სკანდალური დოკუმენტი - რა მოხდება 17 მაისს, როგორ დაიგეგმა და რა საიდუმლო დავალებები მიიღო “ნაცმოძრაობის” “განსაკუთრებული რეაგირების სამსახურმა”

სკანდალური დოკუმენტი - რა მოხდება 17 მაისს, როგორ დაიგეგმა და რა საიდუმლო დავალებები მიიღო “ნაცმოძრაობის” “განსაკუთრებული რეაგირების სამსახურმა”

ღარიბაშვილს რაღაცას უმზადებენ!..”

რუსთავი 2”-ის ტოპმენეჯმენტის ფარული აუდიო-ვიდეო თვალთვალის უცნობი დეტალები

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების პარალელურად, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მოვლენები დრამატულად ვითარდება: ჯერ იყო და, ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ისეთი ვაი-უშველებელი ატყდა, რომ სასულიერო პირების ერთმა ფრთამ ლამის ნახევარი პარლამენტი ანათემას გადასცა. მერე, ანტიდსკრიმინაციული კანონი აღარავის გახსენებია, რამეთუ საზოგადოებას ახალი სალაპარაკო მიეცა - დღისით, მზისით, შუა ქალაქში ბიზნესმენი დავით კოდუა უმოწყალოდ სცემეს. ინციდენტიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციას თავდამსხმელი ჩაბარდა... ნოშრევან ნამორაძე ამტკიცებს, რომ კოდუაზე შური მარტომ იძია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელი სამი იყო... ამბობენ, რომ 9 წლის განმავლობაში, კოდუებმა არაერთი ოჯახი გაამწარეს და, შესაბამისად, მომხდარიც კლასიკური შურისძიებაა. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ შურისძიება დღის წესრიგში მაინცდამაინც ახლა რატომ დადგა? მართალია, ხმა დადის, რომ კოდუებსნაცმოძრაობის.. მერაბიშვილის ფრთასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი ყვავის. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენზე თავდასხმა ვიღაცებმა შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ინტრიგისთვის გამოიყენონ... უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძექართულ სიტყვასთანსაუბრისას ხაზგასმით მიუთითებს, რომ ამ ინტრიგის მთავარი სამიზნე პრემიერი იქნება. “ღარიბაშვილს რაღაცას უმზადებენ”, - ამბობს ფორჩხიძე და ღიად მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ამავე კონტექსტში უშიშროების პოლკოვნიკი ყურადღებას მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებულ თავდაცვის მინისტრყოფილ თენგიზ კიტოვანზე ამახვილებს, რომელმაც რომან გვენცაძესთან ერთად, “სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაციადააფუძნა... ამასობაში, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, 2013 წლის ზაფხულში, ანუ როცა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძეზე, მათსავე კაბინეტებში, ფარული აუდიო და ვიზუალური თვალთვალი ხორციელდებოდა. “რამდენიმე დღის წინ, შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდოს ვიდეომასალა, სადაც თვალნათვლივ ჩანს, როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს ორ ფაილს. ჩემს შემთხვევაში, ჩანაწერის ქრონომეტრაჟი 15 წუთია, ნინო შუბლაძეზე კი, - 1 საათი. ინფორმატორის ცნობით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაილი, რომელიც ასახავს ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრებისა და შეხვედრების ჩანაწერებს... ჩვენი ძალებით ვეცადეთ სათვალთვალო ტექნიკის აღმოჩენა, მაგრამ ვერ შევძელით. აღმოვაჩინეთ სპეციფიური ნახვრეტები, თუმცა ვიდეოკამერები არ დაგხვდა,” - აცხადებს გვარამია. როგორ დაიგეგმარუსთავი 2”-ის ტოპმენეჯმენტის ფარული თვალთვალი? - უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ამას პრემიერის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს:

