მიმდინარე წლის 11 მაისს ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში დაიწო საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი, საკრებულოს თავჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც მოიცავს 11–13 მაისის პერიოდს, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს დაგეგმილი აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და სახელისუფლებო ორგანოებისა და ბელგიური სამშენებლო–ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები (ასევე დაგეგმილია ბელგიის წამყვან მედიასაშუალებებთან და ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრა).
12 მაისს ირაკლი შიხიაშვილმა და საკრებულოს წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიან, თავჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემელაძე, სარევიზიო კომისიის თავჯდომარე მიხეილ ქავთარაძე და ფრაქცია “დამოუკიდებელი დემოკრატების“ თავჯდომარე გიორგი ქველაძე, შეხვედრა გამართეს ბრიუსელის პარლამენტის ვიცე–სპიკერთან, პარლამენტის წევრთან კარლა დეჯონესთან და პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბელგიის პარლამენტთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ქ. თბილისის თვითმმართველობის სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და კონსულტაციების გამართვის საკითხები. ქართულმა მხარემ პარლამენტის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამასთანავე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ საკითხები.