”მომავლის იმედი

”მომავლის იმედი" ხელისუფლებას გეი წყვილებზე ჩვილების გაშვილების სკანდალურ საქმესთან კავშირში ამხელს

ასოციაცია ”მომავლის იმედის” ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე Georgian Press-თან  საქართველოდან ჩვილი ბავშვების გაყვანისა და გეი წყვილებზე  გაშვილების სკანდალურ სქემაზე საუბრობს და ხელისუფლებას დამნაშავეებთან კავშირში ამხელს.

თამარ ხაჭაპურიძის მტკიცებით, სუროგაციის ცენტრ "ნიუ ლაიფ ჯორჯიას"   დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი " კრიმინალური სუროგაციითაა დაკავებული და მისი კლიენტების უმრავლესობა ერთსქესიანი წყვილები არიან.  აღნიშნული სქემა კი ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა კონკრეტული ფაქტების მიუხედავად,  რაიმე ქმედითი ნაბიჯი  უკანონობის აღსაკვეთად არც პოლიტიკოსებსა და არც სამართალდამცავებს ამ დრომდე  არ გადაუდგამთ.

თამარ ხაჭაპურიძე: სუროგაციის და დონაციის ცენტრი ”ნიუ ლაიფ ჯორჯია” , ერთსქესიან წყვილებზე ჩვილების გაშვილებას ემსახურება, აღსანიშნავია, რომ სათაო ოფისი პლანეტის მასშტაბით, რომელიც მსგავს მომსახურებას უწევს გეებს,  თბილისშია და ბახტრიონის 11 ბ-ში მდებარეობს, ამ ცენტრს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქსელი აქვს.  ცენტრი ემსახურება ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით, დონორებისა და სუროგატი დედების მეშვეობით ბავშვების ჩასახვას. შემდეგ კი, ამ ბავშვების გეი პირებზე გაშვილებას. ისინი ფარავენ სუროგაციის ფაქტებს, იმისათვის რომ გააყალბონ დოკუმენტები, რადგან საქართველოს კანონით ამ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ უშვილო წყვილებს შეუძლიათ.

ასეთ სერიოზულ ბრალდებაზე საუბრობთ, არსებობს კონკრეტული  მტკიცებულებები? და თუ არსებობს  სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არაა?

 ” სისხლის სამართლის საქმე 344 -ე პრიმა მუხლით უკვე დიდი ხანია აღძრულია. ეს მუხლი ეხება მიგრანტის საზღვარზე გადაყვანას ყალბი დოკუმენტებით. ბევრი გამომძიებელი გამოიარა ამ საქმემ, მაგრამ წინ ვერ წაიწია ჯერჯერობით სამწუხაროდ.  ერთ-ერთმა აღიარა კიდეც,( სხვათაშორის  მაქვს ამ საუბრის  აუდიოჩანაწერი,)  რომ 2013 წელს,  სახელმწიფო დაცვის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მხრიდან, რომელიც   იმ დროისათვის ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო,   ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რის  გამოც ის იძულებული გახდა  გამოძიება შეეჩერებინა.

- გამოდის, თქვენ ხელისუფლებას ღიად დებთ ბრალს, რომ ამ  დანაშაულებრივ სქემას მასთან დაახლოებული პირები მფარველობენ?

-დიახ, რადგან  სისხლის სამართლის საქმე დიდი ხანია აღძრულია. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა  და  სახალხო დამცველის მხრიდან არაერთგზის  მოწოდებები პროკურატურისადმი, რომ  ეს საქმე დროზე გამოძიებულიყო. ამისათვის ყველა მტკიცებულება არსებობს, სუროგატი ქალების ვინაობა, დოკუმენტები და სხვა ფაქტები.  აუცილებელია  შეწყდეს ეს  დანაშაული. გამოძიება კი, ხელოვნურად ჭიანურდება და ეჭვიც ჩნდება, რომ დანაშაულს მფარველობენ. სხვათაშორის  ანზორი ჩუბინიძეზე ინფორმაცია პრემიერ ღარიბაშვილსაც   მივაწოდეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება ამ საქმეს არ მოჰყოლია.

-გაქვთ ინფორმაცია, რომელ ქვეყნებში და რა  პირობებში ხვდებიან ეს ბავშვები შემდეგ?

- სად და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ბავშვები,  ჩვენ არ ვიცით, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რადგან ჩვენ ვერასოდეს დავადგენთ სად არიან ისინი, თუ სახელმწიფო შესაბამის ზომებს არ მიიღებს და დამნაშავეებს არ დაიჭერს.