- იმისთვის, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მოსმენა-თვალთვალი მათსავე კაბინეტებში განხორციელებულიყო, პირველ ეტაპზე, ტელეკომპანიის დაცვის, ან ტექნიკურ სამსახურში ოპერატიული წყაროს მოძებნა და მისი “დავერბოვკება” იქნებოდა საჭირო, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ასეთი ოპერატიული წყარო სპეცსამსახურს “რუსთავი 2”-ში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდეც ჰყავდა. სხვანაირად ფარული კამერა კაბინეტში როგორ გაჩნდებოდა? ოპერატიული წყაროს შემდეგ, ტელეკომპანიაში სპეცსამსახურის ოპერატიულ-ტქენიკურ ქვედანაყოფს უნდა შეეღწია, რათა აპარატურა დაემონტაჟებინა. ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ჯერ ერთი, 2013 წლის ზაფხულში, “ოცნება” ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და სიტუაციას ბოლომდე ვერ ფლობდა. მეორეც, “რუსთავი 2”-ის დაცვის სამსახურში ისეთი ფანატიკოსი “ტიპები” არიან, რომ მათი გადაბირება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ტელეკომპანია 24 საათი მაუწყებლობს.

ისე, საკითხავია, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას ეს ფარული კადრები მაინცდამაინც ახლა რატომ მიაწოდეს, როცა 17 მაისი ახლოვდება? მგონია, რომ ყველაფერი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია. სხვათა შორის, ნიკა გვარამია იურისტია და თუკი ამ საქმეზე შსს-ს გენინსპექცია მოკვლევას დაიწყებს, უნდა იცოდეს, რომ ინფორმატორის გამხელა მოუწევს, რადგან ინფორმატორმა თუ ყველაფერი იცოდა და აქამდე დუმდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სკანდალში ჯდება თენგიზ კიტოვანის საქართველოში დაბრუნებაც და მის მიერ “საზოგადოებრივი ანტიტერორისტული ორგანიზაციის” დაარსებაც. სხვათა შორის, ანალოგიური ორგანიზაცია კიტოვანს თავის დროზე მოსკოვშიც ჰქონდა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების დავალებით, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები აფინანსებდნენ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული შეიჭამა. ამიტომ, ახლა კიტოვანი იძულებულია, კრემლს ანგარიში ჩააბაროს.

ასევე, საინტერესოა, რომ კიტოვანის მეგობრის, რომან გვენცაძის ვაჟი, ლევან გვენცაძე, დიდი ხნის განმავლობაში, სოდ-ის უფროსის მოადგილე იყო.

- ამით რისი თქმა გინდათ? იმისი ხომ არა, რომ კიტოვანი დანაცმოძრაობის.. რუსული ფრთა შეთანხმებით მოქმედებენ?

- რატომაც არა?! 

- ბატონო კოტე, არ მგონია, რომ პოლიტიკაში რაღაცები ერთმანეთს, უბრალოდ, ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ხომ არ ეჭვობთ, რომ დისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, ტრანსგენდერების გახშირებული აქციები და თუნდაც სამი ერაყელისგან 16 წლის ქართველი ბიჭის გაუპატიურება ერთმანეთთან კავშირშია და, საერთოდ, სპეცსამსახურები არატრადიციულ სექსუალური ორიენტაციის თემას ხშირად იყენებენ?

- ამის ნათელი მაგალითი ის 26 თუ 27 ათასი ვიდეოფაილია, რომელიც “ნაციონალებმა” დაგვიტოვეს. “ნაცმოძრაობის” სპეცსამსახური ადამიანებს ძირითადად ინტიმურ ნიადაგზე იბირებდა, ანუ თავიანთ “მატორზე” იმდენად ვერ იყვნენ, რომ კომპრომატად მხოლოდ ინტიმს თვლიდნენ.

- არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აგენტი გყოლიათ?

- კი, მყოლია... “დამივერბოვკებია” კიდეც... საერთოდ, ასეთი ადამიანის გადმობირება საქართველოში ადვილია, უცხოეთში კი - არა, უფრო სწორად, საზღვარგარეთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს არც “ავერბოვკებენ”, რადგან იქ ადამიანს შეუძლია, ყველაფერი საჯაროდ განაცხადოს. შესაბამისად, ინტიმური ცხოვრებით ვერ დააშანტაჟებენ.

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროს ამ კუთხით ბევრი ჩავარდნა ყოფილა.

- სახელდობრ?

