შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზურაბ გ. დამამძიმებელ გარემოებაში გაზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 12 მაისს, დაახლოებით 23:00 სთ-ზე, ლისის ტბის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1976 წელს დაბადებულ ელვარდ მ-ს და 1975 წელს დაბადებულ იოსებ ჭ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღები - „ბერეტა“-ს და „ტე-ტე“-ს სისტემის 2 პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის გაზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლით).