შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო მ-ს ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ ს-მ მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცველებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).