- როცა უცხოელს აშანტაჟებდნენ, აი, კადრებს შენი ოჯახის წევრებს ვაჩვენებთო, “ობიექტს”, უბრალოდ, ეცინებოდა. საერთოდ, ჩვენი და უცხოელების მენტალიტეტი აბსოლუტურად განსხვავებულია.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ღირსება კავკასიელებს, ქართველებს სხვანაირად გვესმის, დასავლეთელებს კი, - სხვანაირად. ამიტომაც, “ნაციონალებმა” ამ მენტალობის დამკვიდრება ვერ შეძლეს.

- ეს გასაგებია, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რუსული სპეცსამსახურების ინტერესში იყოს?

- ამაში მხოლოდ რუსული კი არა, შეიძლება, სხვა სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი. ყველაფერი ეს, რუსული საქმის გასაკეთებლად, შესაძლოა, გავლენის აგენტურამ ისე გამოიყენოს, რომ რუსული კვალი არც გამოჩნდეს.

- ჩემი აზრით, რუსული კვალი აშკარად ჩანს - სხვა თუ არაფერი, ვიღაცები ხალხს გონებას ურევენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ევროკავშირის ზეწოლააო... ევროკავშირის, რბილად რომ ვთქვათ, იმიჯის შელახვა კი, ბუნებრივია კრემლის ინტერესშია...

- ჯერ ერთი, საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგას. მეორეც, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციებში ასეთი მინიშნება მეც წამიკითხავს, მაგრამ მინიშნება ვალდებულება არაა, რომ შენ, როგორც მხარემ, აუცილებლად უნდა შეასრულო. საერთოდ, ევროპაში ყველაფერი ადამიანის უფლებებზეა დაფუძნებული...

- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ზემოხსენებული კანონის მიღებამდე, რიტორიკულად იკითხა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიოთ, რუსეთში ვრჩებით თუ ევროპისკენ მივდივართო... ეს განცხადება, მგონი, პირდაპირი მინიშნება იყო...

- რა თქმა უნდა... დავით უსუფაშვილი ჭკვიანი ადამიანია და ამ საფრთხეებს ხედავს. არსებობს შარშანდელი 17 მაისის გამოცდილება, ანუ ამ თემით ვიღაცამ შეიძლება, ხალხი გააღიზიანოს და ქუჩაში გამოიყვანოს.

- არსებობს შანსი, რომ ეს გაღიზიანებანაცმოძრაობისინტერესშიც შედიოდეს?

- რატომაც არა?! ასეთი სიტუაციის შექმნა “ნაციონალებსაც” აწყობთ, რომ მერე გამოვიდნენ და მტკიცება დაიწყონ, აი, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევაო, თუმცა ამ განცხადებებს თვითონ კი არ გააკეთებენ, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთებინებენ.

- ბატონო კონსტანტინე, პრივატულ საუბარში მიანიშნეთ, პრემიერს შეიძლება, რაღაცას უმზადებენო. რას გულისხმობდით?

- მოდით, სიტუაციას ასე შევხედოთ: არსებობს ინფორმაციები და ვნახეთ კიდეც ე.წ. შეჩეჩების ვარიანტი...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რითიც საუბარი დავიწყეთ - ერაყელების მიერ ქართველი მოზარდის გაუპატიურებას.

- ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ გლდანის გამანაწილებელში მცხოვრები მოზარდი სამ უცხოელს მიუგზავნეს?

- არასრულწლოვანი ძალიან ფაქიზი თემაა, რამაც შეიძლება, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიოს და რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს მართული პროცესია.

- ვისგან?

- ეს პროცესი მხოლოდ სპეცსამსახურმა კი არა, შეიძლება, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამაც მართოს. მთავარია, მართვის მეთოდებს იცნობდე... ხელისუფლების შეცვლის მერე, ძალოვანი უწყებებიდან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები გაათავისუფლეს.

- თუმცა, მათი რიცხვი არცთუ შთამბეჭდავია.

- კი ბატონო, მაგრამ ამ ხალხმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც თავის დროზე “ნაციონალთა” ძალოვანები ხელმძღვანელობდნენ.

- რომელ ჯგუფებზე საუბრობთ?

- ე.წ. ზონდერებზე, რომლებსაც შესაძლოა, დღესაც იყენებენ.

