რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. როდესაც საუბარია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და უსამშობლოების გაერთიანებაზე, ასეთი ანტიდემოკრატიული ძალა ვერასდროს შექმნის ანტიდემოკრატიულობის სურათს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.
მან პრეზიდენტის არჩევის პროცესზე ისაუბრა, რომელშიც რადიკალური ოპოზიცია არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ჩანიშნულია და ამ მიზნით პროცედურები უკვე დაწყებულია.
„საქართველოს რეალურად ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის და მუდამ იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამაში მთელი გუნდი დარწმუნებული ვართ. ეს ასე იქნება. მიხეილ ყაველაშვილი უდავო პატრიოტია და უზომოდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე.
რაც შეეხება ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას, მათ მოქმედებებს, ძალთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია მთელი თავისი ისტორიით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით ანტიდემოკრატიაზე, ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ სურათს ვერ შექმნის. აღნიშნული ძალა მთელი თავისი სულისკვეთებით, მოწოდებითა და თითოეული ნაბიჯით ორიენტირებულია დესტრუქციაზე და ყველაფერს ცდილობს, უკვე წლებია, გადატრიალება მოაწყოს თავის სახელმწიფოში; ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა, როდესაც ამ ძალებზეა საუბარი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და უსამშობლოების გაერთიანებაზე, ასეთი ანტიდემოკრატიული ძალა ვერასდროს შექმნის ანტიდემოკრატიულობის სურათს ქვეყანაში“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან მიმართა რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს, შეხედონ, ვისთან აქვთ საქმე.
„ყველაფერი სრულდება, თვითლუსტრაცია ხდება და რასაც ვამხელდით, მათივე ამომრჩეველი უკვე ხედავს ამ პოლიტიკურ პროცესებს, თუ როგორ ერთი და იგივე სცენარით, ერთი და იგივე წრეზე მოძრაობს ეს უსამშობლოთა გაერთიანება“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.