ნანა კაკაბაძე -

ნანა კაკაბაძე - "ნაცმოძრაობის გადარჩენა "ქართული ოცნების" ინტერესებშია"

"მოსმენებიც, თვალთვალიც, მიყურადებაც და ყველაფერიც იმ ხელისუფლებასაც და ამ ხელისუფლებასაც სჭირდებოდა იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ჰქონოდა ტოტალური კონტროლი თითოეულ მოქალაქეზე ამიტომაც ახორციელებდა ამას და არაფერი კავშირი არ ჰქონდა დასავლურ ღირებულებებთან. ასე არის დღესაც. ჩვენი ქვეყნის უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი კეთილდღეობის, საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად და მოსახვეჭად და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა კაკაბაძე: "ნაცმოძრაობის გადარჩენა "ქართული ოცნების" ინტერესებშია.

"ისე სწრაფად ითვისებს "ქართული ოცნება" ყველა იმ სიბინძურეს და მანკიერებას, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, რომ მეტი არ შეიძლება. ისინი, ამის პარალელურად აქტიურები მაინც იყვნენ და პიარისთვის რაღაცას მაინც აშენებდნენ და დგამდნენ. შეიძლება უხარისხოს, მაგრამ მაინც რაღაცას აკეთებდნენ. ესენი ამასაც კი ვერ აკეთებენ. იგივე კორუფციის თვალსაზრისით ბიუჯეტისადმი ზერელე და მომხვეჭელური დამოკიდებულებით გამოირჩევიან - თუნდაც ის, რაც ცოტა ხნის წინ პენიტენციალურ სისტემაში გამოაშკარავდა, რა რაოდენობის ხელფასებს იხვეჭდნენ ეს ადამიანები და საერთოდ როგორი მიდგომაა საზოგადოებრივი საკუთრებისადმი, ხალხის ბიუჯეტისადმი. ეს მძარცველური პოლიტიკა, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ამას რა ალტერნატივა აქვს? არანაირი - რა თქმა უნდა, თუ არ იქნა მესამე ძალა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

"თუმცა ამ მესამე ძალის ჩამოყალიბების არანაირ შესაძლებობას არ უტოვებს ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე მხრივ "ქართული ოცნება" - მათ უკვე კანონის დონეზე აქვთ უკვე პოლიტიკა პრივატიზებული და კანონის დონეზეც ეს პარტიები - რომლებსაც კვალიფიციური პარტიები დაერქვათ, ინაწილებენ ყველა სიკეთეს, პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მართლაც რომ არსებობდეს მესამე ძალა, ეროვნული ძალა მიმართული ქვეყნის ინტერესებისკენ, ამ ძალას არანაირ პერსპექტივას არ უტოვებს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" - კანონის დონეზე, საძირკველშივეა ჩახშობილი ნებისმიერი დამოუკიდებელი და თავისუფალი ძალის არსებობა", განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული მხარსაჭერა აქვს დასავლეთის მხრიდან. ხედავთ საფრთხეს ნაციონალები კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში?" - პასუხობს:

"ამის საფუძველი "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. როდესაც მოვითხოვდით - გაასამართლეთ რეჟიმი და არაფერი არ მოხდა - ეს ხდებოდა მიზანმიმართულად. ის დამნაშავეეები, ვინც 9 წელი დამნაშავე პოლიტიკას აწარმოებდა ციხეებში რომ მოხვედრილიყვნენ და ყველაფრისთვის პასუხი ეგოთ, სხვები ხომ ვერ გაიმეორებდნენ - მოსმენებია, ციხეებში წამებებია თუ პოლიციაში დანაშაულობებია - ყევლაფერს აკეთებს ძველი კადრები. რატომ არ შეფასდა რეჟიმი? რომ არ არსებობდა სამართლიანი სასამართლო, ხალხი უკანონოდ იჯდა ციხეებში, ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, ქონების წართმევა და ა. შ. - მითხარით ერთი, ვინმე დაისაჯა ამისთვის. გამოიძიეს მიყურადებისა და ამ მოსმენების საქმეები? ამ მხრივ რამე გაკეთდა? ანუ მიზანმიმართულად ხდება, რომ ამ ბოროტმა ძალამ შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება. იმიტომ რომ არსებობს გარედან ზეწოლა დღევანდელ ხელისუფლებაზე, - თუ გინდათ თქვენც გაბალახონ თქვენს ქვეყანაში და კარგად მოწველოთ ქვეყანა, თქვენ ეს ძალა უნდა შეინარჩუნოთ - ეს ხელისუფლებაც ამას აკეთებს. ამ დროს ხალხის ინტერესები არის აბსოლუტურად იგნორირებული".

"ვერც ერთმა უფლებადარღვეულმა ადამიანმა აქ ვერ აღიდგინა თავისი უფლება, ვერც ერთმა პოლიტპატიმარმა ვერ იპოვა აქ სამართალი, ვერც ერთმა ბიზნეს და ქონებაწართმეულმა ვერაფერი დაიბრუნა ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვვიონც ყველაფერს იბრუნებს და ისევ მომხვეჭელურ პოლიტიკას ატარებს, ეს არის "ქართული ოცნება", დრევანდელი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა". რანაირად უნდა შეიქმნას აქ მესამე ძალა? ასეთი ტოტალური კონტროლი საბჭოთა პერიოდში არ ყოფილა, დრეს რომ არის, ყველა მოქალაქე არის კონტროლირებული - ეს შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამისთვის პასუხიო არავინ მოსთხოვა და ესენიც აგრძელებენ, რადგან ეს პოლიტიკა მარტივად უნარჩუნებს მათ ძალაუფლებას. - რაში აინტერესებთ მათ ხალხის ინტერესებს როგორ ვნებს, თვითონ ხომ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. დღეს არ არსებობს ძალა, რომელიც ამის წინააღმდეგ გამოვა, ამას ხელისუფლება არც დაუშვებს", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსას ნანა კაკაბაძე.