერაშვილი მშვიდად, თუ ჩვენმა სამართალდამცავებმა ეფექტურად იმუშავეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ნაცმოძრაობა" ისევ იმ საფრთხის წინაშე დადგა, რომელიც სექტემბერში დაატყდა თავს - კეზერაშვილის დაჭერა და უზარმაზარი შავი ფულის დაკარგვა ემუქრება, ეს კი საარჩევნოდ პარტიის დაფინანსების გარეშე ნიშნავს. ისედაც უდაბლესი რეიტინგის პარტიისთვის კი ეს სრული კატასტროფაა - "ნაციონალები" სწორედ ამ ფულისა და კეზერაშვილი-ღონიაშვილის სხვა ტრანშების იმედად იყვნენ საარჩევნო კამპანიის დარჩენილ პერიოდში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები - თუ სამარტალდამცავებმა უნაკლოდ იმიშავეს, მაშინ გიგი უგულავა მალე თავის ქვისლს უნდა მიუსვან გვერდით და კეზერაშვილიც ბორკილებით ჩამოიყვანონ საფრანგეთიდან", - დაასკვნის სტატიის ავტორი.