ერთ დოკუმენტს გაჩვენებთ, რომელიც “ნაცმოძრაობის” მიერაა გაცემული და რომელსაც ხელს პარტიის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი აწერს - ეს დოკუმენტი “ნაცმოძრაობის” “საგანგებო რეაგირების სამსახურის” თანამშრომლის მოწმობაა.

- ეს მოწმობა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდეა გაცემული თუ არჩევნების შემდეგ?

- არჩევნებამდე.

- მოწმობა დაზიანებული რატომაა?

- იმიტომ, რომ იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც ახლა უცხოეთში იმყოფება, არ მინდა და მისი სურათი ამოვჭერი. “საგანგებო რეაგირების სამსახური” “ნაცმოძრაობის” გასაიდუმლოებული სტრუქტურა იყო, რომელიც სხვადასხვა ბრძანებას ასრულებდა.

- მაინც, რა ტიპის ბრძანებებს?

- მაგალითად, ამ სამსახურის წარმომადგენლები 26 მაისს მომიტინგეებში იყვნენ შეგზავნილნი და პოლიციას ქვებს ესროდნენ, თუმცა ამის შესახებ პოლიციამ არაფერი იცოდა და ქვების მსროლელები მომიტინგეები ეგონა. ამ სამსახურს, ჩემი ინფორმაციით, დათა ახალაია ხელმძღვანელობდა.

- “საგანგებო რეაგირების სამსახურშირა კატეგორიის ხალხი მსახურობდა?

- “ზონდერები”, გადაბირებული აგენტები, ფულითYდაინტერესებული ხალხი...

- ამ სამსახურის, ასე ვთქვათ, თანამშრომლებს ხელფასს უხდიდნენ?

- დიახ...

- ამ მოწმობის მფლობელი უცხოეთში რატომ წავიდა?

- სიტუაციას გაერიდა...

- “ნაცმოძრაობისგასაიდუმლოებულ ქვედანაყოფში ქალბატონებიც არიან?

- არა... სხვათა შორის, “ნაცმოძრაობამ” ეს ხალხი მხოლოდ 26 მაისს კი არა, 7 ნოემბერსაც გამოიყენა.

- დღეს ამ ორგანიზაციას ვინ ხელმძღვანელობს?

- ეს არ ვიცი, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალმა მერებმა და გამგებლებმა უნდა იცოდნენ, რომ “ნაცზონდერების” მთავარი დასაყრდენი გამგეობებში არსებული სამხედრო განყოფილებებია. შესაბამისად, 15-20-კაციანი “ზონდერჯგუფი” ყველა გამგეობას ჰყავს. 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, გახსოვთ, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ რუსთაველზე რომ ჩაიარეს? - უგულავა იქ იმიტომ იყო, რომ ეს ხალხი სწორედ მას ექვემდებარებოდა.

სხვათა შორის, რაიონული კომისარიატები “ნაციონალებმა” თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს წაართვეს და, იცით, რატომ? - კომისარიატებში, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია აღრიცხული. კომისარიატებთან ერთად, რეზერვის პროგრამაც პირდაპირ არჩევნებზე იყო მიბმული - რეზერვში “დავერბოვკება”, ანუ რეკრუტირება მიდიოდა.

- როგორ?

- კომისარიატის კართოტეკებში თითოეულ პიროვნებაზე ამომწურავი ინფორმაცია ინახება, მაგალითად, ისეთი, სად საქმიანობს მისი ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. ეს “ნაციონალებისთვის” დამატებითი ბერკეტი იყო, რომ არჩევნები “დაეჭირათ”. უმრავლესობას ჯარში სამსახური არ უნდა. რეზერვის 18-დღიანი პროგრამაც სატყუარა იყო, ხალხს ეუბნებოდნენ, აი, თუ ხმას ჩვენ მოგვცემ და რეზერვში სამჯერ წამოხვალ, სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად ჩაგითვლით და სამხედრო ბილეთსაც მოგცემთო, მაგრამ რეზერვის მესამე ეტაპი აგვიტოს ომმა ჩახსნა და ამიტომ, სამხედრო ბილეთი ბევრმა ვერ მიიღო.

