როგორ გამოაცხადეს სამი შვილის დედა ადამიანებით მოვაჭრედ

როგორ გამოაცხადეს სამი შვილის დედა ადამიანებით მოვაჭრედ

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვააგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

ანას სამი ბიჭი ჰყავდა...

სამი ვაჟკაცი...

როცა შეეკითხებოდი, რატომ დაგიჭირესო, გიპასუხებდა, ქვაზე დადებული მადლის გამოო...

ჰო, მართლა ასე იყო...

მარტოხელა დედა, რომელსაც სამი შვილი და მოხუცი მშობლები ჰყავდა შესანახი და დასაპურებელი, არ უკადრისობდა ფიზიკურ შრომას...

ყველა უყვარდა და ყველა ეცოდებოდა...

თურქეთში სიარული დაიწყო - თეთრეული მოჰქონდა და ვაჭრობდა...

ერთხელ, თურქეთიდან საქართველოში მომავალმა, საზღვარზე გოგონები გაიცნო...

თავი შეაცოდეს - უთხრეს, რომ გაძარცვეს და არ იცოდნენ, სად უნდა ეცხოვრათ, ან ოჯახს როგორ დაკავშირებოდნენ...

არც მეტი, არც ნაკლები - ანამ გულმოწყალება არ დაივიწყა და შინ წამოიყვანა...

გაუმასპინძლდა...

დააპურა...

დააძინა...

დაარეკინა ოჯახებში, სადღაც, უცხო ქვეყანაში...

თავად კი, მეორე დღეს, თავისი თეთრეულით, სოფლებში წავიდა, რომ გაეყიდა...

ერთი კვირის მერე, სტუმრებიც წავიდნენ...

მადლობა უთხრეს...

მაგრამ...

არ თქვეს, სად მიდიოდნენ...

ანამაც გზა დაულოცა...

და რამდენიმე დღეში, ანა დააკავეს...

დააკავეს და ბრალი ტრეფიკინგში დასდეს...

სასჯელი?

რვა წელი მიუსაჯეს...

რა მოხდა მერე?..

ანამ ციხეში დაიტირა დედა...

ანამ ციხეში გაიგო შვილის დაპატიმრება...

ანამ ელენე თევდორაძისგან ციხეშივე მიიღო წერილი, რომ მისი შვილი უდანაშაულოდ იყო დაჭერილი, თუმცა მას მერე, რაც თევდორაძეს შეწყალების თხოვნით მიმართა, უარი მიიღო...

ანას ციხეში სტუმრობდა მამა და 7 წლის ბიჭი...

მოჰქონდთ ხილი და მეტი... ვერაფერი...

ანა ციხიდან წერდა ლექსებს და ეს ლექსები ასაზრდოვებდათ შვილებს...

 

***

დედა მყავდა სტუმრად...

როცა “პაემანების ოთახში” გავედი, დედა იჯდა და ტიროდა...

მოვეფერე, კარგად, ვარ ნუ ტირი-მეთქი...

შენზე არ ვტირი, მოხუცი კაცი დამხვდა გარეთ, ძალიან მოხუცი, ბავშვთან ერთად იყო და რიგში იდგა, მასაც პაემანი აქვს შვილთან და მასზე ვტირიო...

მალე კარი გაიღო და ანა და ანას პატარა ოჯახი შემოვიდა.

მე დედასა და მარისთან ერთად ვიჯექი...

დედა თავზე მეფერებოდა და მპირდებოდა, მანამ იცოცხლებდა, სანამ ციხიდან არ გავიდოდი.

ანას მამა ეფერებოდა - თმას უსწორებდა და ცრემლებს წმენდდა, ამშვიდებდა და უხსნიდა, რომ მანამ იცოცხლებდა, სანამ ანა შინ არ მივიდოდა და შვილებს არ ჩააბარებდა...

მშობლის გული და მშობლის სიყვარულის ფენომენი განუზომელი, ამოუცნობი და ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია!

მშობლებმა პირობა შეასრულეს - ანას და მე შვილები გაგვიზარდეს!

 

P.S. როცა მეკითხებიან, ციხემ რა მომცა, ვპასუხობ, რომ ყველაფერი, სოლტურად ყველაფერ...

დიახ, ციხეს ყველაფერი აქვს, ის ყველაფერი, რასაც გარეთ ვერ იპოვი, ვერ იშოვი, ვერ დაინახავ და ვერ იგრძნობ...

ავარი, ყველაფრის სწორად ვისება შეძლო...

ოჯახის გარეშე ყოფნა კატასტროფაა, ციხეში ყოფნა კი, - სული წრთობა,

თუმცა თქვენთვის სულის ასეთი გამოწრთობ არ მემეტება!..