მოკლედ, “ზონდერჯგუფები” უმეტესად სამხედრო კომისარიატების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. ამიტომ, ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გამგეობებს საყოველთაო გაწვევის ფუნქცია მოაცილოს, რადგან ე.წ. კომისარიატებში ისეთი ინფორმაციაა ჩადებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელში უნდა იყოს. საერთოდ, ადამიანის პირადი მონაცემები საიდუმლოა...

- ერთი სიტყვით, ბატონო კონსტანტინე, 17 მაისს მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების კი არა, “ნაცმოძრაობის” “საგანგებო რეაგირების სამსახურისგააქტიურების საფრთხეც არსებობს?

- რა თქმა უნდა... ჩემი ინფორმაციით, 17 მაისს ისეთ გამოსვლას აპირებენ, რაც მოსახლეობის გაღიზიანებას გამოიწვევს.

- ამ გაღიზიანებას რა მოჰყვება?

- რაღაც რომ მოხდეს, ხელს პირდაპირ ხელისუფლებისკენ, კერძოდ, პოლიციისკენ გაიშვერენ, სიტუაციას ვერ მართავსო. ამან კი, შეიძლება, პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ყოველ შემთხვევაში, “ნაციონალები” არ გაჩერდებიან და კამპანიას დაიწყებენ და საბოლოოდ, იმ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის საკითხი დადგება, რომელზეც პრემიერი დგას.

- რას გულისხმობთ?

- მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ქვეყნის ხელმძღვანელობას, როგორც წესი, ზურგს სპეცსამსახური უმაგრებს და ასეა ყველა ქვეყანაში. ამიტომ, ძალოვან უწყებებში ხელმძღვანელის ხშირი ცვლა მიღებული არაა, რადგან ეს უწყების პარალიზებას იწვევს, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ამერიკული სისტემა არ არსებობს, სადაც მინისტრის შეცვლა ქვედა რგოლებს არ ეხებათ: ახალ მინისტრს სამმართველოს ახალი უფროსები მოჰყვებიან, რომელთაც ვიღაც იმის გამო არ მოეწონებათ, რომ დაბალია, ვიღაც - მაღალი და სამსახურიდან გაუშვებენ, ანუ შსს-ში იმის განცდა, რომ მინისტრის შეცვლის შემდეგ დაცული ხარ, არ არსებობს.

ძალოვან უწყებაში მთავარი მინისტრი კი არა, ოპერმუშაკია - თუ მან საქმე არ აწარმოა, სიგნალი არ შეამოწმა და ასე შემდეგ, მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, ვერაფერს გააკეთებს. სხვათა შორის, ეს მავნე პრაქტიკა, აშშ-სა და ისრაელზე რომ აღარაფერი ვთქვა, რუსეთშიც არ ყოფილა. საქართველოში კი, ვიღაცას უშიშროების საბჭოდან ან სხვა უწყებიდან ძალოვან მინისტრად დანიშნავენ, რომელსაც თავი ისე უჭირავს, რომ 20 წელი თითქოს “ცე-რე-უ”-ში აქვს ნამუშევარი. ოპერატიულ მუშაკად ჩამოსაყალიბებლად კი, მინიმუმ, 10 წელია საჭირო. ამიტომ, მინისტრის შეცვლის შემდეგ, მთელი უწყების შემადგენლობა არ უნდა შეიცვალოს და ეს ჩემი შეხედულება კი არა, მსოფლიო გამოცდილებაა...

ვახტანგ ქუთათელაძეზე არაფერს ვამბობ, რადგან თვითონაც პროფესიონალი იყო და მისი ყველა მოადგილეც, მაგრამ მის მერე უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურძანია მოვიდა, რომელმაც თავისი გუნდი მოიყვანა. არც ხაბურძანიას და არც მის გუნდს, ირაკლი ალასანიას გამოკლებით, სპეცსამსახურთან შეხება მანამდე არ ჰქონია. “ნაციონალურმა” ხელისუფლებამაც ეს პრაქტიკა გააგრძელა... სწორედ ამან დაანგრია სტრუქტურა. თუ სპეცსამსახური ერთხელ ჩამოიშალა, ის სამუდამოდ ჩამოიშლება.

- თუკი ქართული სპეცსამსახური ჩამოშლილია, მაშინ არც იმის თავი ექნება, რომ ვთქვათ, 17 მაისის ან სხვა პროვოკაცია დაგეგმოს...

- რა თქმა უნდა, ეს რუსეთისგან იქნება მართული...

- ამმართულ პროცესშიეკლესიასაც იყენებენ?

- დიახ... გაიხსენეთ, თავის დროზე გიგი უგულავა და სოსო თოფურიძე სამებაში რომ შევარდნენ... ასევე, გაიხსენეთ, “ნაციონალებმა” სამღვდელოებას ავტომანქანები რომ დაურიგეს. ეს მანქანები მოსასმენი აპარატურით იყო “გაძეძგილი”. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მღვდელმთავრის მანქანაში ვიდეოკამერაც იყო დამონტაჟებული. ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინდელმა სპეცსამსახურმა ეკლესიაში შეაღწია და ეს მაშინ, როცა “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” კანონში წერია, არასამთავრობო, პარტიულ და, მით უმეტეს, რელიგიურ ორგანიზაციებში ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი საამისოდ მოსამართლის სანქცია არსებობს, ან დანაშაული მზადდება. ყველაფერი, რასაც “ნაციონალები” ეკლესიაში აკეთებდნენ უკანონობა იყო და, შესაბამისად, ეს ქმედება დასჯადია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.

მოკლედ, ეს სისტემური დანაშაული იყო, რაც “ოცნებამ” ვერ გამოკვეთა და დღესაც იგივე სისტემაა შენარჩუნებული - მხოლოდ პიროვნებები შეიცვალნენ.

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ამას წინათ, პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც არასამთავრობოთა კამპანიას - “ეს შენ გეხებაგამოეხმაურა, განაცხადა, იმის თქმა, რომ ტელეფონები ისმინება, სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრააო...

- პრემიერი, ერთის მხრივ, მართალია, რადგან თუკი სახელმწიფოს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები მოუსპე, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეცსამსახური თავის ძირითად სადაზვერვო ფუნქციას ვეღარ განახორციელებს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება პოლიციის დეპოლიტიზირება იყო, რაც ამ შემთხვევაში, იმას ნიშნავს, რომ “ენ-კა-ვე-დე”-ს ტიპის შსს აღარ უნდა არსებობდეს - შსს-ს უშიშროება უნდა გამოეყოს. შსს მინისტრი, როგორი კარგიც უნდა იყოს, თუ სისტემა არ გარდაქმენი და რეფორმები არ დაიწყე, შენც “ნაცმოძრაობის” დღეში ჩავარდები. დღეს “ნაციონალები” ამ თემით იმიტომ არ აპელირებენ, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ხელს ერთი ადამიანისკენ გაიშვერენ. “ნაციონალებმა” ისიც კარგად იციან, რომ ამ სისტემამ ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, რომელმაც “ნაცმოძრაობა” დაამხო.

მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს დებულებაში წერია, რომ ომის განსაზღვრის შესაძლებლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თავდაცვის რომელიმე მინისტრს “თავში დაარტყა”, ან დაზვერვამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია მისცა, ქვეყანა შეიძლება, ომის წინაშე დააყენოს. სწორედ ასე მოიქცნენ “ნაციონალები” 2008 წლის აგვისტოში. არადა, ყველა ამერიკული დოკუმენტი, რომელზეც შემდეგ ნომერში გესაუბრებით, იმაზე მეტყველებს, რომ მაშინ ომის საშიშროება არ არსებობდა.

- ეს რა დოკუმენტებია?

- საქართველოში აშშ-ის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი წერილები, სადაც გვარებითაა დასახელებული, ქართველებიდან ვინ რას ამბობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, “ნაციონალებმა” ამერიკელებს დაუწყონ, წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამთო...

- სხვათა შორის, ახალახან ომის ვეტერანთა ახალი პარტია შეიქმნა...

- ეს პარტია, როგორც ვიცი, აქამდეც არებობდა, უბრალოდ, ჩემი ინფორმაციით, პარტიასთან სათათბირო ორგანო შეიქმნა, რომელშიც გენერლები და სხვა ყოფილი ძალოვანები გაერთიანდნენ.

საერთოდ, ვეტერანებს ყველაფერი აქვთ გადატანილი და როცა ისინი პარტიას ქმნიან, ესე იგი, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არაა და მათ პოლიტიკური მიზანიც აქვთ... გაიხსენეთ, ვიეტნამის სინდრომმა აშშ-ს რა მოუტანა. საქართველოში კი, აფხაზეთის სინდრომი არსებობს. საქართველოს არც ერთ მთავრობას ვეტერანების გაგონება არ უნდოდა. მართალია, ამ კუთხით ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ...

ვეტერანთა უმეტესობა საშუალო ასაკისაა, “ნაციონალებმა” ისინი სამსახურებიდან გამოყარეს და 22-ლარიან დახმარებაზე ცხოვრობენ. მეც ნაომარი ვეტერანი ვარ - ტყვიის გემო გამოცდილი მაქვს და 22 ლარი მაქვს, ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, ღირსებაშელახულები ვართ!

- ვეტერანები ღირსების აღდგენას აქამდე რატომ არ ცდილობდნენ? “ნაციონალებინაომარ ხალხსაც აშინებდნენ?

- რა თქმა უნდა... “ნაციონალები” ვეტერანებსაც იყენებდნენ და ზოგიერთს ისეთ პირობებსაც უქმნიდნენ, რომ...

- “ისეთს”, ანუ როგორს?

- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგ-ზოგიერთს ფულს უხდიდნენ...

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყანას გია ყარყარაშვილი ჰყავს, რომელმაც საქართველოსთვის თავი გასწირა. გია რა მდგომარეობაშია და წარმოიდგინეთ, რიგითი მეომარი რა დღეში იქნება... როცა დისკრიმინაციაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია მოისპოს - 30-40 წელზე მეტი ასაკის ადამიანს არსად ნიშნავენ. პოლკოვნიკი ვარ, პირდაპირ უარს არ მეუბნებიან, მაგრამ არსად მიღებენ... თუ უნდათ, რომ ვეტერანებისთვის რამე გააკეთონ, 22-ლარიანი დახმარება კი არ უნდა მისცენ, არამედ, მათი დამსახურება გამოიყენონ და ჯარსა თუ სხვა ძალოვან უწყებაში ამუშაონ. საქართველოს შეიარაღებული ძალები 23 წლისაა, ამას “ნაციონალების” 9-წლიანი მართველობა გამოაკელითYდა, ვეტერანებს, რომლებიც სამსახურებიდან “ნაცმოძრაობამ” გამოყარა, ჯარში 12-13 წელი აქვთ ნამსახური, შესაბამისად, პენსიაც არ დაენიშნებათ. ეს ხომ ჩვენი დისკრიმინაციაა? როცა აფხაზეთში ვიბრძოდი, ზოგიერთი, რომელიც დღეს მიპირისპირდება, კანცელარიის ადმინისტრაციაში იყო “წამოპლაკული”. ერთი მითხრან, ოპერმუშაკობა რომელ “წმინდა მიხაილის სასწავლებელში” ისწავლეს? მინისტრის სავარძელში ჯდომა, “ბორჯომის” სმა და სხვებისთვის ფანტაზიორების ძახილი ადვილია, არა?!

...ჩემთვის სამართლიანობა ღირსების აღდგენაა! გაიძახიან, რევოლუციამდე კორუფცია იყოო. მაშინ კორუმპირებულები ისინი იყვნენ, ვინც თავს “ნაცმოძრაობის” დროსაც კარგად გრძნობდნენ და ახლაც, “ოცნების” ხელისუფლებაშიც”, დიდ თანამდებობებზე არიან. ამ ხალხს უნდა, რომ მუდმივად იყოს, მაგრამ ეს აღარ გამოუვათ... ისე, ახლა საშიში დროა, რადგან ქვეყანაში, პრაქტიკულად, რევოლუციური გარდაქმნა მოხდა - ერთი მთავრობა მეორეთი შეიცვალა, თუმცა სისტემა იგივეა და “ნაციონალებმა” იციან, ამ სისტემაში რა ნაღმები აქვთ დატოვებული!